Home ახალი ამბები მსოფლიო გფბ-ს დოკუმენტები ადასტურებს, რომ „დიდი ბიჭი” (BIG GUY) არის ჯო ბაიდენი

გფბ-ს დოკუმენტები ადასტურებს, რომ „დიდი ბიჭი” (BIG GUY) არის ჯო ბაიდენი

486
გფბ-ს დოკუმენტები ადასტურებს, რომ „დიდი ბიჭი

„BIG GUY”- ასე აღნიშნავდა თავის მიმოწერაში ჰანტერ ბაიდენი პირს, რომელსაც ატკატების” 10- 25 პროცენტს უხდიდნენ და ასევე გადაუხადეს 5 მლნ დოლარი კომპანია Burisma-მხარდაჭერისთვის, – იუწყება ტელეგრამ-არხი ДРОБНИЦКИЙ”.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საზედამხედველო კომიტეტის რესპუბლიკელმა წევრებმა გასულ კვირაში შეისწავლეს გფბ (გამოძიების ფედერალური ბიურო)-ს ინფორმატორის დოსიე და მივიდნენ დასკვნამდე: გფბ-ს ინფორმატორის დოსიეში მითითებულია, რომ უკრაინელი ოლიგარქი ნიკოლოზ ზლოჩევსკი – უკრაინული ენერგეტიკული კომპანია Burisma-ს მფლობელი, ჯო ბაიდენს „დიდ ბიჭს” უწოდებდა.

Burisma-ს მფლობელის მიერ ჯო ბაიდენის „დიდ ბიჭად” მოხსენიება უკავშირდებოდა 5 მლნ დოლარის სავარაუდო გადახდას, რომელიც ჯო ბაიდენმა მიიღო მას შემდეგ, რაც დაემუქრა უკრაინას, რომ დახმარებას შეუჩერებდა, სანამ პროკურორს, რომელიც იძიებდა უკრაინული ენერგეტიკულ კომპანია Burisma Holdings-ის საქმეს, სამსახურიდან არ დაითხოვდნენ.

2015 წელს Burisma ეჭვმიტანილი იყო ფულის გათეთრებასა და კორუფციაში, რომელიც ეხებოდა სახელმწიფო სექტორს. პროკურორი ვიქტორ შოკინი იძიებდა საქმეს მანამ, სანამ სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ იმჟამინდელი ვიცეპრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, ზემოქმედების გამო, რომელიც დაემუქრა უკრაინას, რომ აშშ შეუწყვეტდა უკრაინას 1 მლრდ დოლარის დახმარებას, თუ უკრაინის მთავრობა არ დაითხოვდა პროკურორს, რომელიც კომპანია Burisma-ს საქმეს იძიებდა.

მოამზადა ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here