Home ახალი ამბები მსოფლიო გაირკვა ხერსონის მახლობლად რუსი დივერსანტების მიერ ტანკ “Leopard”-ის ხელში ჩაგდების დეტალები

გაირკვა ხერსონის მახლობლად რუსი დივერსანტების მიერ ტანკ “Leopard”-ის ხელში ჩაგდების დეტალები

"რია ნოვოსტი": ხერსონის მახლობლად რუსმა სამხედროებმა ხელში ჩაიგდეს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მიწოდებული „Leopard“-ის ტიპის ტანკი

330
გაირკვა ხერსონის მახლობლად რუსი დივერსანტების მიერ ტანკ “Leopard”-ის ხელში ჩაგდების დეტალები

მოხალისეთა ბატალიონ “სოკოლის” ერთ-ერთი ქვედანაყოფის მეთაურმა, მეტსახელით “Бык” (“ხარი”), გაამჟღავნა რუსული დივერსიული ჯგუფის მიერ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გადაცემული გერმანული ტანკის „Leopard“-ის ხელში ჩაგდების რამდენიმე დეტალი.

ოფიცრის თქმით, უკრაინულმა ძალებმა უკვე დაიწყეს Leopard-ის ტიპის ტანკების გამოყენება ხერსონის მიმართულებით. ჯერჯერობით ეს ტანკები შეტევაში არ მონაწილეობენ, მათ პოზიციებზე გზავნიან და რუსული საგუშაგოების დასაბომბად იყენებენ.

„ხარის“ ცნობით, თანამებრძოლებმა, რომელთანაც მან ცოტა ხნის წინ ისაუბრა, უთხრეს, რომ უკრაინის სამხედრო ძალების ზურგს უკან მოქმედმა ერთ-ერთმა რუსულმა დივერსიულმა ჯგუფმა შეძლო ტანკ Leopard-ის ხელში ჩაგდება.

“მათ ვერ შეძლეს მისი თავიანთ მხარეს გადათრევა, ამიტომ ჭაობში დაძირეს”, – თქვა ოფიცერმა.

ასევე მან განაცხადა, რომ მისი ქვედანაყოფი აკვირდება „Leopard“-ის ტანკებს და მათ გამოყენებას ადასტურებს.

გარდა ამისა, სამხედროს თქმით, რუსმა მებრძოლებმა დააფიქსირეს გერმანული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების გამოყენება ხერსონის მიმართულებით. ოფიცერი ვარაუდობს, რომ მათ გერმანიიდან დაქირავებული ჯარისკაცები მართავენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here