Home ახალი ამბები საქართველო ილია დარჩიაშვილი: ვმასპინძლობთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაწყებულ დიალოგს, თბილისი ყოველთვის იყო...

ილია დარჩიაშვილი: ვმასპინძლობთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაწყებულ დიალოგს, თბილისი ყოველთვის იყო ადგილი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღებოდა

35

თბილისი მასპინძლობს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაწყებულ მნიშვნელოვან დიალოგს. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით შევეცდებით, უზრუნველვყოთ ჩვენი რეგიონის მშვიდობა და უსაფრთხოება. მინდა, ჩემს კოლეგებს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო გამოცხადებული ნდობისთვის, ჩვენი ხელისუფლებისადმი ნდობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგერეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა მისი სომეხი და აზერბაიჯანელი კოლეგების შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული დიალოგი საქართველოში, თბილისში მიმდინარეობს. თბილისი ყოველთვის იყო ადგილი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღებოდა და ეს სწორედ ამის ძალიან მნიშვნელოვანი გაგრძელებაა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ შარშან დაწყებული ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, მისი განსაკუთრებული ძალისხმევით დაწყებული პროცესი დიალოგის ხელშეწყობის ჩვენს ორ მეგობარ ქვეყანას შორის, სომხეთსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის, რომელიც ყველამ კარგად ვიცით, რომ დასრულდა კონკრეტული შედეგებით, ეს პროცესი გაგრძელდა. ყველას კარგად გვახსოვს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამშვიდობო სამეზობლო ინიციატივა, გაჟღერებული გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან, სწორედ ამ პროცესის ძალიან ლოგიკური გაგრძელებაა დღევანდელი დღე“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

imedinews.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here