Home ახალი ამბები მსოფლიო გამოკითხვები აჩვენებს, რომ რუსების უმეტესობა საბჭოთა ეპოქას კარგ დროდ მიიჩნევს

გამოკითხვები აჩვენებს, რომ რუსების უმეტესობა საბჭოთა ეპოქას კარგ დროდ მიიჩნევს

ფონდი "საზოგადოებრივი აზრი": რუსების 80% კარგად მოიხსენიებს სსრკ-ს, 63% ნანობს მის დაშლას

100
გამოკითხვები აჩვენებს, რომ რუსების უმეტესობა საბჭოთა ეპოქას კარგ დროდ მიიჩნევს

საბჭოთა კავშირის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ფონდ „საზოგადოებრივი აზრის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რუსების უმრავლესობა (80%) საბჭოთა ეპოქას საკმაოდ კარგ დროდ მიიჩნევს.

მათ არ ეთანხმება მოქალაქეთა ხუთი პროცენტი, პასუხის გაცემა გაუჭირდა 15%-ს. სსრკ-ის, როგორც ეპოქის შესახებ, 18-დან 30 წლამდე ასაკის მაცხოვრებლებს შორის 64%-ს აქვს დადებითი აზრი, 31-დან 45 წლამდე რუსებს შორის – 79%, 46-დან 60 წლამდე – 88%, 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს შორის – 86%.

საბჭოთა კავშირის დაშლას ნანობს გამოკითხულთა 63%, არ ნანობს 22%, 15%-ს კი უჭირს კითხვაზე პასუხის გაცემა.

სსრკ-ის დაშლის გამო, უფრო ხშირად, სინანულს განიცდიან 60 წელზე უფროსი ასაკის რუსები – 85%, 46-დან 60 წლამდე ასაკის – 76%, 31-დან 45 წლამდე – 53%, 18-დან 30 წლამდე – 30%.

ყველაზე ხშირად (16%) საბჭოთა კავშირის ხსენებისას რუსები იხსენებენ ბავშვობასა და ახალგაზრდობას, 14%-ს აქვს კარგი მოგონებები და გრძნობები, 11% სსრკ-ს უკავშირებს მშვიდ, სტაბილურ ცხოვრებას, რვა პროცენტი გრძნობს სინანულს, ნოსტალგიას და აქვს საბჭოთა ეპოქაში დაბრუნების სურვილი, შვიდი იხსენებს კარგ ცხოვრებას, კეთილდღეობას, ექვსი – ხალხთა ერთიანობას და მეგობრობას, ხუთი – ადამიანებზე ზრუნვას, ოთხი – ხალხის სიკეთეს, იმდროინდელ პოლიტიკურ ლიდერებს და კომუნიზმს, სამი პროცენტი – სტაგნაციას და დეფიციტს, კიდევ სამი – დიდ ქვეყანას ძლიერი ეკონომიკით.

ფონდ “საზოგადოებრივი აზრის” ყოველკვირეული, სრულიად რუსეთის გამოკითხვა ჩატარდა 2022 წლის 16-18 დეკემბერს რუსეთის 53 შემადგენელ სუბიექტში, 104 დასახლებაში 1500 რესპონდენტს შორის. სტატისტიკური შეცდომა არ აღემატება 3,6%-ს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here