Home ახალი ამბები საქართველო ირაკლი ქადაგიშვილი – კარგი პროცესია, თუ აფხაზეთის მოსახლეობა დაინახავს, რომ რეალობაში რუსეთი...

ირაკლი ქადაგიშვილი – კარგი პროცესია, თუ აფხაზეთის მოსახლეობა დაინახავს, რომ რეალობაში რუსეთი არა მათი მოკავშირეა, არამედ მათი მიწების ანექსიას ახდენს

32

კარგი პროცესია, თუ აფხაზეთის მოსახლეობა დაინახავს, რომ რეალობაში რუსეთი არა მათი მოკავშირეა, არამედ მათი მიწების ანექსიას ახდენს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

როგორც ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ყველა საერთაშორისო დონეზე მიღებულია ის გადაწყვეტილებები და სამართლებრივი დოკუმენტები, რომლებითაც რუსეთის აგრესიის შედეგად აფხაზეთის ოკუპაციისა და ანექსიის შედეგები არის ანულირებული.

„ყველა საერთაშორისო დონეზე მიღებულია ის გადაწყვეტილებები და სამართლებრივი დოკუმენტები, რომლებითაც რუსეთის აგრესიის შედეგად აფხაზეთის ოკუპაციისა და ანექსიის შედეგები არის ანულირებული. ანუ, საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობით ნებისმიერი ეს გადაწყვეტილება არ არის არანაირი ძალის მქონე. როცა აფხაზეთში რუსეთის ოკუპაცია დასრულდება, რა თქმა უნდა, ყველა ფსევდოსამართლებრივი თუ ფაქტობრივი გარემოებები უგულებელყოფილი და გაბათილებული იქნება. ჩვენ ვხედავთ, რომ თავად აფხაზეთის საზოგადოებაში არის ძალიან დიდი გაღიზიანება და ეს ყველაფერი ხელს უწყობს აფხაზეთში პრორუსული განწყობილებების შემცირებას და პირიქით, ანტირუსული განწყობების დამკვიდრებას. აქედან გამომდინარე, ეს კარგი პროცესია, თუ აფხაზეთის მოსახლეობა დაინახავს, რომ რეალობაში რუსეთი არა მათი მოკავშირეა, არამედ მათი მიწების ანექსიას ახდენს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

https://1tv.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here