Home ახალი ამბები საქართველო გიგო რიონელი: თქვენ ცივსისხლიანი  ზვიგენები ხართ!

გიგო რიონელი: თქვენ ცივსისხლიანი  ზვიგენები ხართ!

“ზვიგენის მიერ ადამიანის შეჭმის გამო გახარებულნი, დარწმუნებული ვარ, თვითონაც ისურვებდნენ ზვიგენობას. ასე რომ, ლევან ბერძენიშვილმა და მისთანებმა იციან, ვის წაუკითხონ ლექცია კანიბალიზმზე”

507
გიორგი გახოკიძე

რამდენიმე დღის წინათ ეგვიპტის კურორტ ჰურგადაში წყალში ბანაობისას 23 წლის რუსი ახალგაზრდა კაცი მამის თვალწინ ზვიგენმა შეჭამა. ამბავი, რომელიც ამ შემზარავ ფაქტს მოჰყვა ქართულ სოციალურ ქსელებში, ნებისმიერი საღად მოაზროვნე ქართველისთვის უფრო შემზარავია, ვიდრე იმ საწყალი ახალგაზრდა კაცის ტრაგიკული სიკვდილი.

რუსების ეს ოჯახი ეგვიპტეში ყოფილა გადასული საცხოვრებლად. ოჯახის უფროსი რუსული არმიის წევრი ვერ იქნებოდა, არ უბრძოლია უკრაინელების წინააღმდეგ და საეჭვოა, საქართველოს წინააღმდეგაც ყოფილიყო ომში ჩაბმული

23 წლის ახალგაზრდის სიკვიდილით რატომ გაიხარა ქართველთა ნაწილმა, ასე რამ გააბოროტა ისინი? საბედნიეროდ, გაბოროტებულ, გავეშებულ ქართველთა რაოდენობა ცოტაა, მაგრამ მაინც რატომ? რისთვის? _ სწორედ ამ შეკითხვებს გასცა პასუხი სოციალურ ქსელში პროზაიკოსმა გიგო რიონელმა (გიორგი გახოკიძე):

_ ფაშიზმი ჩანასახშივე რომ გულისხმობდა ხალხთა სიძულვილს, ეს მე-20 საუკუნეში გამოვლინდა და კაცობრიობამ მას განაჩენიც გამოუტანა, მაგრამ ვინ იფიქრებდა, რომ 21-ე საუკუნეში სახეცვლილი დაბრუნდებოდა და თავს ლიბერალიზმის სახელით დაიმკვიდრებდა. ისეთი სიძულვილი და მასობრივი ისტერიკა ავადსახსენებელი ფაშიზმის პერიოდშიც კი არ ყოფილა, როგორიც დღეს მსოფლიოს გარკვეული სახელმწიფოების ხალხებს ვირუსივით მოედო.

ზვიგენის მიერ ადამიანის შეჭმით გახარებულნი, დარწმუნებული ვარ, თვითონაც მოისურვებდნენ ზვიგენობას. ასე რომ, ლევან ბერძენიშვლმა და მისთანებმა იციან, ვის წაუკითხონ ლექცია კანიბალიზმზე, ასევე, იციან ისიც, რატომ მაინცდამაინც ახლა, ყოფიერების ამ ჟამს. ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში მათ შექმნეს, გამოიყვანეს და დააპატენტეს კიდეც ახალი თაობის უსულო არსებანი, რომელთა ფსიქიკა პარტიის მიერ მართულ ნომენკლატურად გვევლინება. უფასდებათ შრომა და უძილო, სატანისთვის რიტუალებად აღვლენილი ღამეები.

ასეთი ახალგაზრდა ღორის კოლტის უდედოდ გაზრდილი წევრია, რომლის როლი ჯამის ამობრუნებაა, ანუ ირგვლივ ყველაფრის წაბილწვა და ყველას გადაგვარება.

გალაშქრება ყველა დონეზე აუცილებელია, მიუხედავად იმისა, რომ აუცილებლად მოინათლებით მტრად, რომელიც ცდილობს, მათ წაართვას ყველაზე ღირებული _ ადამიანი.

ნეოლიბერალებო, თქვენ ის ბიომასა ხართ, რომლის არსებობა 21-ე საუკუნეში დიდი საკაცობრიო ტრაგედია იქნება!

საშინელმა კადრმა თქვენში სწორედ ის ემოციები, სახასიათო “მაჩვენებლები” გამოავლინა, რომლებსაც წლების განმავლობაში გინერგავდნენ, გონებაში გიდებდნენ. სახეახეულები ზომბებს დაემსგავსეთ. თქვენში ყველაფერი ადამიანური ჩაკლეს და  მეცოდებით, რადგან წარბშეუხრელად, ხელის აუკანკალებლად გაწირავთ დედას, მამას, ძმას, დას _ ყველას, ვინც საწინააღმდეგო აზრზე იქნება.

დიახ, თქვენ შეგფუთეს, ლამაზ ბაფთიან ყუთში ჩაგსვეს და პანდორას ეს ყუთი თქვენთვის საუკეთესო სახლად იქცა. ხართ მასა, რომლის მისწრაფებების ვექტორი მრუდე წრეწირია და ის ხავსივით ედება ახალგაზრდების ნორჩ გონებას. თქვენ ხართ სასწრაფოდ ამოსაძირკვი ფესვი, რომელიც სხვა ხეებს აავადებს, ხართ საშინელი არსებები, რომლებსაც სარკე ჩახედვისას ვერ გიძლებთ და ტყდება უსულო ანარეკლის გამო.

თქვენთვის უცხოა ყველაფერი ადამიანური და, ცხოველური ინსტიქტებით მართულები, თითებზე წამოცმული თოკების ტყვეობაში, გეენიის ცეცხლში კომფორტულად გრძნობთ თავს!

ტრაგედია აქციეთ დღესასწაულად.

არავის გაგიკვირდეთ, ეს დღე ბოროტებაზე გამარჯვების დღედ რომ გამოაცხადონ.

თქვენ, ყველა, ცივსისხლიანი ზვიგენები ხართ! უფალო, რა გახდა ერთი მეტეორი?!

ცხოვრება იქცა მატერიად, რომელიც უსულო გადაგვარებულთა სამყოფელია.

მადლობა უფალს, რომ ამ ჰეგემონიური უღმერთობის ჟამს ჯერ კიდევ გვაქვს ნავსაყუდელი სულისა!

ნეოლიბერალთა და ნაცფაშისტთა სავანებელი ადგილი კი განსაზღვრულია.

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here