Home ახალი ამბები საქართველო ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე: საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ამ...

ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე: საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ამ ფორმატში მოწვევის ფაქტი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს

42

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც პრაღაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, აცხადებს, რომ ქართული მხარე, ევროპელი პარტნიორებისთვის, ევროინტეგრაციის თვალსაზრისით, მოლოდინებისა და ხედვების გაზიარებას აპირებს.

„მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ ფორმატში, სამ ქვეყანას ექნება შესაძლებლობა, წარმოაჩინოს საკუთარი ხედვები აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით. იქნება დისკუსია საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ სამი ქვეყნის ამ ფორმატში მოწვევის ფაქტი განსაკუთრებულად უსვამს ხაზს იმას, რომ ევროკავშირისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. უფრო მეტიც, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ქვეყანა – საქართველო, უკრაინა და მოლდოვა არიან ის ქვეყნები, რომლებთან ერთადაც მათ უნდა განიხილონ მათი მომავალი ინტეგრაციის მნიშვნელობა, ინტეგრაციის ტემპი. მოხარულები ვართ, რომ ამ ფორმატში, გვეძლევა შესაძლებლობა, წარმოვაჩინოთ ჩვენი ხედვა, ის სამუშაო, აქტივობები, რომლებიც საქართველომ ამ მიმართულებით უკვე გაატარა. ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ჩვენს მოლოდინებსა და ხედვებს გავუზიარებთ“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის – ჩეხეთის მიწვევით, დღეს და ხვალ, პრაღაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ ე.წ გიმნიხის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ილია დარჩიაშვილი დაესწრება შეხვედრის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას, ასევე მონაწილეობას მიიღებს ასოცირებული ტრიოს ქვეყნების-მოლდოვას, საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here