Home ახალი ამბები საქართველო გულბაათ რცხილაძე რუსეთში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს

გულბაათ რცხილაძე რუსეთში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს

375
გულბაათ რცხილაძე რუსეთში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს

პატივცემულო თანამემამულეებო, ძვირფასო მეგობრებო!

ჩვენი თანამემამულე გივი ვანიშვილი, რომელიც რუსეთის არმიის რიგებში საერთო საქმისათვის იბრძვის, ამჟამად მოსკოვში იმყოფება და იქედან უკეთებს ორგანიზებას ჰუმანიტარულ ტვირთს, რომელიც საომარი მოქმედებების ზონაში რუსეთში მცხოვრები ქართველებისა და ქართულ-ოსური მეგობრობის სახელით უნდა გაიგზავნოს.

რუსეთში უამრავი ქართველი ღირსეულად ცხოვრობს – ფლობს ამ სახელმწიფოს მოქალაქეობას, ეწევა საქმიანობას თავის სფეროში. რუსეთში თქვენი უმეტესობა უკეთესად ცხოვრობს, ვიდრე ევროპა-ამერიკაში გახიზნული ქართველების უმეტესობა. მაგრამ, მთავარია, რომ თქვენ, რუსეთში წარმოადგენთ თქვენს წილ საქართველოს – ჩემგან არ გესწავლებათ, უბრალოდ, შეგახსენებთ!

მოგიწოდებთ, ვინც მიცნობთ, გვერდში დაუდგეთ გივი ვანიშვილს, ამ კეთილშობილურ საქმეში. კერძოდ, გივი აგროვებს შემდეგი სახის ჰუმანიტარულ ტვირთს: 1) „ОСБ“ ფიცრები – სანგრების გასამაგრებლად; ბ) სამი სახის ბახჩეულს – კარტოფილს, სტაფილოსა და ხახვს.

ფიცრები სჭირდებათ მებრძოლებს, განსაკუთრებით, შემოდგომის დადგომისას, რათა წვიმების შედეგად, სანგრებში მიწა არ ჩამოიშალოს. რუსეთის არმიის ხელმძღვანელობამ საომარი მოქმედებების ზონაში აკრძალა ხეების კაფვა და სანგრებს შეძენილი ხელოვნური ფიცრებით ამაგრებენ.

გივის უკვე აქვს რუსეთში მცხოვრები თავისი ქართველი და ოსი მეგობრების მიერ დამზადებული და შეგროვებული რამდენიმე ასეული ფიცარი, თუმცა ეს ძალზე მცირე რაოდენობაა. საჭიროა დამზადდეს მეტი.

რუსულ ჯარს, მთლიანობაში, კვება არ უჭირს – მებრძოლებს აქვთ საუკეთესო ხარისხის „ტუშონკები“, ძეხვეულობა, თევზის კონსერვები და სხვა პროდუქტები, თუმცა შედარებით ჭირს ხოლმე ახალი ხილ-ბოსტნეული და, განსაკუთრებით, ზემოთ ჩამოთვლილი ბახჩეული – კარტოფილი, სტაფილო, ხახვი. ამ პროდუქტებსაც აგროვებს გივი ვანიშვილი.

გივის მხარში უდგას ოსი ეროვნების ჩვენი თანამემამულე ზაურ ჯიოევი , რომელიც ქარელშია დაბადებული და ახლა ვლადიკავკაზში ცხოვრობს. ამიტომაც, რუსეთის ქართველობის წარმომადგენლები ჰუმანიტარულ აქციას ქართულ-ოსური მეგობრობის სახელით აწყობენ!

ვფიქრობ, არ ჭირდება ზედმეტი ახსნა-განმარტება, თუ რა პოლიტიკური დატვირთვა აქვს ასეთ ერთობლივ ღონისძიებას, გარდა იმისა, რომ კეთილი საქმე კეთდება ჯარისკაცებისთვის.

მოგიწოდებთ, მონაწილეობა მიიღოთ ჰუმანიტარულ აქციაში თქვენი შემოწირულობებით – თქვენ დაეხმარებით გივის დივიზიას, რომელიც კრემენნაიასთან იდგა და ახლა შორს არის წაწეული წინ, ხარკოვის ოლქში. პირველ ჰუმანიტარულ აქციას, რომელიც კრასნოიარსკელმა ღირსეულმა ქართველმა ზურაბ კიკნაველიძემ განახორციელა, დივიზიის ხელმძღვანელობა და რიგითი რუსი ჯარისკაცები დიდი მადლიერებით შეხვდნენ. ნუ დავკმაყოფილდებით ერთჯერადი აქციით, განვაგრძოთ კეთილი საქმის კეთება საქართველოს და ქართულ-ოსური მეგობრობის სახელით!

დაგეგმილი ჰუმანიტარული აქცია პირადად გივი ვანიშვილის მიერ განხორციელდება. მე მგონი, ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ თქვენი შემოწირულობა დანიშნულებისამებრ იქნება გამოყენებული მთელი ასი პროცენტი. შეგიძლიათ, მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს მამაცობის ორდენით დაჯილდოებული ოფიცრის, გივი ვანიშვილის სიტყვას ჩემი მოკრძალებული სიტყვაც დაამატოთ!

გადაღებული იქნება ფოტო-და ვიდეომასალა, როდესაც ტვირთი ჩავა ადგილზე, ეს მასალა გავრცელდება ინტერნეტის საშუალებით.

რა თქმა უნდა, ყველა თქვენგანს, ვისაც სურს, რომ განახორციელოს შემოწირულობა, მაგრამ ინკოგნიტოდ დარჩეს, ასეთი საშუალება აქვს – განახორციელეთ გადმორიცხვა ანონიმურად ან წერილობით მიუთითეთ გზავნილის ადრესატს, რომ თქვენი გვარი არ გასაჯაროვდეს.

თანხის შემოწირვა შეგიძლიათ ანგარიშზე: 40820810001016005763 (ВТБ), Ванишвили Гиви ან მობილური ტელეფონის ნომერზე +79058790109. წერილებისთვის: vanjon72@mail.ru

პატივისცემით და საუკეთესო სურვილებით,

გულბაათ რცხილაძე
-ევრაზიის ინსტიტუტის დამფუძნებელი, პოლიტიკის მეცნიერებათა კანდიდატი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here