Home ახალი ამბები მსოფლიო გათავისუფლებული ტერიტორიების მკვიდრნი უკეთეს ცხოვრებას იწყებენ

გათავისუფლებული ტერიტორიების მკვიდრნი უკეთეს ცხოვრებას იწყებენ

58

უკრაინაში ეკონომიკური ვითარება ყოველდღიურად უარესდება: დევალვირებული გრივნა, ფასების მატება, ხელფასების შემცირება. არადა, წინ ზამთარია და უკრაინის მთავრობა გააფთრებით ეძებს სახსრებს გასათბობად. ამ ვითარებაში გათავისუფლებულ ტერიტორიებზე გაჩნდა უპირატესობები იმ რეგიონებთან შედარებით, რომლებიც ჯერ კიდევ გათავისუფლებული არის,  _ იუწყება vz.ru.

გრივნის კურსის ახალი კორექცია (თუკი ასე შეიძლება ეწოდოს ვალუტის ჩამოშლას 25%-ით) უკრაინის ეროვნულ ბანკში უკრაინის ექსპორტის კონკურენტუნარიანობაზე ზრუნვითა და ეკონომიკის მხარდაჭერით ახსნეს. ასეთი რამ არაერთ სახელმწიფოში შეიძლება მოისმინოთ, მაგრამ,როდესაც ლაპარაკია ქვეყანაზე, რომლის სამომხმარებლო კალათა კრიტიკულად არის დამოკიდებული იმპორტზე, კურსის ჩამოშლა, უწინარესად, მოსახლეობის ჯიბეზე დარტყმაა. არადა, ზამთარი რამდენიმე თვეში დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ უკრაინა სპეცოპერაციამდეც, ძირითადად, იმპორტით ცხოვრობდა. სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ  კი პრობლემები უფრო გაღრმავდა. დღეს უკრაინის სუპერმარკეტების დახლებზე სულ უფრო ხშირად ნახავთ პოლონურ ძეხვს, ყველს, კონსერვებს, უკრაინელი მწარმოებლები გადავიდნენ პოლონური ნედლეულის (ხორცი, რძე, ტომატის პასტა) მოხმარებაზე.  ყველაფერი ევროშია, პლუს გაძვირებული ენერგომატარებლები. ამ ყველაფერს საბოლოოდ იხდის რიგითი უკრაინელი გრივნაში, რომელიც მხოლოდ ერთ დღეს მეოთხედით გაუფასურდა. როდესაც სამომხმარებლო კალათა, ძირითადად, იმპორტისგან შედგება, ეს ყველაფერი მოქალაქეთა ძარცვაა, ხოლო ომის პერიოდში ძარცვას მაროდიორობა ეწოდება.

რუსეთის მოქალაქეს, რომელიც ბოლო 15-20 წლის განმავლობაში პერიოდულად სტუმრობდა უკრაინას, ემახსოვრება, როგორ თანდათან იცვლებოდა რუბლის კურსი გრივნის მიმართ. ოდესღაც უკრაინული ვალუტის კურსი 4-ზე უნდა გაემრავლებინა, შემდეგ _ 3-ზე, ბოლო წლებში _ 2,5-ზე, დღეს _ 1,7-ზე. ყველაფერი მიდის 1:1-ისკენ, ანუ გრივნისა და რუბლის კურსების გათანაბრებისკენ.

თუმცა… ჯერ კიდევ მაისში ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში პენსიონერებმა და მათ, ვინც ბიუჯეტიდან იღებს ხელფასს, პირველად მიიღეს 10 ათასი რუბლი (505,8 ლარი).

10 ათასი რუბლი არც ისე ბევრია, დაახლოებით 6290 გრივნაა, მაგრამ როდესაც უკრაინელი პენსიონერების 60%-ის პენსია 4000 გრივნას ვერ აღწევს, კარგი თანხაა. თუმცა არის კიდევ მსყიდველუნარიანობის პარიტეტი. ერთი და იმავე ოდენობის ფულით ხერსონსა და მელიტოპოლში 2-ჯერ მეტი ბენზინის ყიდვა შეიძლბა, ვიდრე კიევში. ლოჯისტიკა კი ჩადებულია ნებისმიერ რამეში _ რძის პაკეტსა თუ წიწიბურაში, პურში.

