Home ახალი ამბები მსოფლიო გაფრთხილების მიუხედავად: ლიეტუვამ კალინინგრადში საქონლის ტრანზიტზე აკრძალვები გააფართოვა

გაფრთხილების მიუხედავად: ლიეტუვამ კალინინგრადში საქონლის ტრანზიტზე აკრძალვები გააფართოვა

151

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ლიეტუვის ხელისუფლებამ დღეიდან, 11 ივლისიდან გააფართოვა საქონლის ჩამონათვალი, რომლის იმპორტი კალინინგრადის რეგიონში ევროკავშირის სანქციების შესაბამისად არის აკრძალული, იუწყება Reuters-.

ლიეტუვის საბაჟოს წარმომადგენლის თქმით, საუბარია ცემენტის, ხის მასალის, სპირტისა და სპირტის საფუძველზე დამზადებული სამრეწველო ქიმიკატების ტრანზიტის აკრძალვაზე.

გარდა ამისა, როგორც ლიეტუვის სეიმის დეპუტატი მატას მალდეიკისი ამბობს, 10 აგვისტოდან სასანქციო შეზღუდვები ამოქმედდება ნახშირსა და სხვა მყარ წიაღისეულ საწვავზე, 5 დეკემბრიდან — ნავთობზე, ხოლო 2023 წლის თებერვლიდან — ნავთობპროდუქტებზე.

როგორც ლიეტუვის საბაჟო აცხადებს, ყველა ეს რესტრიქცია ევროკავშირის რეგლამენტითაა განსაზღვრული და ეფუძნება ევროკომისიის შეფასებას, ასევე შემუშავებულია ევროკომისიასთან კონსულტაციით.

ვილნიუსმა 18 ივნისიდან შეაჩერა ევროკავშირის სანქციებს დაქვემდებარებული საქონლის ტრანზიტი კალინინგრადის რეგიონში. ესენია: სამშენებლო მასალები, ლითონი, ხის მასალა, ცემენტი, სასუქები, ალკოჰოლი, ხიზილალა და სხვა კატეგორიები — ეს გადაზიდვების მთლიანი მოცულობის დაახლოებით 50 პროცენტია. ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ ისინი ევროკავშირის სანქციებს იცავენ და ამ საკითხში რუსეთთან დათმობაზე არ წავლენ.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ აღნიშნა, ლიეტუვა ამ გადაწყვეტილებით აგრესიულად მოიქცა და „არამეგობრულ ხაზებს“ გასცდა. იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდვები არ მოიხსნება, მოსკოვი იტოვებს უფლებას, დაიცვას ეროვნული ინტერესები. თუმცა კალინინგრადის ოლქის გუბერნატორ ანტონ ალიხანოვს იმედი აქვს, რომ პრობლემი დიპლომატიური გზით გადაიჭრება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here