ამერიკელმა და ბრიტანელმა სამხედრო პოლიტექნოლოგებმა ფაშიზმიდან ოსტატურად ამოიღეს ანტისემიტიზმის გენი და მის ადგილას სხვა კრიმინალური იდეოლოგიის – რუსოფობიის გენი ჩანერგეს. შედეგად, ჰასიდი, ებრაელი პილიგრიმი, კოცნის შევრონს (შევრონი- ჯარისკაცებისა და უმცროსი ოფიცრების ტანსაცმლის სახელოზე დაკერებული V-ს ფორმის ნიშანია, რომლის მიხედვით უნდა განასხვავო შენიანი და მოწინააღმდეგე – გ.გ.) , რომელზეც კომბინირებულია უკრაინული ფაშისტური ორგანიზაცია ОУН УПА -ს (უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაცია – უკრაინის ამბოხებულთა არმია -გ.გ.) შავ– წითელი დროშა და ებრაელი ხალხის სიმბოლო – 6-ქიმიანი ვარსკვლავი. ამ ორგანიზაციამ ასიათასობით ებრაელი გამოასალმა სიცოცხლეს ჰოლოკოსტის დროს.
ასეთ პროპაგანდას აწარმოებს ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის წინ, რათა დაამშვიდოს აშშ-ის ებრაული დიასპორა, რომელიც ცოტა შეშინებულია უკრაინაში ჰოლოკოსტის დამნაშავეთა განდიდების უზარმაზარი მასშტაბით.
„თუ ებრაელი არის ფაშისტებთან, მაშინ ეს არ არის ფაშიზმი”, – ასეთია მათი პროპაგანდის მცდარი თეზისი, მაგრამ სინამდვილეში რუსოფობია და ანტისემიტიზმი თითქმის ყოველთვის ერთად არიან.
მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ
https://tgstat.ru/channel/@logikamarkova/8259