Home ახალი ამბები საქართველო გია ვოლსკი სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებაზე – ელჩზე პერსონალური თავდასხმები მე მახსოვს...

გია ვოლსკი სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებაზე – ელჩზე პერსონალური თავდასხმები მე მახსოვს კონკრეტული პოლიტიკური ლიდერებისგან, პირადად ნიკა გვარამიას მხრიდან

89

პერსონალური თავდასხმები მე მახსოვს კონკრეტული პოლიტიკური ლიდერებისგან, პირადად ნიკა გვარამიას მხრიდან, – ასე ეხმიანება აშშ- ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებას პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი.

ვოლსკი აღნიშნავს, რომ ელჩთან „გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვაობა” არ შეიძლება თავდასხმად განვიხილოთ”.

„ნიკა გვარამია კელი დეგნანის სახელმწიფოდან გაძევებას მოითხოვდა. როცა გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, მათ შორის, შენი სტრატეგიული მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელთან, ეს არანაირად არ შეიძლება განვიხილოთ როგორც პიროვნული თავდასხმა, უფრო სიღრმისეული ანალიზი მართებს იმ არგუმენტებს, რითაც ჩვენ შეიძლება საპირისპირო მოსაზრება გაგვაჩნდეს იმისგან, რასაც აცხადებს ქალბატონი ელჩი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, აშშ- ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ბონი ჯენკინსმა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება, განაცხადა, რომ “უაღრესად შემაშფოთებელი იყო ის პირადი თავდასხმები, რაც ელჩ დეგნანსა და საელჩოზე ვიხილეთ”.

მისი განმარტებით, ეს თავდასხმები არის ნაწილი დეზინფორმაციის უფრო დიდი სქემისა, რომელიც მიმართულია სიმართლის დაფარვისა და დამალვისკენ, ევროპაში შექმნილი კრიზისის ირგვლივ, რომელიც ერთმა ადამიანმა შექმნა.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here