Home ახალი ამბები მსოფლიო ევროპის “გონებრივ  ცენტრს” ხალხმა არ გაუმართლა

ევროპის “გონებრივ  ცენტრს” ხალხმა არ გაუმართლა

213

გავლენიანმა ორგანიზაციამ, რომელიც, ძირითადად, მოსკოვის მტრებისგან შედგებოდა, შეუკვეთა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, რომლის შედეგებიც ამ ორგანიზაციისთვის იმედგამაცრუებული იყო. ევროპის მოსახლეობას არ სჯერა უკრაინაში რუსეთის დამარცხების შესაძლებლობის, არ სურს ჩინეთთან კონფლიქტი  და არ  სჯერა, რომ აშშ-ზე დამოკიდებულება  სიკეთის მომტანია. რით უპასუხებს ამაზე ჯორჯ სოროსი?  წერს გამოცემა vz.ru.

სოციოლოგიური კვლევა, რომელმაც გამოავლინა ევროპელების სკეპტიციზმი მათი ხელისუფლებების საგარეო პოლიტიკის მიმართ, ჩატარდა  ევროპის საგარეო ურთიერთობათა  საბჭოს დაკვეთით.  ეს არის „გონებრივი ცენტრი“, რომელსაც აქვს განყოფილებები  ევროპის შვიდ უდიდეს ქალაქში, მადრიდიდან ვარშავამდე.   დამფუძნებლები და მენეჯერები არიან ისინი, ვინც ჩვენ არ გვიყვარს. გლობალისტები, ატლანტიკოსები, აშშ-ის ინტერესების ლობისტები ევროპაში –  ეს შეიძლება ითქვას თითოეულ მათგანზე, რომლებიც, ძირითადად, არიან  ნატოს ქვეყნების გადამდგარი  მაღალჩინოსნები. საბჭოზე ყველაფერს  ამბობს მისი ყველაზე ცნობილი წევრის სახელი –  ჯორჯ სოროსი.

 საზოგადოდ, ეს ის ადგილია, სადაც ახლა შეუძლებელია ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც რუსეთს თანაუგრძნობს. რუსეთის მიმართ სიმპათია არის ის, რაც  ამ კანტორას  მიაჩნია თავისი მიზნების ერგვარ საფრთხედ  და არ არის საჭირო იმის ახსნა,  რა მიზნები აქვთ გლობალისტებსა და ატლანტისტებს.

მათი დავალებით 11 ქვეყნის – ავსტრიის, ბულგარეთის, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, უნგრეთის, იტალიის, ნიდერლანდების, პოლონეთის, ესპანეთის და შვედეთის – მოსახლეობის გამოკითხვის შემდეგ  სოციოლოგები მივიდნენ  „საგანგაშო დასკვნებამდე“:

პირველი   გამოკითხულთა მხოლოდ  მესამედს სჯერა, რომ დასავლური ელიტის მიერ დასახული ამოცანა – ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხება – რეალურია. ნახევარი დარწმუნებულია, რომ ეს შეუძლებელია;

მეორე უმრავლესობა მეტ-ნაკლებად ემხრობა რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, ხოლო ბულგარელების უმრავლესობა, ავსტრიელთა დაახლოებით მესამედი და გერმანელების მეოთხედი ამის სრულად აღდგენის მომხრეა. „სახიფათო იქნებოდა, თუ ევროპული დისკუსიები მოცემულ საკითხზე ამ უკიდურესი პოზიციით წარიმართებოდა“, – წუხან მოხსენების ავტორები;

მესამე – ევროპელები აცნობიერებენ კონტინენტის დამოკიდებულებას ამერიკის  შეერთებულ შტატებზე, შეშფოთებას  განიცდიან  ამის გამო, საუბრობენ ევროპის მეტ ავტონომიაზე. გამოკითხულთა თითქმის სამი მეოთხედი  საკუთარ ძალებზე დაყრდნობით უსაფრთხოების უზრუნველყოფის მომხრეა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პოლიტიკა დამატებით ხარჯებს მოითხოვს,  ახლა კი კონტინენტზე ზედმეტი ფული არ არის;

მეოთხე – რესპონდენტები კატეგორიულ უარს ამბობენ ჩინეთის მტრად, მოწინააღმდეგედ ან საფრთხედ აღიარებაზე, მხარს უჭერენ ნეიტრალიტეტს ვაშინგტონსა და პეკინს შორის კონფლიქტებში,  უწინარესად, ტაივანის კონფლიქტში. ამაში  თითქოს   გასაკვირი  არაფერია და არც შეიძლება იყოს, მაგრამ ეს ეწინააღმდეგება იმ ამოცანას, რომელსაც „გონებრივი ცენტრი“ საკუთარ თავს უყენებს – ევროატლანტიკური ერთიანობის გაძლიერება იდეოლოგიურ საფუძველზე.

