Home ახალი ამბები საქართველო ირაკლი ქადაგიშვილი – ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ არ არიან დაინტერესებული ძალები, რომლებსაც...

ირაკლი ქადაგიშვილი – ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ არ არიან დაინტერესებული ძალები, რომლებსაც საქართველოს ომში ჩართვა არ სურთ, პრეზიდენტი სურათს ფართოდ არ აფასებს

45

ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ არ არიან დაინტერესებული ძალები, რომლებსაც საქართველოს ომში ჩართვა არ სურთ, ამის მრავალი ინდიკატორი ვნახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი სურათს ფართოდ არ აფასებს. როგორც ქადაგიშვილი ამბობს, ხელისუფლება ზომიერ და გონიერ პოლიტიკას ატარებს.

„იმის თქმა, რომ დღეს მსოფლიოში ომი არავის უნდა, არის პოლიტიკური სურათის ვერდანახვა ფართო მასშტაბით, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ომი მიმდინარეობს და ამ ომში ჩართულია პირდაპირ თუ ირიბად ბევრი სახელმწიფო. ამიტომ, ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ დაინტერესებული ძალები არ არიან, ვისაც არ უნდა, რომ საქართველო ომში აქტიურად იყოს ჩართული. ამის მრავალი ინდიკატორი ვნახეთ. ეს ინდიკატორები ხომ არ გამქრალა? – ეს ფაქტობრივი მოცემულობები იყო, მათ შორის უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების პირდაპირი მოწოდებები იყო, რომ სამხედრო მოქმედებები დაგვეწყო. აქ ოპოზიციის მხრიდან პროვოციური იყო ისეთი ქმედებები, რაც რუსეთიდან აღქმული იქნებოდა, როგორც საქართველოს მხრიდან აგრესიული ნაბიჯები და ეს ზრდის მისი აგრესიის განხორციელების რისკებს.

ეს ყველა მოცემულობა ვნახეთ. ვფიქრობ, პრეზიდენტი სურათს ძალიან ფართოდ არ აფასებს. ოპოზიცია ისეთ აქციებს მართავდა, რაც მიმართული იყო არა მხოლოდ რუსული აგრესიის დაგმობისკენ, არამედ ჩვენი აქტიური ჩართულობა ყოფილიყო რუსეთის წინააღმდეგ ქმედებებში. იგივე თვითმფრინავის ჩამოფრენა, საიდანაც სახელმწიფოს მოხალისეები უნდა გაეგზავნა. რასაც დასავლეთი არ აკეთებს, ჩვენ რატომ უნდა გავაკეთოთ? – ამაზეა საუბარი. ხელისუფლება ზომიერ და გონიერ პოლიტიკას ატარებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

https://1tv.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here