Home ახალი ამბები მსოფლიო იაპონია დიპლომატიური არხებით არკვევს “სახალინ-2”-ის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების ვადებს

იაპონია დიპლომატიური არხებით არკვევს “სახალინ-2”-ის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების ვადებს

100

იაპონია დიპლომატიური არხებით ცდილობს  პროექტსახალინი-2”-ის კონკრეტული ვადებისა და დეტალების გარკვევას. ამ პროექტში წილები აქვთ იაპონურ კომპანიებსMitsuiსა და Mitsubishi, _ განაცხადა 5 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა კოიტი ხაგიუდამ.

“ამჟამად დიპლომატიური არხებით ვითხოვთ განმარტებას პრეზიდენტის განკარგულების შესრულების ვადების, საინვესტიციო პირობებისა და სხვა დეტალების  შესახებ”, _ განაცხადა ხაგიუდამ და დასძინა, რომ იაპონია ძალისხმევას არ დაიშურებს ენერგორესურსების მიწოდების სტაბილურობის დასაცავად.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 1 ივლისს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად “სახალინ-2”-ის ოპერატორი კომპანია “სახალინ ენერჯის” ნაცვლად იქნება რუსეთის მიერ შექმნილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. “სახალინ ენერჯის” ქონება უსასყიდლოდ გადაეცემა რუსეთის ფედერაციას, რომელსაც გადასცემს ახალ ოპერატორს, მასზვე გადაეცემა წინამორბედის ყველა უფლება და მოვალეობა.

სახალინ ენერჯისსაკონტროლო პაკეტი (50% + 1 აქცია) ეკუთვნისგაზპრომს”, “შელისაქვს 27,5%, Mitsuiსა და Mitsubishi შესაბამისად _ 12,5% და 10%.

პროექტის ჩარჩოში გამომუშავებული თხევადი ბუნებრივი აირის დიდი ნაწილი მიეწოდება იაპონიას. რუსული თხევადი ბუნებრივი აირი იაპონიის მოთხოვნის 8%-ს შეადგენს და მისი დიდი ნაწილი მიეწოდება “სახალინ-2”-ის მეშვეობით.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ “შელიმ” უარი თქვა პროექტში მონაწილეობაზე, მის წილს ჩინური კომპანია შეისყიდის.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here