Home ახალი ამბები მსოფლიო ღამის პროტესტი მოლდოვაში: პრეზიდენტთან ადამიანები ანთებული სანთლებით მივიდნენ

ღამის პროტესტი მოლდოვაში: პრეზიდენტთან ადამიანები ანთებული სანთლებით მივიდნენ

114

1-ელიდან 2 სექტემბრის ღამეს ოპოზიციური საპარლამენტო პარტიაშორ”-ის წარმომადგენლებმა და მომხრეებმა ანთებული სანთლებით საპროტესტო მსვლელობა გამართეს კიშინიოვში. ადამიანები პრეზიდენტის სასახლესთან ხელისუფლების _ პრეზიდენტ მაია სანდუსა და მისი მმართველი პარტიამოქმედება და სოლიდარობის” _ ანტისოციალური პოლიტიკის გასაპროტესტებლად მივიდნენ, _ იუწყება eadaily.com.

სანთლები სიმბოლურად გამოხატავდა ფასების მატებას ელექტროენერგიაზე, ბუნებრივ აირსა და საწვავზე. შეკრებილები სკანდირებდნენ: “როცა ხელისუფლებაში სანდუს პარტიაა, სანთლები უნდა მოვიმარაგოთ”.  მომიტინგეებმა განაცხადეს, რომ სახელმწიფოს მეთაური, დეპუტატები და მთავრობა ხალხს აღარ წარმოადგენენ, მათმა არაკომპეტენტურობამ “მოლდოველები ხის თოხებამდე მიიყვანა”.

ჩვენ აღარ მოვითმენთ ამ დაცინვას. მმართველი პარტიის წარმომადგენლები აბსოლუტურად არაკომპეტენტურები არიან _ ისინი, ვინც პარლამენტში ზის, და ისინიც, ვინც პრეზიდენტურასა და მთავრობაშია. ეს ადამიანები გვაბრუნებენ ხის თოხების ეპოქაში, იმ დროებაში, როცა ელექტროენერგიას განსაზღვრულ საათებში გვაძლევდნენ”, _ განაცხადა ფლეშმობის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტისა და მინისტრთა კაბინეტის მეთაურის, ნატალია გავრილიცას, გადადგომა მოითხოვეს. ისინი ამბობდნენ, რომ ადამიანები თვითონ გათიშავენ ელექტროენერგიას სახლებში, რადგან გადასახადების გადასახდელად ფული არ აქვთ.

ეს ხელისუფლება ხალხს აღარ წარმოადგენს, ეს არის უნიჭოების საკრებულო, რომელსაც ქვეყნისთვის სასარგებლო არაფერი მოუტანია.

მოვითხოვთ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ვადამდე ჩატარებას. ჩვენ მასობრივად უნდა გამოვიდეთ საპროტესტოდ და მოვითხოვოთ ჩვენი უფლებების დაცვა. მხოლოდ ასე შევძლებთ სამართლიანობის დამკვიდრებას”, _ ამბობდნენ შეკრებილები.

შეგახსენებთ: მოლდოვის მთავრობა გამოვიდა ინიციატივით ქვეყანაში ბუნებრივი აირის ყოველთვიური მოხმარების 15%-ით შემცირების შესახებ. რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების შემთხვევაში, დამატებით ზომებად გათვალისწინებულია ქუჩის განათების გათიშვა 23 საათის შემდეგ, გათბობის ცენტრალურ სისტემებში ტემპერატურის 10%-ით შემცირება, აგრეთვე, გათბობის ალტერნატიულ წყაროებზე გადასვლა (ბიომასა, შეშა, მაზუთი). ხელისუფლება ადამიანებისგან ენერგორესურსების “პასუხისმგებლიან გამოყენებას” მოითხოვს. 1 სექტემბრიდან მოლდოვის ტელევიზია დღეში რამდენიმეჯერ აჩვენებს ვიდეორგოლს ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ეკონომიურად მოხმარების აუცილებლობის შესახებ.

როგორც მოლდოვის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მარჩელ სპატარმა განაცხადა, რესპუბლიკის მოსახლეობის მხოლოდ 1%-ს შეუძლია მოქმედი ტარიფებით მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურის გადახდა. ამასთანავე, “მოლდოვგაზმა” რამდენიმე დღის წინათ განაცხადა, რომ ბუნებრივი აირის ტარიფი მოიმატებს, რადგან აგვისტოში მისმა ფასმა 22%-ით მოიმატა და ახლა 1000 კუბ.მ-ის ღირებულება 1882,7 დოლარს შეადგენს.

აგვისტოს დასაწყისში ოპოზიციამ ანალოგიურ საპროტესტო აქციაზე პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს “საჩუქარი” მიართვა _ კიზიაკი (გამომშრალი ნეხვი) და შესთავაზა ამით გაეთბოთ სახლები.

ლუკა მაისურაძე

https://eadaily.com/ru/news/2022/09/02/nochnoy-protest-v-moldavii-lyudi-prishli-k-prezidentu-s-zazhzhyonnymi-svechami

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here