Home ახალი ამბები მსოფლიო ღამით, ბრიტანული და რუმინული სამხედრო ტექნიკის კოლონებმა მოლდოვას საზღვარი გადაკვეთეს

ღამით, ბრიტანული და რუმინული სამხედრო ტექნიკის კოლონებმა მოლდოვას საზღვარი გადაკვეთეს

93
ღამით, ბრიტანული და რუმინული სამხედრო ტექნიკის კოლონებმა მოლდოვას საზღვარი გადაკვეთეს

ბრიტანული და რუმინული სამხედრო ტექნიკა მოლდოვას ტერიტორიაზე შევიდა.

ვიდეო კადრები მოლდოვასა და რუმინეთის საზღვართან წუხელ გადაიღეს. მათზე აღბეჭდილია სამხედრო სატვირთო მანქანები, რომლებითაც გაურკვეველი ხასიათის ტვირთი გადაჰქონდათ. აღნიშნავენ, რომ რუმინულ ტექნიკასთან ერთად, მოლდოვას ტერიტორიაზე, ბრიტანული სამხედრო სატვირთო მანქანები და სამხედრო ტექნიკაც შევიდა.

მოლდოვას საზღვარზე გადატანილ სამხედრო ტექნიკას შორის საბრძოლო ტექნიკა არ შეინიშნებოდა, თუმცა შეიძლება ვისაუბროთ იარაღისა და ტექნიკის გადაცემაზე, რომელიც შესაძლოა მიეწოდებოდეს როგორც მოლდოვას, ასევე უკრაინას, მით უმეტეს, რომ მსგავს სატვირთო მანქანებზე უკვე ნახეს გასაგზავნად განკუთვნილი ჯავშანტექნიკა და საბრძოლო მასალა.

ამ დროისთვის მოლდოვას ოფიციალური განცხადებები ამასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია. თუმცა, ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოლდოვა, რუმინეთი და დიდი ბრიტანეთი სამხედრო წვრთნების ჩატარებას აპირებენ, თუმცა მათში სამხედრო ტექნიკის გამოყენება არ იყო გამოცხადებული.

ადრე მოლდოვა უკვე გამოიჭირეს უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკის გადაზიდვაში. ამრიგად, არაა გამორიცხული იმის ალბათობა, რომ ნატო-ს ქვეყნები, წვრთნების საფარქვეშ, იარაღს და საბრძოლო მასალას აწვდიან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here