Home ახალი ამბები საქართველო ჯოჯოხეთური  სამკუთხედი

ჯოჯოხეთური  სამკუთხედი

პური არსობისა

598

ადამიანებს ყველაფერი უნდათ:  სასახლეები, სიმდიდრე, ფუფუნება, ოქრო, ბრილიანტირაც უფრო გაუმაძღარია ადამიანი, მით  მეტი უნდა  კუნძული, სამეფო, სახელმწიფო, კონტინენტი, დედამიწა, სხვა პლანეტებითუმცა  სჭირდება ძალიან ცოტამხოლოდ პური არსობისა. პური ყველას უნდა მიაწოდო, უპუროდ არავინ  უნდა დარჩეს

უკრაინიდან ხორბლის გატანის პროცესი გადაულახავ სიძნელეებს წააწყდა, რადგან უკრაინაში ომია. უკრაინაში ომია, მაგრამ უკრაინაში ათეულობით მილიონი ტონა მარცვლეულიცაა, რომელსაც ქვეყნები და ხალხები ელოდებიან, ისინი,  ვისაც სჭირდება პური არსობისა. ომის დროს ამ უზარმაზარი მოცულობის ტვირთის გატანა რომ ძნელი იქნებოდა, ეჭვს არ იწვევდა, მაგრამ მოლაპარაკება შედგა. რუსეთმა ყველაფერი გააკეთა, რათა პური არსობისა შეუფერხებლად მიეღო ყველას, ვინც შიმშილის ზღვარზე იმყოფებოდა ან უკვე შიმშილობდა.

შეთანხმება შედგა, მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ამუშავდა ხელის მოთბობის, ფულის შოვნის, გამდიდრების ინსტინქტები და სქემები, რომლებმაც უკრაინიდან მარცვლეულის შეუფერხებლად გატანის საკითხში მიღწეული შეთანხმება ჩაშლამდე მიიყვანა. შეთანხმებას, რომელიც ერთი წლით  დაიდო, ვადა ამოეწურა, რუსეთი კი ახალი შეთანხმების გაფორმებისგან თავს იკავებს. რუსეთის პრეზიდენტმა შემდეგი შინაარსის განცხადება გააკეთა: “Москва рассмотрит возможность возвращения к зерновой сделке при учете и реализации всех ее принципов. РФ не выступает против зерновой сделки как таковой, особенно учитывая ее значения для мирового рынка продовольствия”.

მაშ, რაშია საქმე და სად არის პრობლემა? პრობლემა არის ის, რომ დასავლეთმა, რომელიც ყელგამოწვდილი იხვეწებოდა შეთანხმებას უკრაინიდან  მარცვლეულის  გატანის  შესახებ, ამ შეთანხმებით გათვალისწინებული არც ერთი პირობა არ შეასრულა.პუტინი ახალი შეთანმების გაფორმებისგან თავს იკავებს, სანამდე არ შესრულდება ძველი შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები: “И безусловно, рассмотрим возможность вернуться в нее, но только при одном условии — если будут в полном объеме учтены, а главное реализованы, именно реализованы все без исключения ранее согласованные принципы участия России в этой сделке”.

ასე არ უნდა იყოს? ძველი შეთანხმების შეუსრულებლობის ვითარებაში რა ახალ შეთანხმებაზე შეიძლება საუბარი?! მაშ, რატომ გაიძახის საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი, რომ ვითომ პუტინი პურს, როგორც საომარ იარაღს, იყენებს? პუტინმა, მართალია, რამდენიმე პირობა წამოაყენა, მაგრამ რომელი მისი მოთხოვნაა არასწორი და უსამართლო? აი ეს პირობები: “Вывод поставок российского зерна из-под санкционных ограничений; Ликвидацию преград для банков России и финансовых институтов, ოбслуживающих такие поставки; Возобновление поставок в РФ запчастей для сельскохозяйственной техники; снятие блокировки с российских активов, связанных с отраслью.

