Home ახალი ამბები საქართველო გულბაათ რცხილაძე: დიდი სამამულო ომის ისტორია ყველამ იცის, მაგრამ ქართულ ენაზე არ...

გულბაათ რცხილაძე: დიდი სამამულო ომის ისტორია ყველამ იცის, მაგრამ ქართულ ენაზე არ დაწერილა, რადგან იმხანად ამის საჭიროება არ იყო, რუსული ყველამ იცოდა… ეს წიგნი ამ საუკუნის საქართველოსთვის სიახლეა, ჯერ ამგვარი არაფერი გამოცემულა

583

ევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელმა, “საქართველოს უკვდავი ჯარისდამფუძნებელმა გულბაათ რცხილაძემ ამა წლის 9 დეკემბერს ქართველ საზოგადოებას წარუდგინა ორი არაჩვეულებრივი წიგნი _ “დიდი სამამულო ომიდაიმპერია (ისტორიულფილოსოფიური გააზრება)”.

ბატონი გულბაათი სწორედ ამ წიგნებზე ესაუბრასაქართველო და მსოფლიოს”:   

_ კრებული “იმპერია (ისტორიულ-ფილოსოფიური გააზრება)”, რომელიც გამოჩენილი ქართველი მოაზროვნის, ფილოსოფოსისა და პოლიტოლოგის, 2019 წელს უდროოდ გარდაცვლილ გოჩა გვასალიას ხსოვნას ეძღვნება,შედგება სხვადასხვა ავტორის მიერ  სხვადასხვა პერიოდში დაწერილი თხზულებების და მათი ამონარიდებისგან. მასალები ისეა შერჩეული, რომ მკითხველს ზოგადი  წარმოდგენა შეექმნას ცნება “იმპერიის” შესახებ და იმპერიის ფილოსოფიურ მხარესაც ჩაუფიქრდეს ისტორიული და თანამედროვე იმპერიების გათვალისწინებით.  კრებულში, ძირითადად, წარმოდგენილია პროფესორ გოჩა გვასალიას ნაშრომები, რომლებიც სხვადასხვა დროს დაიწერა, მაგრამ  ავტორმა სიცოცხლის ბოლო წლებში გადახედა და მათი აქტუალობა კიდევ უფრო გააძლიერა…  გოჩა გვასალიას თხზულებებსა და სტატიებში ცნება “იმპერია” სწორედ ასე ფართოდ, ისტორიისა და ფილოსოფიის ჭრილში, მომიჯნავე ცნებებსა და მოვლენებთან ერთად არის განხილული. თანამედროვე გლობალიზმი და რელიგიური მიმდინარეობები, ეროვნული იდენტიფიკაცია და კოლექტიური იდენტიფიკაციის სხვა ფორმები მსოფლიოსა და საქართველოს ისტორიის კონტექსტში _ ეს და სხვა საკითხები, რომლებსაც მახვილი თვალით აკვირდებოდა გოჩა გვასალია, გაანალიზებულია და ცოცხალი, საინტერესო ენით არის გადმოცემული. გარდა გოჩა გვასალიას ნაშრომებისა, საჭიროდ მივიჩნიეთ მე-20 საუკუნის კლასიკოსი მკვლევარების ნაშრომებიდან ამონარიდების ქართულად თარგმნა და გამოქვეყნება.

გარდა ამისა, დავამატეთ საკუთარი ნაშრომებიდან რამდენიმე, რათა თემატური მთლიანობა შეძლებისდაგვარად შეკრულიყო. კრებულში მკითხველი გაეცნობა მასალებს შემდეგ საკითხებზე: იმპერიის თეორია; ბიზანტიის იმპერია; შუა საუკუნეების ევროპული იმპერია; რუსეთის იმპერია; თანამედროვე გლობალისტური იმპერიის შექმნის მცდელობები და ტენდენციები; საქართველო და იმპერია (იმპერიები).

