Home ახალი ამბები საქართველო ირაკლი ღარიბაშვილი – ფილიპ რიკერთან შეხვედრაზე რეგიონული მოვლენების დინამიკა და მშვიდობის, დემოკრატიის,...

ირაკლი ღარიბაშვილი – ფილიპ რიკერთან შეხვედრაზე რეგიონული მოვლენების დინამიკა და მშვიდობის, დემოკრატიის, საერთო განვითარების ხელშეწყობაში აშშ-ის გადამწყვეტი როლი განვიხილეთ

38

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიის მოლაპარაკებების და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარ მრჩეველთ ფილიპ რიკერთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ფილიპ რიკერთან შეხვედრაზე რეგიონული მოვლენების დინამიკა და მშვიდობის, დემოკრატიის, რეგიონული და საერთო განვითარების ხელშეწყობაში აშშ-ის გადამწყვეტი როლი განიხილეს.

„შევხვდი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ ფილიპ რიკერს. განვიხილეთ რეგიონუlი მოვლენების დინამიკა, ევროპასთან საქართველოს ინტეგრაცია, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ამერიკის შეერთებული შტატების გადამწყვეტი როლი მშვიდობის, დემოკრატიის, რეგიონული და საერთო განვითარების ხელშეწყობაში“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

https://1tv.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here