Home ახალი ამბები საქართველო „გოლოდომორი“ _ სიტყვა, რომელიც უკრაინის თავზე დამოკლეს მახვილივით კიდია

„გოლოდომორი“ _ სიტყვა, რომელიც უკრაინის თავზე დამოკლეს მახვილივით კიდია

48-მილიონიანი ქვეყანა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა

424

ევროპა და ამერიკა პირობას დებენ, რომ უკრაინას იარაღს არ მოაკლებენ. ეს ერთადერთ რამეს ნიშნავს _ დასავლეთი რუსეთთან ომს ბოლო უკრაინელამდე აპირებს

უკრაინასა და რუსეთს შორის დაწყებული სამხედრო დაპირისპირების პირველ დღეებში ევროპა და ამერიკა დაირაზმნენ და უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთები გაგზავნეს. ევროპული ქვეყნები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მეტ ტვირთს გაგზავნიდა, ამ მარათონში საქართველოც კი ჩართეს და ისე გამოვიდა, ყველაზე მეტი სწორედ საქართველოდან მიიღო უკრაინამ. რომ არ დაგვიფასეს, ეგ ცალკე თემაა. მერე და მერე, ჰუმანიტარული ტვირთები იარაღმა ჩაანაცვლა, ახლა კი

ახლა ჰუმანიტარულ ტვირთს აღარავინ ახსენებს და ყველა ქვეყანა მხოლოდ იარაღზე საუბრობს. ჰო, უკრაინას აწვდიან უდიდესი რაოდენობით იარაღს და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებს არც ის დაუმალავთ, იარაღთან ერთად, უკრაინაში სპეციალისტებსაც რომ აგზავნიან, რათა უკრაინელ ჯარისკაცებს იარაღის გამოყენება ასწავლონ. ეს ერთადერთ რამეს ნიშნავს _ ამერიკა ამ ომში თავის ახალ იარაღს ცდის, სწავლობს პლუს-მინუსებს და შემდეგ ხარვეზებს გამოასწორებს. ჰო, უკრაინარუსეთის ომი შტატებს სწორედ საცდელ პოლიგონად სჭირდება და მერე რა, რომ იქ ყველაფერი რეალურად ხდება და არა ისე, როგორც ამერიკულბოევიკებში”. იქ ხალხი ნამდვილად იხოცება, ქალაქები ინგრევა, ნადგურდება და მიწასთან სწორდება ინფრასტრუქტურა; სამაგიეროდ, დოლარი მყარდება და აგერ, ამერიკული ვალუტა ევროს გაუთანაბრდა, რაც ისტორიაში პირველად მოხდა და ბებერი კონტინენტის კუპიურის სიმყარე სწორედ აღნიშნულმა სამხედრო დაპირისპირებამ შეასუსტა.

ჰო, უკრაინის კონტექსტში აღარავინ ახსენებს პროდუქტს, ჰიგიენის საშუალებებს, ფულად გზავნილებს… ახლახან კი ევროკავშირმა უკრაინის დეფოლტის შიშით მილიარდნახევრიანი სესხი დაუბლოკა… ანუ, ქვეყანა, რომელსაც რამდენიმე ათეულმილიარდიანი ბიუჯეტი ჰქონდა, ისეთ დღეშია, რომ მილიარდნახევრიან კრედიტსაც აღარ აძლევენ. სამაგიეროდ, უკრაინაში ყოველდღიურად უამრავი იარაღი შედის. ევროპა და ამერიკა პირობას დებენ, რომ უკრაინას იარაღს არ მოაკლებენ. ეს ერთადერთ რამეს ნიშნავს _ დასავლეთი რუსეთთან ომს (და ეს სწორედ დასავლეთისა და რუსეთის ომია) ბოლო უკრაინელ ჯარისკაცამდე აპირებს. რეალურად არავინ იცის, რამდენი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა ამ ომში, რადგან არც ერთი სააგენტო ამის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს, რათა უკრაინელ ჯარისკაცებში სულისკვეთება არ ჩაქრეს და ხელი არ ჩაიქნიონ. ეს კი გვაფიქრებინებს, რომ დაღუპულთა რაოდენობა ძალიან დიდია. მსხვერპლი მცირე რომ იყოს, აუცილებლად იტყოდნენ, _ მცირე დანაკარგები გვაქვსო, მაგრამ… დასავლეთი უკრაინას იმითაც აგულიანებს, _ დანგრეულ ქალაქებზე არ იდარდოთ, ჩვენ აღვადგენთო. ევროპულმა ქვეყნებმა აღსადგენი ქალაქები დაინაწილეს კიდეც, მაგრამ…

