Home ახალი ამბები საქართველო ირაკლი კობახიძე – ჩვენ დავარქვით ოპოზიციას „უსამშობლო“ და მერე სცადეს ამის შემოტრიალება,...

ირაკლი კობახიძე – ჩვენ დავარქვით ოპოზიციას „უსამშობლო“ და მერე სცადეს ამის შემოტრიალება, ნიკანორ მელიას უსუსური იდეაა  – სხვის ტერმინს რომ უტრიალებ, შენი მოიფიქრე, შე დალოცვილო

112

ჩვენ დავარქვით ოპოზიციას „უსამშობლო“ და მერე სცადეს ამის შემოტრიალება, ნიკანორ მელიას უსუსური იდეაა – სხვის ტერმინს რომ უტრიალებ, შენი მოიფიქრე, შე დალოცვილო. ამდენი ინტელექტი რომ არ გაქვს, ამაზე მეტყველებს ეს ყველაფერი,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

რაც შეეხება პოლიტიკურ სპექტრში გაკეთებულ შეფასებებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ომში არა რუსეთის, არამედ უკრაინის დამარცხება სურს, კობახიძის თქმით, რადგან ხელისუფლება მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, „ომის სასურველი შედეგი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა“.

„რადგან მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ომის სასურველი შედეგი, ბუნებრივია, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. აქ ვერავითარი ორი პოზიცია ვერ იქნება – დღესავით ნათელია. დანარჩენი სამარცხვინო სპეკულაციებია. როდესაც ოპოზიცია ასეთ რამეს აბრალებს ხელისუფლებას, ნიშნავს იმას, რომ მათ საერთოდ არ აინტერესებთ ეროვნული ინტერესები, იმიტომ, რომ უსამშობლო ხალხია. სამშობლოს ნული შეგრძნება აქვთ. პრემიერმა დაუსვა ერთხელ რადიკალურ ოპოზიციას კითხვა, ვის სამსახურში დგანან. ჩვენ დავარქვით [უსამშობლო] და მერე სცადეს ამის შემოტრიალება. სინამდვილეში უსამშობლოები ისინი არიან. ამ ტერმინს პირადად მე სამი წლის განმავლობაში ვიყენებდი მათ მიმართ. ნიკანორ მელიას უსუსური იდეაა და კაცობის დეფიციტზე მეტყველებს – სხვის ტერმინს რომ უტრიალებ – შენი მოიფიქრე, შე დალოცვილო. ამდენი ინტელექტი რომ არ გაქვს, ამაზე მეტყველებს ეს ყველაფერი. ჩვენ ვუწოდეთ მათ უსამშობლოები და დღემდე ვუწოდებთ, რადგან მართლაც უსამშობლო ხალხია. ამას ავლენდნენ 9 წლის განმავლობაში – პირდაპირ მტრობენ სახელმწიფოს და ეკლესიას. მთელი კამპანია ჰქონდათ გაჩაღებული როგორც სახელმწიფოს, ისე ეკლესიის წინააღმდეგ. უამრავი რამ დაუშავეს სახელმწიფოს და ეკლესიას, პირდაპირი ფორმით მოგლეჯილი 20%-ის ჩათვლით. ასევე ეკლესიასთან დაკავშირებით რას აკეთებდნენ, გახსოვთ. უსამშობლო ტერმინი კი არაა, მათი შინაარსის გამომხატველია. ტერმინი მეორეხარისხოვანია. ზუსტად ამიტომ „აეკრათ“ ეს ტერმინი, რომ უსამშობლოები და უღმერთოები არიან. რაც არ უნდა შემოატრიალონ ეს ტერმინი, ჩვენ ვერ „აგვეკრობა“, რადგან ვზრუნავთ ამ ქვეყანაზე და გვაქვს პატრიოტული გრძნობები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძის თქმით, ხელისუფლების მკაფიო მიზანია, რომ არაღიარების წარმატებული პოლიტიკა შენარჩუნდეს.

„ჩვენი მიზანი მკაფიოა, რომ შენარჩუნდეს არაღიარების წარმატებული პოლიტიკა და არ მოხდეს პლუს ერთი სახელმწიფოს მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ესაა ჩვენი ამოცანა ამ ეტაპზე. რაც შეეხება რუსეთის მიმართ დამოკიდებულებას, მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს მხოლოდ სიტყვები არაა – ყველა ფორმატში, ყველა ფორუმზე, იქნებოდა ეს გაერო, ეუთო, ჰააგის სასამართლო თუ სხვა, უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ძალიან ხმამაღლა გამოვუცხადეთ მხარდაჭერა და დავგმეთ სამხედრო აგრესია, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ ხორციელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here