Home ახალი ამბები მსოფლიო Foreign Policy: ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები მხარს უჭერენ მოსკოვს

Foreign Policy: ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები მხარს უჭერენ მოსკოვს

45

ახლო აღმოსავლეთში რუსეთისა და აშშის პრეზიდენტების ვიზიტებმა აჩვენა, რომ რეგიონის ქვეყნები მხარს უჭერენ მოსკოვს მრავალპოლუსიანი მსოფლიოს ჩამოყალიბებაში, _ წერს ამერიკული გამოცემა Foreign Policy.

სტატიის ავტორთა აზრით, აშშ-ის პრეზიდენტის ტურნეს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში წარმატება არ მოჰყოლია.

ახლო აღმოსავლეთში ბაიდენის ვიზიტის ძუნწი შედეგები მიუთითებს, რომ რეგიონის ძირითად მოთამაშეებს, განსაკუთრებით სპარსეთის ყურის ქვეყნებს, არ სურთ, უარი თქვან რუსეთსა და ჩინეთთან ურთიერთობაზე. მოსკოვს საერთო მიზნები აქვს ვაშინგტონის თითქმის ყველა პარტნიორთან რეგიონში _ ენერგორესურსებზე მაღალი ფასით დაწყებული, მრავალპოლუსიანი მსოფლიოთი დამთავრებული”, _ ნათქვამია სტატიაში, რომელშიც ხაზგასმულია, რომ ბაიდენმა ვერ აიძულა საუდის არაბეთის პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი, ემოქმედა ვაშინგტონის მითითებებით ნავთობის მოპოვების მომატების საკითხში. “ახლა საუდის არაბეთს უფრო მეტი საერთო ინტერესი აქვს რუსეთთან ნავთობის ფასზე, ვიდრე აშშ-თან რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში”, _ წერს Foreign Policy.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here