Home ახალი ამბები მსოფლიო იტალიელი გენერალი: ბაიდენს ევროპის გახლეჩვა და რუსეთის დასუსტება სურს

იტალიელი გენერალი: ბაიდენს ევროპის გახლეჩვა და რუსეთის დასუსტება სურს

157

იტალიის კომბინირებული ძალების ოპერატიული ჯგუფის ყოფილმა სარდალმა, გენერალმა მარკო ბერტოლინიმ გამოცემა  L’Antidiplomaticoსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ  უკრაინაში კონფლიქტის გაჭიანურებით აშშის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სურს, გახლიჩოს ევროპა დასისხლისგან დაცალოსრუსეთი. ამის შესახებ წერს rg.ru.   

იტალიელმა გენერალმა აღნიშნა, რომ ბაიდენის ინტერესებში არ შედის მშვიდობა უკრაინაში, პირიქით _ ამერიკის ლიდერი დაინტერესებულია, ევროპაში დაიწყოს “ომი გამოფიტვაზე”, რომელიც “სისხლისგან დაცლის” რუსეთს და გახლეჩს ევროპას შეურიგებელ “აღმოსავლეთ” და “დასავლეთ” ნაწილებად.

  ბერტოლინის თქმით, ბაიდენის “ამორალური Gგეგმები”, რომლებიც ცნობილია საერთაშორისო თანამეგობრობის ბევრი  წევრისთვის, მკვეთრად განსხვავდება  რუსეთის პოზიციისგან, რომელიც თავიდანვე განწყობილი იყო, რომ კიევთან კონფლიქტი რაც შეიძლება სწრაფად მოგვარებულიყო.

უფრო ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ თავისი ქმედებებით უკრაინის კონფლიქტში სრულუფლებიან მხარედ ჩართვის ზღვარზე გადის. მისი თქმით, პენტაგონი არც მალავს, რომ კიევს გადასცემს სადაზვერვო მონაცემებს იმ მიზნების მითითებით, რომლებიც უნდა დაიბომბოს რუსეთის მოსაზღვრე ტერიტორიებიდან. ასეთ პირობებში კი “ნორმალური დიალოგი შეუძლებელია”.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here