Home ახალი ამბები მსოფლიო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ახალმა რუსულმა სისტემამ HIMARS-ების განადგურება დაიწყო

ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ახალმა რუსულმა სისტემამ HIMARS-ების განადგურება დაიწყო

319

ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რუსულმა უახლესმა სისტემამ არა მხოლოდ უნიკალური შესაძლებლობები წარმოაჩინა ამერიკული შეიარაღების წინააღმდეგ, რომელმაც რუს სამხედროებს საკმაო პრობლემა შეუქმნა, არამედ, ფაქტობრივად, გაანადგურა ისინი.

საინფორმაციო სააგენტო avia.pro-ს ჟურნალისტთა ხელთ არსებული ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ამერიკული HIMARS-ების მიერ წარმატებით განხორციელებული დარტყმების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ეს განპირობებულია ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების, აგრეთვე, შეიარაღების სხვა საშუალებების ეფექტიანი მუშაობით, მაგალითად, რადიოელექტრონული ტალღების ჩამხშობი კომპლექსების.

რუსი სამხედრო ექსპერტის, ალექსეი ლეონკოვის, განცხადებით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მუშაობის დიდი ეფექტიანობის მიზეზი არის ის, რომ რუსეთმა სპეცოპერაციის ზონაში უახლესი შეიარაღება გაგზავნა, რომელმაც, პრაქტიკულად, ნულამდე დაიყვანა ზალპური ცეცხლის ამერიკული სისტემების შესაძლებლობები.

“ჩვენ დიდი მანძილის დაშორებით ვმუშაობთ, მაგრამ ვხედავთ, როგორ ფეთქდება HIMARS-ი. ეს ამერიკელებისთვის სიურპრიზია”, _ განაცხადა ექსპერტმა ალექსეი ლეონკოვმა. რომელ სისტემაზეა ლაპარაკი, ჯერჯერობით უცნობია.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here