ექსპერტებმა საერთაშორისო დონეზე რამდენიმეჯერ ახსენეს, რომ უკრაინა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას, მაგრამ ეს განცხადებები მალევე გაქრა. როგორც უნდა გააჭიანუროს დრო დასავლეთმა, ვერც შემოდგომას გაექცევა და ვერც უმკაცრეს ზამთარს, ანუ პერიოდს, რომელსაც ევროპის უდიდესი ქვეყნებიც კი შიშით ელიან და იქაურ მოსახლეობას ეჭვი აქვს, რომ ძალიან გაუჭირდება. სამაგიეროდ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ახსენა სიტყვა, რომელიც უკრაინის თავზე დამოკლეს მახვილივით კიდია _ „გოლოდომორი“. სწორედ ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა 40-მილიონიანი ქვეყანა. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, სხვა ქვეყნების დასანახად დასავლეთი აუცილებლად შეეცდება, უკრაინაში ისეთი შიმშილი დაიწყოს, ადამიანები ქუჩებში იხოცებოდნენ, რათა შემდეგ თითი რუსეთისკენ გაიშვიროს. თანაც იმას კი არ იტყვიან, რომ ეს ყველაფერი თავად წამოიწყეს, რომ უკრაინა წააქეზეს და თვითონ აშიმშილებენ, არამედ ყველაფერს რუსეთს დააბრალებენ. აღარავინ მალავს იმას, რომ უკრაინის ჯარს აქვს ევროპული და ამერიკული იარაღი, მაგრამ უდგას საკვების პრობლემა. ჰო, ჯარისკაცებს შიათ და ესეც ერთ-ერთი ტაქტიკური ჩანაფიქრია _ მშიერი ჯარისკაცები უფრო გაშმაგებით იბრძოლებენ საკვების მოსაპოვებლად. ისე, თუ გახსოვთ, შეიარაღებული დაპირისპირებიდან ერთ კვირაში დასავლურმა მედიამ სიხარულით ამცნო მსოფლიოს, რუსეთის ჯარს ლოჯისტიკის პრობლემა შეექმნა და საკვები გაუთავდაო, ძველმა რუსულმა ტანკებმა დიდ მანძილზე ვერ იარესო… ბოლოს კი ისე გამოვიდა, რომ საკვებიც რუსებს საკმარისი აღმოჩნდათ და ძველმა ტანკებმა უკრაინის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი დაიკავა.

მიმდინარე მოვლენების ფონზე უკრაინას საკუთარი აღარაფერი შერჩა და ახლა მთლიანად ევროპისა და ამერიკის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. მოშლილი ინფრასტრუქტურის პირობებში, ზამთარში ბუნებრივი აირის მიწოდება ფიზიკურად ვერ მოხერხდება, რაც სიცივეში ყოფნას ნიშნავს, საკვები კი… მსოფლიო ბაზარზე სასურსათო დეფიციტის პირობებში, საეჭვოა, რომელიმე დიდმა ქვეყანამ საკუთარ მოსახლეობას მოაკლოს და უკრაინელების დასახმარებლად თვითონ გაიჭირვოს, ანუ უკრაინელები დარჩნენ მწარე რეალობის პირისპირ _ ზუსტად ისე, როგორც არაერთი ექსპერტი ვარაუდობდა, მაგრამ, როგორც კი ამის შესახებ ხმამაღლა იტყოდნენ, მათი განცხადებები იბლოკებოდა, სოციალური სივრციდან ქრებოდა და უკრაინელებს მართლა ეგონათ, რომ მთელი მსოფლიო მათ გვერდით იდგა. ახლა მათ გვერდით ევროპა და ამერიკა ზუსტად იმ დოზით დგანან, რამდენიც თვითონ სჭირდებათ და საერთოდ არ აინტერესებთ, ყოველდღიურად ასი უკრაინელი ჯარისკაცი კვდება თუ ორასი. მათთვის ეს უკვე სტატისტიკაა, ისეთი სტატისტიკა, როგორიც ამერიკის მიერ წარმოებული ომების დროს იყო, როცა ომმა ყველაფერი ჩამოწერა.

სხვათა შორის, თურქეთთან მოლაპარაკების შემდეგ, რომელიც უკრაინიდან მარცვლეულის უსაფრთხო გატანას ითვალისწინებს, ოდესის პორტში სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, რომელიც დასავლეთმა მაშინვე რუსეთს დააბრალა. რუსულმა მხარემ უარყო: სარაკეტო თავდასხმასთან არანაირი კავშირი არ მაქვსო, და იმის მიუხედავად, რომ ევროპა და ამერიკა ერთ ხმაში გაჰყვირიან, დაბომბვა რუსეთმა განახორციელაო, თურქულმა მხარემ, რომელიც ამ შეთანხმების გარანტორია, მოკვლევა დაიწყო დარუსეთისკენ ხელი არ გაუშვერია.

სერიოზული ეჭვი არსებობს, რომ პირველი საკითხი, რომელშიც მონაწილეობა რუსეთმა და უკრაინამ ერთობლივად მიიღეს, დასავლეთს არ მოეწონა და მისი ჩაშლა სწორედ ამ პროვოკაციული ქმედებით სცადა. ეს ყველაფერი ძალიან გვაგონებს იმას, რომ დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებას არ აძლევს შესაძლებლობას, რუსეთთან პირისპირ, შუამავლების გარეშე დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან.

