Home ახალი ამბები საქართველო ირაკლი კობახიძის პასუხი „მთავარი არხის“ ჟურნალისტის კითხვაზე

ირაკლი კობახიძის პასუხი „მთავარი არხის“ ჟურნალისტის კითხვაზე [ვიდეო]

36

„კაგებეშნიკი“ არის მამათქვენი, ეს შემიძლია, გითხრათ, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტს კითხვაზე, არის თუ არა „კაგებეშნიკის“ შვილი.

ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვა დავით არახამიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ამბობდა, რომ ირაკლი კობახიძის მამა „კაგებეშნიკია“. ჟურნალისტის კითხვა კი ასეთი იყო – „კაგებეს აგენტის შვილი არ ხართ, ბატონო ირაკლი?“, „თავად არ აქვს დადასტურებული მამათქვენს, რომ „კაგებეს“ მიერ იყო დავერბოვკებული?“, „დავერბოვკებული არ იყო რუსული სპეცსამსახურების მიერ მამათქვენი?“.

„როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე დაკარგე, თავი დაკარგე, პოლიტიკა ამად გიღირს? სირცხვილია…. „ნაცმოძრაობის“ გულისთვის სახე დაკარგე. ქალი აღარ ხარ რა… ქალის სახე დაკარგე… რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე… სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც“,- აღნიშნა კობახიძემ კითხვის პასუხად.

https://1tv.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here