Home ახალი ამბები საქართველო ირაკლი კობახიძე – მოხდა იმის აფიშირება, რასაც ამდენი ხანი ვამბობდით, უკრაინის ხელისუფლებისგან...

ირაკლი კობახიძე – მოხდა იმის აფიშირება, რასაც ამდენი ხანი ვამბობდით, უკრაინის ხელისუფლებისგან არის პირდაპირ გამოხატული სურვილი, რომ საქართველი გახდეს მეორე ფრონტი, რაც კიდევ ერთხელ გაიმეორა კასიანოვმა

96

მოხდა იმის აფიშირება, რასაც ამდენი ხანი ვამბობდით. უკრაინის ხელისუფლების მხრიდან არის პირდაპირ გამოხატული სურვილი, რომ საქართველი გახდეს მეორე ფრონტი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებას, სადაც კასიანოვი აღნიშნავს: „რუსეთმა მშვიდობიან უკრაინულ მიწაზე როცა ომი დაიწყო, ჩვენც გვქონდა მოლოდინი, რომ საქართველო უკრაინას უფრო ეფექტურ მხარდაჭერას გაუწევდა, სამწუხაროდ, ეს არ მომხდარა“.

კობახიძის თქმით, საზოგადოებამ უნდა განსაჯოს, რამდენად სწორია უკრაინის ხელისუფლების დამოკიდებულება.

„მოხდა იმის აფიშირება, რასაც ამდენი ხანი ვამბობდით. არის პირდაპირ გამოხატული სურვილი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რომ საქართველი გახდეს მეორე ფრონტი, რაც, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გაიმეორა კასიანოვმა. საზოგადოებამ უნდა განსაჯოს ეს ყველაფერი და რამდენად სწორია ეს დამოკიდებულება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

https://1tv.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here