საზოგადოდ, განმეორდა ვითარება, რომელიც შეიქმნა დაახლოებით ერთი წლის წინათ, როცა  ევროკომისიის დაკვეთით ჩატარდა გამოკითხვა. იმხანად შემკვეთებმა, ასევე  გაოგნებულმა, გაარკვიეს, რომ რუსეთთან დაპირისპირების საკითხში კონტინენტზე  ბევრი ფეხს არ უწყობს დასავლეთს,  განსაკუთრებით ევროკავშირში  მთავარ რუსოფილებად მიჩნეული ბულგარელები. ახალი გამოკითხვის მიხედვით, ბულგარელები ერთგულ არიან საკუთარი თავის: ამ ქვეყანაში გამოკითხულთა  მხოლოდ 17% მიიჩნევს რუსეთს მოწინააღმდეგედ.

სამწუხაროდ, არ შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთისა და მისი „გონებრივი  ცენტრების“ პროპაგანდისტულ  მცდელობებს  შედეგი საერთოდ არ მოაქვს: შედეგი არის და ის ხელშესახებია. ევროპაში  მათი რაოდენობა, ვინც რუსეთს  მოწინააღმდეგედ მიიჩნევს, თთქმის გაორმაგდა: ადრე  მესამედი იყო, ახლა  თითქმის ორი მესამედია.

ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა შვედეთი, დანია და ნიდერლანდები,  გამოკითხულთა უმრავლესობა მხარს უჭერს ჩინეთის წინააღმდეგ მკაცრი  სანქციების დაწესებას, თუ ეს ქვეყანა  რუსეთისთვის  იარაღის მიწოდებას დაიწყებს. ჩრდილოეთ  ევროპის მცხოვრებნი კითხვარის სხვა პუნქტებზეც  მკაცრად ანტირუსულ პოზიციას იკავებენ. ამაში ისინი ერთიანი არიან პოლონელებთან, მაგრამ კატეგორიულად არ ეთანხმებიან ბულგარელებსა და უნგრელებს.

„შემაშფოთებელია, რომ იტალია სადღაც შუაშია. იქ გამოკითხულთა მეოთხედი რუსეთს „მოკავშირედ“ მიიჩნევს და მხოლოდ მესამედი თვლის „მტრად“. იტალიელი საზოგადოების ორაზროვანმა დამოკიდებულებამ რუსეთის მიმართ შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს იტალიის მთავრობის მიერ უკრაინისადმი მხარდაჭერის სანდოობა“, – ხაზს უსვამენ  კვლევის შეშფოთებული ავტორები. მათ ამშვიდებს ის, რომ ევროკავშირში ბევრი კვლავ  უჭერს მხარს რუსეთის ფედერაციასთან  სანქციებით დაპირისპირებას, თუმცა ეს  ეწინააღმდეგება  უმრავლესობის სკეპტიციზმს, რომელიც რუსეთს დაუმარცხებელ  ძალად მიიჩნევს.

ასე არ ფიქრობს საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭო, ამიტომ მიუთითებს შემდეგზე: სამომავლოდ  საერთო ევროატლანტიკური  პოლიტიკა  შეიძლება შეეჯახოს სირთულეებს, რადგან ევროპელთა  შორის ერთიანობა არ არის. „ევროპელმა  ლიდერებმა თავიანთი ქმედებები  საზოგადოების მოლოდინებზე რომ დააფუძნონ, ისინი ვერ შეძლებდნენ მომზადებას  გამანადგურებელი  სცენარებისთვის, ევროპის უსაფრთხოებისთვის პოტენციურად დამანგრეველი შედეგებით ,“ – განაცხადა  პავლე ზერკამ, ანგარიშის  ერთ-ერთმა თანაავტორმა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „ხალხი  ის არ არის “. ამ რეპლიკაში „გონებრივი ცენტრის“ მიზნები ისე ჩანს, თითქოს ხელისგულზე დევს. ის, ისევე როგორც მოდარაჯე  ძაღლების ჯგუფი, უზრუნველყოფს ევროპული ცხვრის ფარის მოძრაობას ვაშინგტონელი მწყემსის უკან და მიმართავს ზომებს მათ მიმართ, ვინც ჩამორჩება – ზოგჯერ უბრალოდ ყეფს,  ზოგჯერ კი კბენს. რუსულ პუბლიცისტიკაში   გამოთქვამენ იმედს: ოდესმე (უფრო ადრე, ვიდრე გვიან) ევროპელები მიხვდებიან, რომ რუსეთი მათთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, რომ სასარგებლოა მასთან თანამშრომლობა, რომ ევროპული ქვეყნების ხელისუფლებების  ამჟამინდელ პოლიტიკას  კონტინენტი სახიფათო ჩიხში შეჰყავს  და ამით სარგებლობენ ამერიკელები, რომლებიც  პროცესებს დირიჟორობენ.

