Home ახალი ამბები მსოფლიო გრძელდება პეკინის შეტევა დოლარზე

გრძელდება პეკინის შეტევა დოლარზე

92

ჩინეთმა და ბრაზილიამ უარი თქვეს  თავიანთ ქვეყნებს შორის დოლარი ვაჭრობაზე და მიაღწიეს შეთანხმებას საკუთარი  ვალუტით ვაჭრობის შესახებ.  ტელეგრამ -არხი „Мир в Моменте“ წერს, რომ გრძელდება პეკინის შეტევა ყოვლისშემძლე დოლარის წინააღმდეგ

ბოლო 2 კვირის განმავლობაში:

1. საუდის არაბეთი ნავთობის გასაყიდად ჩინური იუანის გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს;

2. ჩინეთმა და საფრანგეთმა დაასრულეს თხევად ბუნებრივ აირზე პირველი ვაჭრობა იუანების გამოყენებით;

3. რუსეთი განიხილავს სარეზერვო ვალუტად ჩინური იუანის გამოყენების შესაძლებლობას;

4. საუდის არაბეთი თანამშრომლობს ჩინეთთან 83,7 მლრდ იუანის  (12,2 მლრდ დოლარი) ღირებულების ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენებაში;

5. ჩინეთი და ბრაზილია შეთანხმდნენ  ტრანსსასაზღვრო ტრანზაქციებში ჩინური იუანის გამოყენებაზე.

მსოფლიო რეზერვებში  აშშ დოლარის წილი 72%-დან (1999  წ)  59%-მდე შემცირდა.

მცირდება  თუ არა აშშ დოლარის დომინირება?

მოამზადა ლუკა მაისურაძემ  

https://tgstat.ru/channel/@MIrvMomente/22980

                                                                                                      

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here