Home ახალი ამბები საქართველო ევროპის თვითმკვლელობა

ევროპის თვითმკვლელობა

შოლცმა თბილისი ახსენა, - ქართველი პოლიტიკოსები გაზაფხულის მერცხლებივით აჟრიამულდნენ

486

საქართველოში დასავლეთისმეხუთე კოლონამთავისი  არსებობის კიდევ ერთ გამართლებად მიიჩნია გერმანიის სოციალდემოკრატიული პარტიის საერთაშორისო კონგრესზე კანცლერ ოლაფ შოლცის მიერ ნათქვამი ერთი წინადადება: “ჩვენ ევროპის ხალხი ვართ. ჩვენი ხმა მთელ ევროპაში უნდა ისმოდესხმელთაშუა ზღვიდან ჩრდილოეთის ზღვამდე, ლისაბონიდან თბილისამდე და იმის იქითაც“. საქართველოში მოკალათებული დასავლეთის აგენტურა ამასსაქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებადმიიჩნევს და გახარებულია.  სინამდვილეში ეს კანცლერ შოლცის კოლონიზატორული ბუნების გამოვლენაა და სხვა არაფერი.

გერმანიაში ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დამკვიდრდა ტერმინი “სასიცოცხლო სივრცე”, რაც ქვეყნის გაფართოების აუცილებლობაზე  ღაღადებდა და ქვეყნის მოსახლეობას ამ სულისკვეთებით განაწყობდა. 1925 წელს გამოცემული წიგნის (“მაინ კამპფი”) ერთ-ერთ თავში  (“აღმოსავლური ორიენტაცია ანუ აღმოსავლური პოლიტიკა”)  ჰიტლერი  “სასიცოცხლო სივრცის” მოპოვებაზე წერდა: “გერმანელი ხალხისთვის მოპოვებული უნდა იქნას ის მიწები, რომლებზეც მას დასაბუთებული უფლება აქვს“.  მომავალ ფიურერს  ამ გეგმაში, მართალია, თბილისი არ უხსენებია, მაგრამ, რომ გულისხმობდა, ფაქტია. ვინმეს თუ ეჭვი ეპარება, რომ ჰიტლერი თბილისსაც გულისხმობდა, შეგვიძლია ჰიტლერის მიერ უკვე მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში ნათქვამი სიტყვები შევახსენოთ: “ჩვენ ნაციონალსოციალისტები სრულიად შეგნებულად ვუსვამთ ჯვარს ომამდელ (იგულისხმება პირველი მსოფლიო ომი. .) საგარეო პოლიტიკას. ჩვენ გვსურს, დავუბრუნდეთ იმ ათვლის წერტილს, რომელზეც 600 წლის წინათ ჩვენი განვითარება შეწყდა. ჩვენ გვსურს, შევაჩეროთ გერმანიის მუდმივი სწრაფვა ჩრდილოეთით და დასავლეთით. ჩვენ თითით შეგვიძლია მოვხაზოთ ის ტერიტორიები, რომლებიც აღმოსავლეთით მდებარეობს. ჩვენ საბოლოოდ ვემიჯნებით ომამდელ საგარეო პოლიტიკას და გადავდივართ ევროპაში ახალი მიწების დაპყრობაზე. პირველ რიგში, ჩვენ მხედველობაში გვაქვს რუსეთი და ის განაპირა სახელმწიფოები, რომლებიც მას არიან დაქვემდებარებულნი“. იგულისხმებოდა თუ არა ამაში თბილისი? რა თქმა უნდა, იგულისხმებოდა.

რა განსხვავებაა მეოცე საუკუნის ოცდაათიანებში ჰიტლერის მიერ ნათქვამსა და ოცდამეერთე საუკუნის ოციანებში შოლცის მიერ ნათქვამს შორის, თუკი ორივე აღმოსავლეთით გაფართოებასა და ტერიტორიების (მათ შორის, საქართველოს) მიერთებაზე საუბრობს? აბსოლუტურად არანაირი! კოლექტიური დასავლეთის აღმოსავლეთით გაფართოების დუჟმორეული და დაუოკებელი სურვილის გამო ლამის მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს, ეს ყეყეჩი კი, ნაცვლად იმისა, რომ ამ ვითარების შემარბილებელ განცხადებას აკეთებდეს, გადმომდგარა და ხმელთაშუა ზღვიდან  ჩრდილოეთის ზღვამდე და ლისაბონიდან თბილისამდე გაფართოებაზე ლაყბობს.

შოლცმა თბილისი ახსენაო, – გაზაფხულის მერცხლებივით აჟრიამულდნენ ქართველი პოლიტიკოსები. “ეს პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და, რა თქმა უნდა, გვავსებს ოპტიმიზმით, რომ საქართველო მალე მიიღებს კანდიდატის სტატუსს და შემდეგ გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა”, – აცხადებს მმართველი პარტიის ლიდერი ირაკლი კობახიძე.