აბა, როგორ გინდათ, ბატონებო:  რუსეთს – სანქციები, თქვენ კი – პური არსობისა? გამოვა ასე? პუტინი აცხადებს, რომ ასე არ გამოვა. საერთოდ, სიტუაცია ასეთი იყო: “Зерновую сделку заключили в июле 2022 года при посредничестве Турции и ООН. Стороны гарантировали Украине безопасный вывоз сельхозпродукции в другие страны в обмен на снятие с России ограничений для экспорта удобрений. В рамках соглашения Россия взяла на себя обязательства не атаковать эти порты и украинские корабли, сопровождающие транспортные суда. Соглашение между Россией и Украиной дважды продлевали, хотя Москва настаивала, что ее условия не выполняют. Однако, 17 июля, стало известно о прекращении договоренностей по черноморской зерновой инициативе. По словам представителя Кремля Дмитрия Пескова, часть, касающаяся России, не выполнена до сих пор”.

რუსეთის პრეზიდენტმა კი დასავლეთს პირდაპირ განუცხადა, რომ მათ ან უნდა შეასრულონ რუსეთის პირობები, ან  უნდა დაივიწყონ უკრაინიდან მარცვლეულის გატანის საკითხი. არავითარი დათმობა უკვე აღარ იქნება. მარცვლეულზე შეთანხმების შესრულების გარანტი თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი იყო, მაგრამ საქმეს ვერც ამან უშველა. როგორც პუტინი აცხადებს, “И это, напрямую затрагивает интересы наших сельхозпроизводителей, а также производителей удобрений — они понесли большие убытки. Мы вновь и вновь продлевали эту сделку, а, продлевая, проявляли чудеса выдержки и терпения, толерантности. Рассчитывали, что наши зарубежные коллеги начнут наконец-таки в полном объеме соблюдать согласованные и одобренные параметры и условия. Однако договоренностей выполнять никто не собирался. А только постоянно требовали что-то от России. Не помогли даже усилия секретариата ООН и лично генсека Организации Антониу Гуттереша. Западные «партнеры» для срыва сделки «сил не пожалели, сделали все, чтобы пустить ее под откос. Сегодня на голубом глазу лгут всему миру, говоря о том, что это Россия виновата в срыве зерновой сделки”.

დასავლეთი რასაც აკეთებს, მართლაც დაუჯერებელი და წარმოუდგენელია. ეს არის უტიფრობის ღია დემონსტრაცია, ყოვლის ნებადართულობის თავხედური აფიშირება, საკუთარი ბოროტმოქმედების სხვისთვის გადაბრალების უსინდისო მცდელობა. პუტინი ყველასთვის გასაგებ ენაზე აღწერს ამ ვითარებას: “Винят Россию чуть ли не во всех бедах африканских и ряда других стран, которые сам Запад в свое время обобрал, столкнул в пучину войн, голода и нищеты. И продолжает в рамках своей неоколониальной системы грабить эти государства. Он и на зерновой сделке беззастенчиво наживался: просто полностью извратил смысл этих договоренностей и суть”.

შეთანხმების  არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ღარიბი ქვეყნების მოსახლეობა არ დარჩენილიყო ძირითადი საკვები პროდუქტის გარეშე. დასავლეთმა კი მშიერი მოსახლეობის ბედი ფეხებზე დაიკიდა და რუსეთთან მიღწეული შეთანხმება საკუთარი ბიზნესისა და გამდიდრების წყაროდ აქცია. დასავლეთის ამ მიდგომას პუტინი  ამხელს: “Изначально сделка была нацелена на поддержку беднейших стран Глобального Юга, поставку в них продовольствия. В итоге ее использовали для обогащения крупного американского и европейского бизнеса, вывозившего и перепродававшего зерно с Украины“.

პრეზიდენტმა პუტინმა მოიყვანა დამაფიქრებელი ციფრები, რომლებიც პირდაპირ ღაღადებს დასავლეთის უსინდისობასა და უპასუხისმგებლობაზე: “Из экспортированных 32,8 млн тонн грузов 70% поступили в богатые страны, в том числе страны ЕС. Бедные Эфиопия, Судан, Сомали, Афганистан, Йемен не получили и 3% от общего объема, менее 1 млн тонн. При этом Запад не дает отправить российское зерно из своих портов. По словам Путина из 262 тысяч тонн заблокированной в Европе продукции, в Малави удалось вывезти 20 тысяч тонн, в Кению — 34 тысячи тонн. А ведь речь идет о гуманитарной акции, на которую никакие санкции не должны распространяться. Все заявления о том, что Украина кормит голодающих по всему миру — спекуляция и ложь“.

