Home ახალი ამბები საქართველო გულბაათ რცხილაძე: ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის გაყინვა, შესაძლოა, ნიშნავდეს და ჰგავდეს ქარიშხლის წინ...

გულბაათ რცხილაძე: ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის გაყინვა, შესაძლოა, ნიშნავდეს და ჰგავდეს ქარიშხლის წინ წარმოქმნილ სიჩუმეს… დიდი სიფრთხილე გვმართებს!”

“საქართველომ სწორედ ახლა უნდა აღადგინოს რუსეთთან ურთიერთობები. ჩვენ უნდა შევქმნათ ალტერნატიული ბაზა, ალტერნატიული ზურგი, დასავლეთის აგრესიის შემთხვევაში დაცულები რომ ვიყოთ”

280

Youtubeის ანონიმურმა არხმაკიბერ კმარამრამდენიმე კვირის წინათ გამოაქვეყნა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა, და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგორი კარასინის, საუბრის აუდიოჩანაწერი, რომელშიც ისინი რუსეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობასა და ორმხრივი კონტაქტების შესახებ საუბრობენ.

ჩანაწერიდან ჩანს, რომ კარასინი კმაყოფილია ბოლო პერიოდის ურთიერთობებით საქართველოსთან; სურს, ეს ყველაფერი რეგულარული გახდეს და რუსეთს აქვს გეგმა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ახალი დამაკავშირებელი დერეფანი აშენდეს. ზურაბ აბაშიძე კი მას პასუხობს, რომ ყაზბეგილარსის პარალელური მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს. ჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა ზურაბ აბაშიძემ და განაცხადა, რომსასკანდალოსამაში  ვერაფერს ხედავს.

ზემოაღნიშნული საუბარი გასული წლის ივნისში გაიმართა, მაგრამ ჩანაწერი ამა წლის თებერვალში გამოქვეყნდა. მართალია, აბაშიძესასკანდალოსვერაფერს ხედავს, მაგრამსკანდალიმაინც ატყდა _ დესტრუქციული ძალებისთვის გზის მშენებლობა მიუღებელი აღმოჩნდა.

საქართველო დასავლეთის ყურადღების ცენტრში რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენის გამოც მოხვდა. ამ ინფორმაციამაც ძალიან გააღიზიანა .. დასავლელი პარტნიორები.

რამდენიმე დღის წინათ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟენევის ფორმატიგაყინეს”.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილნი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი მდგომარება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა თავიანთ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, აგრეთვე, ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

ჟენევის ფორმატის გაყინვის გამო რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხების კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი სამხრეთ კავკასიაში არასტაბილურობას აანონსებს. მანტელეგრამარხზედაწერა, რომჟენევის დისკუსიებსდასავლეთი აფერხებს დაშედარებითი სტაბილურობააღარ შედის ვაშინგტონის გეგმებში.

ახალი ღრუბელი ჩამოწვება სამხრეთ კავკასიის თავზე. დასავლელები რუსეთთან კონფრონტაციის აზარტში, ფაქტობრივად, ყინავენჟენევის დისკუსიებისფორმატს, რომელიც საიმედო დამცავი ბადე იყო გამოწვევებისთვის სამხრეთ კავკასიაში. შედარებითი სტაბილურობა, ალბათ, უკვე აღარ შედის ვაშინგტონის გეგმებში. შესაბამისად, ტანჯვა და ღელვა ახლა სამხრეთ კავკასიის რეგიონის ხალხებს მოუწევთ. ეს უნდა გავითვალისწინოთ და მოვემზადოთ”, _ წერს კარასინი. მისივე მტკიცებით, რუსეთთან მშვიდი ურთიერთობის გამო დასავლეთი საქართველოსთვისხელების გადაგრეხვასიწყებს.

რუსეთსა და საქართველოს შორის მიმდინარე პროცესებზეევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე გვესაუბრება:

_ დავიწყოთ რუსეთსა და საქართველოს შორის ახალი დამაკავშირებელი გზების გაყვანით, რომელიც დიდი ხნის წინათ დაიგეგმა და აზიის ბანკს უნდა დაეფინანსებინა.

 აბაშიძე-კარასინის შეხვედრებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო როკის გვირაბიდან და შიდა ქართლიდან ცხინვალის გავლით სტრატეგიული მნიშვნელობის მაგისტრალის აშენების საკითხი; ასევე, რკინიგზა აფხაზეთის გავლით, აღსანიშნავია ისიც, რომ ამ გზებს არ უნდა ჰქონოდა პოლიტიკური დატვირთვა; იქნებოდა გზა, რომლითაც ისარგებლებდა ყველა მხარე, საბაჟოზე დადგებოდა შვეიცარული კომპანია. მოგეხსენებათ, შვეიცარიის ეგიდით მუშაობენ ქართული და რუსული დიპლომატიური უწყებებიც. სწორედ ამ შეთანხმებას მიაღწიეს აბაშიძემ და კარასინმა და, უკვე პრაქტიკაში განხორციელება რომ უნდა დაწყებულიყო, ატყდა ერთი ამბავი. _ ეს გეგმა საქართველოს სუვერენიტეტს ლახავსო, _ აალაპარაკეს აზერბაიჯანული მხარეც; ამბობდნენ, თითქოს სომხეთი გაძლიერდებოდა. აბსურდული განცხადებები მოვისმინეთ. “ქოცნებამაც”, როგორც კი მოისმინა ზემოაღნიშნული აბსურდული არგუმენტები, პროექტი გააჩერა, მოხსნა დღის წესრიგიდან. მე თუ მკითხავთ, კარასინს სწორედ მაშინ უნდა დაენახა “შავი ღრუბელი” ჩვენს თავზე და არა ახლა. ნათელი იყო, რომ ხდებოდა ზემოქმედება ქართულ მხარეზე, რათა არ დაწყებულიყო რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობა.

