Home ახალი ამბები მსოფლიო “ევროპის ოთხი ქვეყანა, რომლებიც შეიძლება აშშ-ის ინტერესებს შეეწიროს და გაქრეს”

“ევროპის ოთხი ქვეყანა, რომლებიც შეიძლება აშშ-ის ინტერესებს შეეწიროს და გაქრეს”

245

რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინაში სხვა არაფერია თუ არა მოსკოვის კონტრშეტევა ატლანტიკური სამყაროს წინააღმდეგ აშშის ეგიდით. ამერიკისშეერთებულ შტატებსა და რუსეთის ფედერაციას შორის ამ პროქსი ომის შედეგი შეიძლება იყოს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპის რამდენიმე სახელმწიფოს დაშლა და გაქრობა”, _ ასე მიაჩნია ონლაინგამოცემა  Reseau Internationalის მიერ გამოქვეყნებული სტატიის ავტორს.

ევროპის 4 ქვეყანა, რომლებიც შეიძლება გაქრეს

„მოდი, გულწრფელი ვიყოთ: აშშ ვერასოდეს გაბედავს რუსეთთან პირდაპირ ომს უკრაინის დამარცხების შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ ამერიკელები კონფლიქტის გასაგრძელებლად სხვა შუამავლებს გამოიყენებენ. კანდიდატი ცოტა არ არის, მაგრამ ყველაზე სავარაუდოა პოლონეთი, ლიეტუვა, რუმინეთი და ფინეთი. რა თქმა უნდა, ყველაფერი რუსებზეა დამოკიდებული”, _ ნათქვამია სტატიაში.

პოლონეთი

ვარშავა ყველანაირად ცდილობს, წარმოაჩინოს, რომ ძალიან აღელვებულია  რუსეთთან ომის იდეით. რა თქმა უნდა, მისი ლიდერები ისეთი გიჟები არ არიან, რომ მარტო ჩაებან ბრძოლაში, მაგრამ რუსეთის წინააღმდეგ დასავლური კოალიციის (როგორც აქამდე ხდებოდა) იდეა მისთვის ძალიან მაცდურია. თუ შეერთებული შტატები მსგავს იდეას წამოაყენებს, პოლონეთი სიხარულით „ჩაეწერება“ მის მხარდამჭერთა რიგებში, მაგრამ, დიდი ალბათობით, ომი მარტოს მოუწევს, აშშ კი იარაღის მიწოდებით იხეირებს. რუსეთი არ შეიჭრება ქვეყნის ტერიტორიაზე, რუსები თავიანთ მეზობლებს მეცხრამეტე საუკუნეში დააბრუნებენ და გაანადგურებენ მათ თანამედროვე ინფრასტრუქტურას. ამას მოჰყვება სერიოზული ეკონომიკური კრიზისი და პოლონელების მასობრივი გადახვეწა ევროკავშირსა და აშშში. ამგვარად, პოლონეთს ისეთივე ბედი ეწევა, როგორიც უკრაინას _ უკაცრიელი მიწა, რომელიც მოკლებული იქნება თავის მოსახლეობას და რომელზეც არც ერთ ქვეყანას არ მიეცემა დაფუძნების უფლება.

ლიეტუვა

პოლონეთისგან განსხვავებით, რომელსაც, შესაძლოა, რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების ცდუნება გაუჩნდეს, ლიეტუვა არასდროს დაიწყებს შეიარაღებულ კონფლიქტს, მაგრამ ვილნიუსი მიდრეკილია პროვოკაციული გადაწყვეტილებების მიღებისკენ, რომლებმაც შეიძლება აიძულოს მოსკოვი, გაანადგუროს რუსეთის იმპერიის ეს ყოფილი სამფლობელო. ის, რომ ლიეტუვა არსებობს, რუსეთის თავაზიანი თანხმობის  შედეგია მისი შვედებისგან  შესყიდვის შესახებ.

მაგრამ, თუ ლიეტუვა განაგრძობს ყეფას, ამჯერად რუსული დათვი ძალიან გაბრაზდება და თათის ერთი დარტყმით დაანგრევს ამ პატარა და უმნიშვნელო სახელმწიფოს.

რუმინეთი

კიდევ ერთი პატარა ქვეყანა, რომლის გამოყენებასაც აშშ ტარანის რანგში გეგმავს რუსეთის წინააღმდეგ.  როგორც ნატოს წევრი, რუმინეთი რამდენიმე საფრთხეს ქმნის:

* რუსეთის ფედერაციისთვის _ ის შეიძლება გამოიყენონ ბაზად ნატოს ჯარებისთვის, რომლებიც შევლენ უკრაინაში და განლაგდებიან ოდესაში, რათა რუსებს ხელი შეუშალონ ქალაქის გათავისუფლებაში;

* დნესტრისპირეთისთვის, რომელსაც შეერთებულმა შტატებმა შეიძლება მოლდოვასთან ომისკენ უბიძგოს. ამ ომში რუსულ გარნიზონს, რომელშიც 2000-ზე ნაკლები სამხედრო მოსამსახურეა, შანსი არ ექნებოდა.

ნებისმიერ ამ სცენარში  რუსეთის საპასუხო რეაქცია იქნება დემილიტარიზაციის ფორმატის გამოყენება მთელი ინფრასტრუქტურის განადგურებითა და აღნიშნული ქვეყნების შუა საუკუნეებში დაბრუნებით.

ფინეთი

უკრაინის მსგავსად, ის იმ ქვეყნებს განეკუთვნება, რომლებიც  ვერ იარსებებენ რუსეთის თანხმობის გარეშე. ეს ქვეყანა, რომლის საზღვარი 1300 კმ-ზეა გადაჭიმული, რუსეთის ალყაში მოქცევის აშშ-ის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. რუსეთი კი, შესაძლოა, იძულებული შეიქნას, იგივე გააკეთოს, რაც უკრაინაში. ამ ქვეყნის არსებობის აღიარება დამოკიდებულია მის ნეიტრალურ პოზიციაზე:

* 1948 წელს ფინეთმა და სსრკ-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელშიც ფინეთი ხედავდა თავის სუვერენიტეტს, ხოლო რუსეთი _ უსაფრთხოებას.

სწორედ ამ შეთანხმების დარღვევას აპირებს ფინეთი და ამით თავის არსებობას ეჭვქვეშ დააყენებს. მოვლენების განვითარებიდან გამომდინარე (ბაზებისა და რაკეტების გამშვები დანადგარების განლაგება), რუსეთი იტოვებს უფლებას, რეაქცია ჰქონდეს და გაანადგუროს  ჩრდილოეთის ეს სახელმწიფო.

რუსეთი გადაწყვეტს

ყველა ეს _ ჯერჯერობით ჰიპოთეზური _ სცენარი დამოკიდებულია რუსეთზე  და საფრთხის დონეზე, რომელსაც იგი ხედავს აღნიშნული სახელმწიფოებისგან. რუსეთი მოვლენების განვითარების თითოეულ სცენარში უკვე აღიარებს, რომ ის ომშია ნატოსთან. ამრიგად, იგი საკუთარ  თავს რამე შეზღუდვას აღარ დაუწესებს.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

https://www.pravda.ru/world/1786982-strany_evropy/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here