Home ახალი ამბები მსოფლიო “ისლამური სახელმწიფო” აშშ-სა და მის მოკავშირეებს შურისძიებით ემუქრება

“ისლამური სახელმწიფო” აშშ-სა და მის მოკავშირეებს შურისძიებით ემუქრება

391

საინფორმაციო სააგენტო “როიტერსის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ისლამურმა სახელმწიფომ” დაჯგუფების ლიდერ ალ-ბაღდადის სიკვდილი დაადასტურა და აშშ-სა და მის მოკავშირეებზე შურისძიების შესახებ განაცხადა. დაჯგუფებამ ალ-ბაღდადის მემკვიდრედ, ახალ ლიდერად აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშემი ალ-ქურაიში დაასახელა. 

“ისლამურმა სახელმწიფომ” გაავრცელა მუქარის აუდიოჩანაწერი, რომელშიც დაჯგუფება აშშ-სა და მის მოკავშირეებს შურისძიებით ემუქრება.

“ეშინოდეთ შურისძიების მათი ხალხისა და ურჯულო და მოღალატე საძმოს წინააღმდეგ”, _ ნათქვამია აუდიოჩანაწერში.

ამერიკულმა სამხედროებმა “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის წინააღმდეგ ოპერაცია სირიაში, იდლიბის პროვინციაში განახორციელეს. პენტაგონის ინფორმაციით, ოპერაციის დროს ალ-ბაღდადმა, რომელიც გვირაბის საშუალებით გაქცევას ცდილობდა, თავი აიფეთქა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here