გარედან ისე ჩანს, რომ გეგმა უკრაინა უკრაინელების გარეშე, გადამწყვეტ ფაზაშია და, თუ უკრაინის ხელისუფლება გონს არ მოეგება, შესაძლოა, მისთვის ზამთარში ყველაფერი დასრულდეს. ანალოგიური გეგმა არსებობდა საქართველოს მიმართაც და, ჩვენი ქვეყანა ომში რომ ჩაბმულიყო, ზამთრამდე, ალბათ, ვერც მივაღწევდით.

ადრეც არაერთხელ დაგვიწერია, რომ საქართველოს ტერიტორია საუკეთესო პოლიგონი იქნებოდა დასავლეთისთვის რუსეთთან საომრად. ჰო, პოლიგონი და არა ხალხით დასახლებული სოფლები, ქალაქები. ზუსტად ასეთი პოლიგონი გახდა უკრაინა და ყოველდღიურად ამ პოლიგონის მასშტაბები იმატებს. დასავლეთმა იმასაც წარმატებით გაართვა თავი, რომ შეიარაღებული დაპირისპირება გრძელვადიან ფაზაში გადაიყვანა და თანაც ისეთ ფაზაში, როცა უნდა, ამ ყველაფერს მაშინ დაასრულებს. როგორ? იარაღს არ მისცემს უკრაინას და ისინი ბრძოლას ვეღარ შეძლებენ. მახემ, რომელიც ძალიან ოსტატურად დააგო დასავლეთმა, გადასარევად იმუშავა და უკრაინა მასში თავიდან ფეხებამდე გაება. როგორ გგონიათ, დასავლეთს რომ დასჭირდეს, შერცხვება უკრაინის დატოვება იარაღის გარეშე, ისე, როგორც აშშმა დატოვა ავღანეთი? არ შერცხვება და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ეს გეგმაც განხილულმოწონებული იქნება იქაურ კულუარებში და საჭირო დროს ამოქმედდება კიდეც.

უკრაინაში ყველაფერი დღეს რომ დასრულდეს, ქვეყანა შოკიდან ათეული წლების განმავლობაში ვერ გამოვა. აღებული ვალების გადახდას ეხუმრებით? ამას დაუმატეთ ისიც, რომ უკრაინა უკვე აღარ აწარმოებს არაფერს და, საექსპორტოდ კი არა, თავის სამყოფად რომ დაიწყონ რამის წარმოება, წლები დასჭირდება. ჰოდა, დასავლეთი ათწლეულების განმავლობაში ჩაიბამს უკრაინას და ისეთ პოლიტიკურ ნაღმებს დატოვებს, პირველი შესაძლებლობისთანავე რომ აამოქმედებს და ახალ კონფლიქტს წამოიწყებს. სწორედ ასე წაიღეს ევროპამ და ამერიკამ ბებერი კონტინენტის ყველაზე დიდი სახელმწიფო სათავისოდ და ხელიდან აღარ გაუშვებენ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრით ზარალი რუსეთის ეკონომიკასაც მიადგება და ამით მხოლოდ ამერიკა იხეირებს, რადგან ევროპელები მიხვდნენ, რომ რუსეთის დასუსტებამ ყველაზე ცუდად სწორედ მათზე იმოქმედა, მაგრამ, უკრაინის არ იყოს, წაგებული თამაშიდან ისე ვერ გადიან, რომ სახეც შეინარჩუნონ და სახელიც.

„გოლოდომორი“ ვახსენეთ და, როგორც ამბობენ, ეს ყველაფერი ხელოვნურად იყო მოწყობილი. ხელოვნურად მოწყობილს ჰგავს ისიც, რაც ახლა ხდება, და რაც დრო გადის, უკრაინიდან სულ უფრო მეტი ადამიანი გარბის, იმიტომ, რომ ისინი ხვდებიან, ზამთარში გადარჩენა გაუჭირდებათ. ჰოდა, თუ აქამდე დიდი ევროპული სახელმწიფოები უკრაინელ დევნილებს ხელგაშლილი ხვდებოდნენ, ახლა პირდაპირ ეუბნებიან, რომ ადგილი აღარ აქვთ და მათ სხვა თავშესაფარი უნდა ეძებონ. სწორედ ასეთი პასუხი მიიღო ათასობით უკრაინელმა ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში… სამაგიეროდ, ევროპა კანდიდატის სტატუსმიღებულ მოდლოვას „აწვება“, სტატუსი ხომ მოგეცი და უკრაინელები შეიფარეო.

ცნობისთვის: მოლდოვის მოსახლეობა 3.5 მლნ ადამიანია, ევროპა კი 2 მლნ უკრაინელის შეფარებას სთხოვს.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here