Home ახალი ამბები საქართველო გურამ მაჭარაშვილი: ყოველ ჯერზე აშშ-ის საელჩოს განცხადება პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენებაა იმ საკითხების,...

გურამ მაჭარაშვილი: ყოველ ჯერზე აშშ-ის საელჩოს განცხადება პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენებაა იმ საკითხების, რასაც ჩვენ რამდენიმე კვირის განმავლობაში ვაყენებდით

50

ყოველ ჯერზე აშშ-ის საელჩოს განცხადება პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენებაა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ რამდენიმე კვირის განმავლობაში ვაყენებდით, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო განცხადებით საელჩომ პრაქტიკულად შეცვალა 2020 წლის არჩევნების დროს მათ მიერ გაკეთებული განცხადება.

„ამ ბოლო განცხადებით, საელჩომ ერთი მხრივ, რატომღაც შეცვალა 2020 წლის არჩევნების დროს გაკეთებული განცხადება, როდესაც ის თავად ამბობდა, რომ თავისუფალ, კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა არჩევნები და ახლა რატომღაც ამას უარყოფს. ამავდროულად ISFED-ის გამართლებისთვის დასჭირდა და თქვა, რომ შარშან ჩვენ თურმე, ჩვენ მივიღეთ უმნიშვნელოვანესი საარჩევნო რეფორმა და ეს მართლაც ასე იყო. თუ ის ეთანხმება, რომ შარშან ჩვენ უმნიშვნელოვანესი საარჩევნო რეფორმა მივიღეთ, ამას არ ეთანხმება და არ აღიარებს რადიკალური ოპოზიცია და რატომ არ მიუთითებს მაშინ ოპოზიციას, რომ მაგალითად, ხელისუფლებამ უმნიშვნელოვანესი საარჩევნო რეფორმა მიიღო?! როდესაც ელჩი აღიარებს და ამბობს, რომ როდესაც ISFED-მა აღმოაჩინა საარჩევნო დარღვევა, მყისიერად აცნობა სათაო ოფისს, რატომღაც იქ ავიწყდება, რომ საელჩომ და სათაო ოფისმა მყისიერად ეს არ აცნობეს საზოგადოებას და მინიმუმ სამი კვირის განმავლობაში უმალავდნენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა: იმის თქმა, რომ ISFED-მა ხმების დათვლის პროცესი მიზანმიმართულად გააყალბა, რეალობის დამახინჯებაა.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here