პუტინმა უაღრესად საინტერესო ციფრები მოიყვანა  ხელოვნურად გავრცელებულ სიცრუეზე , რომ პურით მთელ მსოფლიოს უკრაინა კვებავს: «За прошлый сельхозгод Украина произвела порядка 55 миллионов тонн зерновых, экспорт составил 47 миллионов, из них пшеница — 17 миллионов. Россия собрала в прошлом году 156 миллионов тонн зерновых и 60 миллионов экспортировала. Из них 48 миллионов — это пшеница. Доля России на мировом рынке пшеницы 20 процентов, а Украины — меньше пяти».

პუტინმა ასეთი დასკვნა გააკეთა: «Запад полностью выхолостил и извратил гуманитарную суть сделки. Базовое условие России для возвращения к сделке — это восстановление ее изначальной гуманитарной сути. При этих условиях мы незамедлительно в эту сделку вернемся».

რუსეთის პოზიცია ნათელი და გასაგებია. პუტინი დასავლეთს ეუბნება: თქვენ თუ ჰუმანიტარული მოტივაცია გამოძრავებთ, ჩვენ ვითანამშრომლებთ თქვენთან, მაგრამ, ჩვენ არ მოგცემთ საშუალებას, რომ ჰუმანიტარულ პოზიციებს ამოფარებულებმა სპეკულაცია გასწიოთ. გარდა ამისა, აღრიცხული იყო შემთხვევები, როდესაც მარცვლეულის გასაზიდად შემოსულ ტანკერებს უკრაინაში შეიარაღება შეჰქონდათ.  ამგვარი ცუღლუტობით რუსეთის მოტყუება არ გამოვა. ამის შესახებ საუბრობს რუსეთის გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი როდიონოვი: შეთანხმების ჰუმანიტარული შემადგენელი აღარ მუშაობს. ამ შეთანხმებით შენიღბულ დასავლეთს უკრაინის ტერიტორიაზე იარაღი შემოჰქონდა. ასე იკრებოდა ეს ჯოჯოხეთური სამკუთხედი – მშიერი ხალხი, პური და იარაღი.

პუტინმა შეთანხმებიდან გასვლით და მისი განცხადებებით დასავლეთს ნიღაბი ჩამოხსნა. დასავლეთს არ შეუძლია აღიაროს, რომ მარცვლეული, რომელიც უკრაინიდან გადიოდა, პირდაპირ სპეკულანტების ხელში ხვდებოდა. პუტინი ახლა ისე აკეთებს, რომ უკრაინიდან მარცვლეული მხოლოდ იმ ქვეყნებში მოხვდეს, რომლებშიც  ამ პროდუქტის მწვავე დეფიციტია.  ეკონომიკის უმაღლესი სკოლის მსოფლიო ეკონომიკისა და მსოფლიო პოლიტიკის დეკანის მოადგილე ნდრეი სუზდალცევის თქმით, “ეს პუტინის ეშმაკური სვლაა”.

დასავლეთის ქვეყნები პუტინთან რამე დათმობაზე წავლენ თუ მილიონობით ადამიანს შიმშილისთვის გაწირავენ? ეს შეკითხვა თითქოს დგას, მაგრამ თითქოს არც დგას. საქმე ის არის, რომ უკრაინიდან ამ შეთანხმების ფარგლებში გაზიდული მარცვლეულის მხოლოდ 3 პროცენტი წავიდა ჰუმანიტარული დანიშნულებით. დასავლეთმა აფრიკელი ხალხი ასეც და ისეც უკვე გაწირა საშიმშილოდ. შეცვლის თუ არა ამ საშინელ ვითარებას პუტინის ეს მცდელობა, მომავალი გვიჩვენებს…

ვალერი კვარაცხელია                                                                         

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here