Home ახალი ამბები მსოფლიო “იგლა” მოსკოვის ოლქში, ტრანზიტით ესტონეთიდან და მეეზოვე ბომბებით

“იგლა” მოსკოვის ოლქში, ტრანზიტით ესტონეთიდან და მეეზოვე ბომბებით

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა უკრაინელი დივერსანტების გეგმები ჩაფუშა

212

12 ოქტომბერს, ყირიმის ხიდზე მოწყობილი ტერორისტული აქტის დეტალებზე ინფორმაციის გავრცელების გარდა, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ დააკავა 2 უკრაინელი დივერსანტი, რომლებიც მოსკოვის ოლქსა და ბრიანსკში ტერაქტების მოწყობას გეგმავდნენ. ამის შესახებ წერს  ukraina.ru.

 ტრანზიტით ესტონეთიდან

შემთხვევებს აერთიანებს არა მხოლოდ საერთო ორგანიზატორი _ უკრაინის სპეცსამსახურები, არამედ რუსეთში დივერსანტების შესვლის ერთნაირი მეთოდი _ ტრანზიტი ესტონეთიდან.

რუსეთის სასაზღვრო ზონაში უკრაინის 55 წლის მოქალაქეს მისთვის ცნობილ ადგილას  დახვდა უკრაინის აგენტურის მიერ წინასწარ მომზადებული სამალავი ასაფეთქებელი მოწყობილობების კომპონენტებით. მან დაქირავებულ ბინაში ააწყო ასაფეთქებელი მოწყობილობა, შემდეგ წავიდა ერთ-ერთი სატრანსპორტო კომპანიის საწყობის დასაზვერად, იქ ბობის დასადებად და ასაფეთქებლად. ტერაქტის მიზანი ბრიანსკის ერთ-ერთი სატრანსპორტო-ლოჯისტიკური ტერმინალის აფეთქება იყო.

  “ამოღებულია დივერსანტის მიერ ტანკსაწინააღმდეგო მართული რაკეტის საფუძველზე დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლის მასა, ტროტილის ეკვივალენტით, 3 კგ შეადგენდა, აგრეთვე, კავშირგაბმულობის საშუალებები უკრაინის უშიშროების სამსახურთან კონტაქტის დასამყარებლად”, _ ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.  რუსმა სამართალდამცველებმა ბოროტმოქმედი ავტობუსის გაჩერებაზე დააკავეს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ორგანიზებული ჯგუფის მიერ “ტერორისტული აქტის მომზადებისა” და “ასაფეთქებელი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონოდ შეძენის, გადაცემის, გაყიდვის <…> მუხლებით”.

იგლამოსკოვის ოლქში და დაკავება ნიჟნი ტაგილში

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა მოსკოვის ოლქში დააკავა Uუკრაინის 53 წლის მოქალაქე, რომელიც ტერაქტის მოწყობაშია ეჭვმიტანილი. მამაკაცი რუსეთში კიევიდან ჩავიდა ესტონეთის გავლით. მას ავტომობილის საბარგულში მოწყობილ სამალავში ჰქონდა გადასატანი სარაკეტო კომპლექს “იგლას” ორი კომპლექსი. ცნობა იმის შესახებ, რა იყო ტერორისტის მიზანი, არ გავრცელებულა. დივერსანტს  გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსით, სავარაუდოდ, თვითმფრინავის დაზიანება ჰქონდა განზრახული. დაკავებული უკრაინის უშიშროების სამსახურის დავალებით მოქმედებდა. მას სარაკეტო კომპლექსები და კურატორებთან კომუნიკაციის საშუალებები უპოვეს. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე „ორგანიზებული ჯგუფის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ნაწილების, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვის, გადაცემის, რეალიზაციის, გადაზიდვის ან ტარების“ მუხლით. ეჭვმიტანილმა მოინანია და გამოძიებასთან თანამშრომლობს.

    12 ოქტომბრის საღამოს ასევე ცნობილი შეიქნა კიდევ ერთი დივერსანტის დაკავების შესახებ ამჯერად სვერდლოვსკის ოლქის ნიჟნი ტაგილში. იქ რუსეთის სპეცსამსახურებმა 59 წლის უკრაინელი დააკავეს. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობით, უკრაინელი დივერსანტი ნიჟნი ტაგილის სამხედრო კომისარიატის აფეთქებას გეგმავდა. ცნობილია, რომ მამაკაცი რუსეთში 2014 წელს გადავიდა საცხოვრებლად, ერთ-ერთ საავადმყოფოში მეეზოვედ მუშაობდა. მის სახლში ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს.

ორგანიზაცია “რუსეთის ოფიცრების” ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელმა, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თადარიგის გენერალ-მაიორმა ალექსანდრე მიხაილოვმა  ukraina.ru-სთვის მიცემულ ინტერვიუში  განაცხადა, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ უკრაინის მხრიდან შემდგომი ტერაქტების რისკი მინიმუმამდე შემცირდეს. ექსპერტის აზრით, უწინარესად, უნდა ამაღლდეს მოქალაქეების საზოგადოებრივი ცნობიერება. ექსპერტი მიიჩნევს,  რომ სპეცსამსახური ძლიერია მხოლოდ მაშინ, როცა ის ადამიანებს ეყრდნობა _ ხალხი ისმენს საუბრებს, ხედავს საეჭვო ადამიანებს.

ლუკა მაისურაძე

https://ukraina.ru/20221012/1039665230.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here