გზების გახსნას პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ლარსის საბაჟო ვერ აუდის დიდ დატვირთვას. აუცილებელია, განიტვირთოს ის მონაკვეთი, რომელიც განსაკუთრებით ზამთარში დიდთოვლობის გამო პრობლემებს ქმნის. გაკეთდა შემოვლითი გზა, რომელზეც უარს ვერ იტყოდა ქართული მხარე, რადგან ტვირთბრუნვა გაზრდილია. გზა რომ არ გაკეთებულიყო, უარი უნდა გვეთქვა ტვირთბრუნვაზე და დავრჩენილიყავით წაგებული, თანაც ნახევრად მშიერი.

შემოვლითი გზა იქნება ეკოლოგიურად მომგებიანი, გათავისუფლდება არაჩვეულებრივი საკურორტო ზონა, სატვირთო მანქანები შემოვლითი გზებით ივლიან. არ დაზარალდება სოფლები, გაივლის გზები, რაც მოსახლეობისთვისაც ძალიან კარგია. ეს ამბავი დიდი ხნის წინათ იყო, იქამდე, სანამ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი დაიწყებოდა.

რაც შეეხება ჟენევის ფორმატის გაყინვას, მართალია, ეს ფორმატი დასავლეთმა გაყინა, მაგრამ ვფიქრობ, ეს ქართულ მხარესაც აძლევს ხელს, რადგან ჩვენი ხელისუფლება ცდილობს, მოიშოროს რაც შეიძლება მეტი გამაღიზიანებელი ფაქტორები დასავლეთისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ჟენევის ფორმატი ბევრს არაფერს წარმოადგენდა. მონის ფსიქოლოგიაც ეგ არის _ ბატონის საამებლად ყველაფერს იკადრებს.

დასავლეთი აფერხებს ჟენევის ფორმატს. ეს ყველაფერი რუსეთ-საქართველოს შორის გზების გაყვანით დაიწყო. ამას მოჰყვა ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია და დაგვირგვინდა ჟენევის ფორმალური ფორმატის გაყინვით. ეს არ მოხდებოდა, ქართულ მხარეს ჩამოყალიბებული აზრი რომ ჰქონდეს და საჯაროდ საუბრობდეს იმ თემებზე, იმ გეგმებზე, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის. კი ბატონო, დასავლეთისგან წნეხს განიცდის საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ ძალიან ცუდია, რომ ამ წნეხს ვერ უძლებს. ვფიქრობ, საქართველო მალე შეუერთდება დასავლეთის გადაწყვეტილებას რუსეთის სანქცირებაზე სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში. აქამდე მხოლოდ საბანკო სექტორზე ვრცელდებოდა სანქციები, მაგრამ ეს გაიზრდება. სწორედ ამ პროცესის მომსწრენი ვხდებით ახლა.

თუკი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ახლა არ გამოვლენ და არ განაცხადებენ, რომ ის, რაც ხდება, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვაა, რომ ჩვენ გვინდა რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა, მერე ყველაფერი გვიან იქნება. საქართველომ სწორედ ახლა უნდა აღადგინოს რუსეთთან ურთიერთობები. ჩვენ უნდა შევქმნათ ალტერნატიული ბაზა, ალტერნატიული ზურგი იმისათვის, რომ დასავლეთის აგრესიის შემთხვევაში დაცულნი ვიყოთ. აგრესიაში არ ვგულისხმობ სამხედრო ინტერვენციას, ეს შეიძლება იყოს ეკონომიკური საბოტაჟი. აუცილებელია, საქართველოს ჰქონდეს ალტერნატივე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთ დღეში დაგვენგრევა გამყარებული ლარი და ბევრი სხვა რამ… ჩვენ უნდა დავდგეთ რუსების გვერდით; ასევე, ისინიც უნდა ამოგვიდგნენ მხარში, როგორც მეგობრები და საიმედო პარტნიორები.

_ კარასინი ამბობს: “შედარებითი სტაბილურობა უკვე აღარ შედის ვაშინგტონის გეგმებში. შესაბამისად, ტანჯვა და ღელვა ახლა სამხრეთ კავკასიის რეგიონის ხალხებს მოუწევთ. ეს უნდა გავითვალისწინოთ და მოვემზადოთ”. რისთვის უნდა მოემზადოს რუსეთი, ხომ აშკარაა, რომ  ის რუსეთის მზადყოფნაზე საუბრობს?

_ ამ შემთხვევაში კარასინი პროვოკაციებს გულისხმობს. ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის გაყინვა, შესაძლოა, ნიშნავდეს და ჰგავდეს ქარიშხლის წინ წარმოქმნილ სიჩუმეს. ჩვენ მომსწრენი ვართ ყარაბაღის პროვოკაციის. როგორც ჩანს, ახლა სურთ მსგავსი პროვოკაციის მოწყობა აფხაზეთსა და ოსეთში, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება. დიდი სიფრთხილე გვმართებს!

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here