ეს კვლევა აჩვენებს, რომ ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეების მნიშვნელოვან ნაწილს მშვენივრად ესმის ყველაფერი, მიუხედავად მასობრივი პროპაგანდისა. ევროსაბჭოს მედიდური მაღალჩინოსნებისთვის ეს იმედგაცრუების მიზეზია;   რუსეთისთვის კი ეს გაცილებით ნაკლებად სასიხარულოა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. რეალური პრაქტიკა ასეთია: ხალხები არ ირჩევენ საგარეო პოლიტიკას, თუნდაც ძალიან მოინდომონ.

ბულგარეთში, მაგალითად, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგი არა მხოლოდ ხალხი იყო, რომელიც ამას არაორაზროვნად გამოხატავდა საპროტესტო აქციებზე, არამედ პარლამენტიც, რომელიც  თითქოს აკონტროლებდა მთავრობას, მაგრამ იმავე მთავრობამ ხალხისა  და პარლამენტისგან ფარულად საკმაოდ წარმატებით  მოამარაგა  უკრაინის  ჯარი იარაღით. ახლა კი, მორიგი რიგგარეშე  არჩევნების შემდეგ, იქ არის მთავრობა, რომელიც ეყრდნობა, ერთი მხრივ, პარტია „განაგრძე ცვლილებებს“, რომლის ლიდერმა, ექსპრემიერმა კირილე პეტკოვმა ხორცი შეასხა  იარაღით  ფარული მომარაგების სქემას, ხოლო, მეორე მხრივ , ატლანტიკოსებისა და რუსოფობების  პარტიას  ,,მოქალაქეები ბულგარეთის  ევროპული განვითარებისთვის’’, რომლის ჩამოშორებას ხელისუფლებიდან  ​​თითქოს „შემცვლელები“ ცდილობდნენ, მაგრამ რას არ გააკეთებ იმისთვის, რომ  ბრიუსელი კმაყოფილი დარჩეს. ბრიუსელი ბოლომდე კმაყოფილი არ არის, მაგრამ არ დაუშვებს აჯანყებას ევროპელთა რიგებში, ხოლო  ყველა დასკვნა და გაფრთხილება, რომლებსაც  სოროსის „გონებრივი ცენტრი“ გადმოსცემს, არის არა თავზე ნაცრის დაყრა ყვირილით  „ოჰ, ყველაფერი დაიკარგა“, არამედ იმის დემონსტრაცია, რომ გლობალისტებს ხელი  პულსზე უდევთ; ამოწმებენ, სად არის ვიწრო, სად შეიძლება გაწყდეს და  რესურსების დროულად გადანაწილებითა და  პოლიტტექნოლოგიებით  პოლიტიკის დაფარვით თავიდან აიცილონ ეს პროცესი.

ცვლილებები შესაძლებელია არა უადრეს  რუსეთის უძლეველობის გამოვლინებისა  ატლანტისტების მთავარი პოლიტიკური ფსონის – უკრაინის შეიარაღებული ძალების ე.წ. კონტრშეტევის – ფარგლებში. და აქ რუსებს  ნამდვილად აქვთ სიხარულის მიზეზი, რასაც უნდა ფიქრობდნენ ამაზე ევროპელები და მათი „გონებრივი ცენტრები “. მათ ფიქრი უკვე  დაუგვიანდათ.

 მოამზადა ლუკა მაისურაძემ

https://vz.ru/politics/2023/6/9/1215882.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here