Home ახალი ამბები მსოფლიო გერმანიის თავდაცვის მინისტრი ევროკავშირის გაერთიანებული

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ევროკავშირის გაერთიანებული

685
ურსულა ფონ დერ ლაიენი

არმიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის გაერთიანებული არმიის აუცილებლობას განმარტავს. მისი აზრით, აღნიშნული არმიის არსებობა აუცილებელია ევროპული ინტერესების დასაცავად კრიზისების წარმოქმნის შემთხვევაში, რადგან ის აამაღლებს ევროპის შესაძლებლობებს სამხედრო ოპერაციებში შესაძლო მონაწილეობის შემთხვევაში.

“ჩვენ, პოლიტიკოსებმა, გადაწყვეტილებების მიღების სტრუქტურების მოდერნიზება და ორგანიზება უნდა განვახორციელოთ, რათა ევროპამ სწრაფად იმოქმედოს სამხედრო ანტიკრიზისულ ოპერაციებში შესაძლო მონაწილეობისას”, _ განაცხადა მინისტრმა.

ფონ დერ ლაიენი არ მიიჩნევს, რომ გაერთიანებულმა ევროპულმა არმიამ, შესაძლოა, ნატოს ძალებს კონკურენცია გაუწიოს. “ნატო ყველა ევროპელისთვის ყოველთვის დარჩება პირველ ადრესატად თავდაცვის საკითხებში”, _ განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

გაერთიანებული ევროპული არმიის შექმნის აუცილებლობაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემენუელ მაკრონმა 6 ნოემბერს ისაუბრა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here