გოჩა გვასალიას შრომების დახარისხებისა და, საზოგადოდ, შენიშვნებისთვის, მადლობას ვუხდი გოჩა გვასალიასა და ჩემს საერთო მეგობრებსა და კოლეგებს _ თორნიკე ქოროღლიშვილსა და გია ბიბილეიშვილს.

გულბაათ რცხილაძემ ვრცლად ისაუბრა წიგნზე დიდი სამამულო ომი”, რომლის ავტორი თვითონ არის: “დიდი და ჯერ არგაგონილი არაფერი გამიკეთებია. დიდი სამამულო ომის შესახებ ისტორია ყველამ იცის, მაგრამ ქართულ ენაზე არ დაწერილა, რადგან იმხანად ამის საჭიროება არ იყო, რუსული ყველამ იცოდა. ეს ისტორია ისწავლებოდა სკოლებში, მაგრამ დღეს, როდესაც რუსული ენის ცოდნა ჭირს, როდესაც სკოლებში არ ისწავლება დიდი სამამულო ომის ზუსტი ისტორია, გადავწყვიტე, წიგნად გამომეცა ცნობარი, რომელიც 1941-1945 წლების ისტორიას მოიცავს. ეს წიგნი ამ საუკუნის საქართველოსთვის სიახლეა, ჯერ ამგვარი არაფერი გამოცემულა,” _ განაცხადა დამსწრე საზოგადოების წინაშე გულბაათ რცხილაძემ.

წიგნში შეტანილია ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიც არის: “ტერმინი _ დიდი სამამულო ომი”, “მზადება ფაშისტური გერმანიის აგრესიისთვის”, “ევაკუაცია და ფრონტის უზრუნველყოფა ზურგიდან”, “დიდი სამამულო ომის ეტაპები და მსვლელობა”, “ანტიჰიტლერული კოალიციის დიპლომატია დიდი სამამულო ომის პერიოდში”, “პარტიზანული მოძრაობის შესახებდა სხვ., მაგრამ წიგნში ქართველი ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია ის თავი, რომელშიც აღწერილია ქართული დივიზიების მოქმედება დიდი სამამულო ომში; ასევე მნიშვნელოვანია ჩამონათვალი ქართველი გმირებისა, რომლებიც დიდ სამამულო ომში დაიღუპნენ. წიგნში ამ თემას ცალკე თავი ეძღვნება სათაურით: “ქართველი ადამიანების მიერ გამოვლენილი გმირობის შესახებ” და იქვე ჩამოთვლილია ყველა ქართველი გმირის სახელი და გვარი…

წიგნ “დიდი სამამულო ომის” რედაქტორი, პროფესორი მამუკა კარტოზია შესავალში წერს: “პროფესორ გულბაათ რცხილაძის ნაშრომი “დიდი სამამულო ომი” გვევლინება ისტორიულ მეხსიერებასთან კოლაბორაციაში.

დიდი სამამულო ომისა და მთელი მისი ისტორიულ-შემეცნებითი პერიპეტიების აღწერა-გადმოცემა თანამედროვე სოციალური და, გნებავთ, პოლიტიკური ანტურაჟის გათვალისწინებით, წარმოადგენს მეცნიერული გმირობის ტოლფას მოქმედებას… ავტორის სასარგებლოდ უნდა ითქვას ისიც, რომ მისი, როგორც მკვლევარის, კეთილსინდისიერება, პატიოსნება, ობიექტურობა, ისტორიული მეხსიერების რეანიმაცია უნისონშია მისი აზროვნების ლოგიკასა და მეცნიერულ ტემპერამენტთან”.

ჩვენ ისღა დაგვრჩენია, წარმატებები ვუსურვოთ წიგნის ავტორს, ასევე ვუსურვოთ, რაც შეიძლება მეტი მკითხველის ხელში მოხვდეს მართლაც უნიკალური გამოცემები, რომლებიც ესოდენ საჭიროა ჩვენი მომავალი თაობებისთვის.

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here