არის ამ ამბავში რაღაც, რაც ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების დაინტერესების საგანს უნდა წარმოადგენდეს. როდესაც ობიექტური რეალობა და მისი სუბიექტური აღქმა ერთმანეთს ისე  შორდება, რომ ისინი ურთიერთსაპირისპიროში გადადიან, უზარმაზარი პრობლემა წარმოიქმნება.

 სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტის პროფესორი ჯიმ ტეილორი აცხადებს: “რეალობასა და აღქმას შორის სერიოზულმა დაშორებამ, შესაძლებელია, ქმედუუნარობა გამოიწვიოს”. პროფესორი მარტივ რჩევასაც იძლევა:

*  “არ არის სწორი, ფიქრობდე, რომ შენი აღქმა ყოველთვის შეესაბამება ობიექტურ რეალობას“.

* “სხვათა აღქმებსაც ყურადღებით უნდა დააკვირდე, შესაძლებელია, რომელიმე მათგანის აღქმა უფრო ახლოს დგას ობიექტურ რეალობასთან, ვიდრე  შენი“.

ენერგორესურსების დეფიციტის გამო გერმანიის მრეწველობა ჩამოშლაზეა, ევროკავშირის არსებობა კი  ბეწვზე კიდია. “ჩვენი კეთილდღეობა რუსეთიდან შემოტანილ იაფ ენერგიას ეფუძნებოდა”, – აღიარა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში ჯოზეფ ბორელმა. სამწუხაროდ, მისთვის არავის უკითხავს, – ეს თუ იცოდით, რატომ მიიყვანეთ საქმე იქამდე, რომ ევროპის სახელმწიფოები საპროტესტო ტალღამ მოიცვაო. ენერგოპოლიტიკის შეცვლა“; “რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის აღდგენა“; “ენერგომატარებლებზე ფასების დაწევა“; “ევროკავშირის დაშლა ასეთია ლოზუნგები და ტრანსფარანტები, რომლებითაც მოფენილია ევროპის სახელმწიფოთა ქუჩები. ეს მხოლოდ დასაწყისია: ჯერ საცავებში ენერგომატარებლების გარკვეული მარაგი შემორჩენილია; ჯერ საკმარისად არ აცივებულა; ევროპელ ხალხს ჯერ არ უგრძვნია არამხოლოდ ზამთრის, არამედ ევროპელ ლიდერთა უგუნური პოლიტიკის სუსხი. ყველაფერი წინ არის. პრესისთვის თვალის ზერელე გადავლებაც კი საკმარისია იმის დასანახავად, რომ ევროპას პოლიტიკური ქარიშხალი უახლოვდება, რომელსაც მე უგუნურების ქარიშხალს დავარქმევდი. ეს ქარიშხალი ევროპულ სახელმწიფოებს მძიმე კვალს დაამჩნევს, ევროკავშირს კი, როგორც გაერთიანებას, ისე წალეკავს თითქოს არც არასოდეს ეარსებოს.

baltnews-ი აქვეყნებს სტატიას, რომლის ქვესათაურების მოტანაც კი საკმარისია ევროპაში შექმნილ დრამატულ ვითარებაში გასარკვევად: ევროპული დიქტატურა გაფიცვებსა და მიტინგებზე“; “არ არის საწვავი, არ იქნება მოსავალი“; “ბუმერანგის ეფექტიბერლინში გაიმართა აქციები ანტირუსული სანქციების წინააღმდეგ“; “პროფკავშირები წარსულს ჩაბარდა“.

თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი აცხადებს, რომ ევროპა იმას იმკის, რაც დათესა: “ევროპა თვითონაა დამნაშავე ენერგეტიკულ კრიზისში”. Haber Global-ი აქვეყნებს ერდოღანის ნათქვამს ევროპულ ენერგოკრიზისზე: “ჩვენ არ გვაქვს პრობლემა ბუნებრივი აირისა. ევროპა კი მის მიერვე დათესილის ნაყოფს იმკის.  ვფიქრობ, რომ ამ ზამთარს ევროპას სერიოზული პრობლემები შეექმნება.” ევროპა ენერგომატარებლების გარეშე რჩება, თურქეთი კი რუსული ბუნებრივი აირის გამანაწილებელ სახელმწიფოდ ყალიბდება. ესაა გონიერებასა და უგუნურებას შორის განსხვავება. აი, ამ ვითარებაში კანცლერ შოლცის განცხადება ევროპის გაფართოებაზე ობიექტური რეალობის აღქმის უნარის სრულ დაკარგვაზე მეტყველებს. შეისმენს ახლა ეს კაცი პროფესორ ჯიმ ტეილორის ფსიქოლოგიურ და ფსიქიატრიულ რჩევებს? როგორ გეკადრებათ! იგი იმ ჯიშისა და ჯილაგისაა, ნიურნბერგის პროცესისა და ჯალათის მიერ მისთვის თავზე ჩამოცმული თოკის ყულფის გარდა სხვას ვერაფერს რომ ვერ შეიგნებს და შეისმენს. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ შოლცის პრობლემა არ არის. გლობალური სიბრმავე და სიყრუე მთელი ევროპისა და კოლექტიური დასავლეთის პრობლემაა. იმავე ბორელმა ამას წინათ ისეთი ტუტუცური განცხადება გააკეთა, რომ შოლციც კი უკან მოიტოვა: “ჩვენ პრივილეგიური  ხალხი ვართ. ევროპა ბაღია, დანარჩენი მსოფლიო კი – ჯუნგლები. ჯუნგლებმა შესაძლებელია ბაღზე იერიში განახორციელოს”. დასაშვებია, რომ ამ რანგის მოხელე ასე უგუნური იყოს? არ არის დასაშვები, მაგრამ არის და რა უნდა ვქნათ?!

იგივე პრობლემა აქვთ ქართველ პოლიტიკოსებს, რომელთა აღქმა ისე დაშორდა რეალობას, როგორც ცა – დედამიწას. ახლა, ამ ვითარებაში, კაცი რომ  იტყვის, საქართველო ევროკავშირის და ნატოს წევრი გახდებაო, იმას როგორ ან რატომ უნდა დააბრალო, რომ რეალობასთან რამე კავშირი აქვს?! რომელ ევროკავშირში შედიან, დაშლის პირას რომ არის მისული?! რომელი ნატოს წევრობა სურთ, რომელმაც უკრაინაში უკვე დაამტკიცა სრული უმწეობა და უსუსურობა?! ნატოს წევრი ოცდაათი სახელმწიფო ერთმა რუსეთმა უკრაინაში არა ომით, არამედ მხოლოდ სპეციალური სამხედრო ოპერაციით ისე დააჩოქა, რომ თითსაც კი ვეღარ ატოკებენ, რუსეთს კი ნელ-ნელა მოაქვს მთელ რიგ პოლიტიკურ გაუგებრობათა გამო უკრაინის ტერიტორიებად წოდებული თავისი  ისტორიული მიწები; იბრუნებს იმას, რის დაბრუნებაზეც, რომ არა უკრაინელთა, ევროპელთა და ამერიკელთა გაუგონარი უგუნურება, ალბათ, არასოდეს იფიქრებდა.

საოცარი რამ არის უგუნურება – თითქოს მარტივია, მაგრამ რთულია; თითქოს გასაგებია, მაგრამ ძნელია, ჩასწვდე; თითქოს ადვილად დასაძლევია, მაგრამ გადაულახავი ბარიერია. ონორე დე ბალზაკი ამ ზოგადსაკაცობრიო უბედურებას ასე ახასიათებდა: “უგუნურება ისეთი გაუვალი ჭაობია, რომ მას ბოლომდე ვერ ჩასწვდები. იგი ისე დაუბრუნებლად შთანთქავს ყველაფერს, რომ ექოსაც არ გამოსცემს”. ევროპა ისე მოუცავს უგუნურებას, რომ ყველა იმ მწვერვალს, რომლებიც ხელოვნების, მეცნიერებისა და ფილოსოფიის მიმართულებით საუკუნეთა განმავლობაში შეუქმნია, თავადვე უპირისპირდება. მსოფლიო უცნაური ფაქტის წინაშე აღმოჩნდა, რომელსაც, არც ვიცი, რა დავარქვა, თუ არა – ევროპის თვითმკვლელობა.

ვალერი კვარაცხელია

P.S. ჩინეთის კომუნისტური პარტიის მეოცე ყრილობა, რომელიც 16 ოქტომბერს გაიხსნა, უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა  მსოფლიოსთვის. სი ძინპინი, რომელიც გადაწყვეტილია, რომ ჩინეთის კომპარტიისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის პოსტზე მესამე ვადით იქნებ არჩეული, აცხადებს: “ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მიაღწია სახელმწიფოს უსაფრთხოების ყოველმხრივ განმტკიცებას. ჩვენ ეტაპობრივად ვაღწევთ გამარჯვებას მსოფლიოს ბოროტ ძალებთან ბრძოლაში“. ვინ იგულისხმა მსოფლიოს ბოროტ ძალებში, ჩინეთის ლიდერს არ დაუკონკრეტებია.

ვ.კ.                                                                                                 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here