Home ახალი ამბები საქართველო ირაკლი კობახიძე – გიგაურის „ენჯეოს“ ინფორმაციას რომ ეყრდნობი, ბუნებრივია, აბსურდული ფრაზები გაგეპარება,...

ირაკლი კობახიძე – გიგაურის „ენჯეოს“ ინფორმაციას რომ ეყრდნობი, ბუნებრივია, აბსურდული ფრაზები გაგეპარება, სამწუხაროა, რომ USAID-ის ეგიდის ქვეშ ასეთი ფრაზები იწერება

32

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, სახელწოდებით „დეკლეპტოკრატიზაციის სახელმძღვანელო“.

კობახიძის შეფასებით, დოკუმენტში აბსურდული ჩანაწერებია.

„ეს ანგარიში ვნახე. რეალურად, ხოტბას ასხამენ წინა ხელისუფლებას, რომელიც იყო დეგრადირებული, რეპრესიული რეჟიმი და მოქმედ ხელისუფლებას აკრიტიკებენ. ყველაფერი დღესავით ნათელია. გიგაურის „ენჯეო“ ერთ-ერთი მდიდარი „ენჯეოა“, მაგრამ მისი რეპუტაცია ვიცით და როცა მის ინფორმაციას ეყრდნობი, ბუნებრივია, ასეთი ფრაზები გაგეპარება. არის აბსურდული ჩანაწერები. როცა წინა ხელისუფლებას ხოტბას ასხამ და ხელისუფლებას აკრიტიკებ, ყველაფერი დღესავით ნათელია. „თავისუფლების ინსტიტუტი“ ცალკე გამოყოფილია, როგორც თურმე ფენომენი დემოკრატიაში. ეს არის ბოკერია-რამიშვილის და მათი ორგანიზაცია. ყველაფერი დღესავით ნათელია. სამწუხაროა, რომ USAID-ის ეგიდის ქვეშ იწერება ასეთი აბსურდული ფრაზები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) გამოაქვეყნა ანგარიში, სახელწოდებით, „დეკლეპტოკრატიზაციის სახელმძღვანელო“. დოკუმენტის მიხედვით, „კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორ აანალიზებს USAID-ის პარტნიორი შესაძლებლობების ფანჯრის დახურვას, არის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მუშაობა. იმის ფონზე, რომ ბოლო ათწლეულში ნათელი გახდა, რომ უმდიდრესმა ოლიგარქმა საქართველოში მიიტაცა სახელმწიფო, მათი (საერთაშორისო გამჭვირვალობა) კვლევა სწავლობდა კორუმპირებული თანამდებობის პირების დაუსჯელობას, საქართველოს მზარდ ეკონომიკურ დამოკიდებულებაზე რუსეთზე და ოლიგარქის საიდუმლო ბიზნესებს რუსეთში“.

https://1tv.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here