Home ახალი ამბები მსოფლიო ევროპაში 1000 კუბ. მ ბუნებრივი აირის ფასმა 1700 დოლარს გადააჭარბა

ევროპაში 1000 კუბ. მ ბუნებრივი აირის ფასმა 1700 დოლარს გადააჭარბა

48

ლონდონის ბირჟა ICE-ის მონაცემებით, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასმა ათას კუბ. მეტრზე 1700 დოლარს გადააჭარბა. ეს პირველად მოხდა 10 მარტის შემდეგ.

აგვისტოს ფიუჩერსული ვაჭრობა TTF-ის ინდექსით 1630 დოლარის ნიშნულიდან დაიწყო და 1715 დოლარს მიაღწია. მარტის დასაწყისში ზედიზედ ოთხი დღის განმავლობაში ბუნებრივ აირზე ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს გადააჭარბა და ეს მოხდა რუსეთიდან ბუნებრივი აირის შეტანის აკრძალვის გამო.

ისტორიული მაქსიმუმი კი იყო 7 მარტს, როცა ათასი კუბ. მეტრის ფასმა 3892 დოლარს მიაღწია (+275% 23 თებერვლის ფასთან შედარებით). შემდეგ ფასი შემცირდა _ 6 ივნისს 900 დოლარამდე  დაეცა. ივნისის შუა რიცხვებში კი ბუნებრივი აირის ფასმა კვლავ მკვეთრად მოიმატა რუსეთიდან აირის მიწოდების შემცირების ფონზე. ანალიტიკოსების აზრით, ბუნებრივ  აირზე ამჟამინდელი ფასი კარგა ხანს შენარჩუნდება.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here