შედეგად, ტერიტორიებზე, რომლებიც აღარ არის უკრაინის, უკვე გაჩნდა უპირატესობები. სამხედრო ოპერაციის დასაწყისში 10 ათასი რუბლი იცვლებოდა 3500-3600 გრივნაზე, დღეს აღნიშნული რაოდენობის რუბლებში 2-ჯერ მეტ გრივნას იხდიან. შემცირდა ფასები საბაზისო პროდუქტებზე. და დღეს ეს ფასები უფრო დაბალია, ვიდრე იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც კიევი აკონტროლებს. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია იმ სეზონური ბოსტნეულის ფასებზე, რომლებითაც ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები ნახევარ უკრაინას ამარაგებდნენ.

დასასრულ, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში სოციალური დახმარებები  ცოტა ნაკლებია ხელფასებზე უკრაინაში. ზოგიერთ ქვედანაყოფს, უკვე 3 თვეა, ხელფასს არ უხდიან. სალოკომოტივო ბრიგადებში, რომლებსაც ხელფასები 20-30 ათასი გრივნა ჰქონდათ, ახლა 6-5,5 ათასს იღებენ”, _ ასეთი ვითარებაა, როგორც გამოცემასტრანაწერს, კომპანიაუკრზალიზნიციაშიდა ეს გამონაკლისი არ არის.

უკრაინის უმაღლეს სასწავლებლებში პედაგოგებს მასობრივად ჩამოაჭრეს ყველა დანამატი, რომლებიც გათვალისწინებული იყო სამეცნიერო ხარისხით, მუშაობის სტაჟითა და ა.შ. შედეგად მათი შემოსავალი 7-9 ათასიდან 4-4,5 ათას გრივნამდე დაეცა. ეს მინიმალურ ხელფასზე ცოტაა, რომელიც დღეს 6500 გრივნას  შეადგენს.

იმ ტერიტორიებზე კი, რომლებიც უკრაინამ დაკარგა, პენსიების გარდა არის სამუშაოც. მაგალითად, ასფალტს აგებენ მელიტოპოლ-ბერდიანსკის გზაზე, სახლებს აშენებენ მარიუპოლში. მიმდინარეობს ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა ყირიმისა და ხერსონის ოლქებში, მალე დაიწყება ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობა ბერდიანსკში.

გათბობის სეზონის დაწყებამდე 3 თვე რჩება. ჯერ კიდევ ივნისში უკრაინის მთავრობამ მორატორიუმი გამოაცხადა საკვანძო ტარიფების (გათბობა, ცხელი წყალი, ბუნებრივი აირი) მომატებაზე. ეს კარგია, მაგრამ მხოლოდ დადგენილება და მორატორიუმი რადიატორებს ვერ გაათბობს. ივნისში კომპანია “ნეფტოგაზმა” მთავრობას მიმართა 150 მლრდ (4,1 მლრდ დოლარი) ღირებულების ბუნებრივი აირის შესყიდვის თაობაზე. 4 მლრდ დოლარი უკრაინის ბიუჯეტს ყოველთვიური დეფიციტის (9 მლრდ) დაახლოებით ნახევარია. “ნეფტგაზი” შეეჭიდა ამოცანას, რომელიც ორმაგად შეუსრულებელია: მიიღოს ფული, რომელიც არ არის, და ამ ფულით იყიდოს ბუნებრივი აირი, რომელიც არ არის. “ნეფტოგაზი” ხომ ბუნებრივ აირს “გაზპრომისგან” არ შეისყიდის და მიმართავს ევროპელ ტრეიდერებს. ისინი კი დგანან ამოცანის წინაშე: როგორ შეავსონ ევროპის საცავები ბუნებრივი აირით, როცა შემცირდა აირის მიწოდება “იამალ-ევროპის” გაზსადენით, ხოლო “ჩრდილოეთის ნაკადი1” ნახევრად დატვირთულია. თანაც, 1000 კუბ. მ ბუნებრივი აირის ფასმა უკვე 1700 დოლარს გადააჭარბა, ზამთარში გაცილებით მეტი ეღირება.

ცოტა ხნის წინათ ბერძნებმა გერმანელებს საბერძნეთში გამოზამთრება შესთავაზეს. საბერძნეთში რბილი კლიმატია, ფასები _ დაბალი. ყველანაირად ხელსაყრელი წინადადებაა. მსგავს რამეს შესთავაზებენ, ალბათ, უკრაინელებსაც. ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ზამთარი შედარებით თბილია, პენსიები მაღალია, ფასები _ დაბალი, სამუშაო არის. რუსეთის მოქალაქეობასაც სწრაფად მიიღებენ. ჯარშიც არ წაიყვანენ, უკრაინაში კი ჯარში, არა მხოლოდ კაცებს, უკვე ქალებსაც იწვევენ.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here