Home ახალი ამბები გერმანიაში, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეები ქურდობის ბრალდებით დააკავეს

გერმანიაში, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეები ქურდობის ბრალდებით დააკავეს

1073
გერმანიაში, ქალაქ მაინცში მაღაზიიდან 6 800 ევროს ღირებულების საქონლის ქურდობაში ეჭვმიტანილი ქართველი და აზერბაიჯანელი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
“43 წლის ქალმა და 46 წლის მამაკაცმა სულ მცირე, ხუთჯერ გაძარცვეს ტანსაცმლის ძვირად ღირებული ბრენდებისა და პარფიუმერიის მაღაზია” – ნათქვამია მანჰაიმის პროკურატურისა და პოლიციის ერთობლივ განცხადებაში
უწყების ინფორმაციით, წყვილი დანაშაულის ადგილზე აიყვანეს. დანაშაული სათვალთვალო კამერებით დააფიქსირეს.
მაინცში მდებარე დაკავებულების ბინის ჩხრეკის დროს პოლიციამ მოპარული ნივთები ამოიღო. სასამართლომ ორივე დაკავებულის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო. ისინი სხვადასხვა საპატიმროში გადაიყვანეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here