Home ახალი ამბები მსოფლიო „კატარგეიტი“: ევროპარლამენტის კორუფციულ სკანდალში მონაწილე საკვანძო პირმა გამოძიებასთან გარიგება დადო

„კატარგეიტი“: ევროპარლამენტის კორუფციულ სკანდალში მონაწილე საკვანძო პირმა გამოძიებასთან გარიგება დადო

154
„კატარგეიტი“: ევროპარლამენტის კორუფციულ სკანდალში მონაწილე საკვანძო პირმა გამოძიებასთან გარიგება დადო

ევროპარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა იტალიიდან, პიერ ანტონიო პანცერიმ აღიარა ატარის მიერ მოსყიდვაში თანამონაწილეობა ევროკავშირის პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის მიზნით, – იუწყება “პოლიტნავიგატორის” კორესპონდენტი.

ევროპარლამენტში გამეფებული კორუფციული სკანდალის მთავარმა ფიგურანტმა პანცერიმ მოინანია და გამოძიებასთან თანამშრომლობაზე დათანხმდა. 17 იანვარს მან ხელი მოაწერა შეთანხმებას ბელგიის ხელისუფლებასთან, რომელშიც მან აღიარა თავისი თანამონაწილეობა ქრთამის აღებაში და პირობა დადო, რომ გაამჟღავნებდა “მნიშვნელოვან” ინფორმაციას საქმის შესახებ, რომელსაც უკვე ეწოდა „კატარგეიტი“.

ბელგიის პროკურატურა იძიებს სქემას სახელწოდებით „მომსახურება ნაღდი ფულის სანაცვლოდ“, რომლის მიხედვითაც დიდ თანხებს იხდიდა “სპარსეთის ყურის ქვეყანა” (იგულისხმება კატარი) ევროკავშირის პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის მიზნით. ევროპარლამენტარების ასეთი მოსყიდვის სავარაუდო მონაწილედ ბელგიის ხელისუფლებამ მაროკო გამოაცხადა. 2017 წლამდე პანცერი ხელმძღვანელობდა საპარლამენტო დელეგაციას მაღრიბის ქვეყნებთან ურთიერთობისთვის, რომელშიც შედის მაროკო.

ჩრდილი ასევე მიადგა კატარის უფლებას, ემასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ფეხბურთში. ამასთან, კატარი და მაროკო უარყოფენ ბრალდებებს მათ მიმართ.

პანცერი, ქრთამის აღების და ფულის გათეთრების ბრალდებით, დეკემბრის შუა რიცხვებიდან პატიმრობაში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, მის სახლში 600 ათას ევროზე მეტი ნაღდი ფული აღმოაჩინეს. მისი ადვოკატის თქმით, იტალიელს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, თუმცა თანამშრომლობის სანაცვლოდ მას ერთ წელიწადში გაათავისუფლებენ. ყოფილ ევროპარლამენტარს ასევე ემუქრება ჯარიმა და საკუთარი აქტივების კონფისკაცია, რომლის ღირებულება, პროკურორის თქმით, მილიონ ევროს შეადგენს.

პანცერი ეჭვმიტანილია იმაში, რომ ის იყენებდა მის მიერ შექმნილ საზოგადოებრივ ორგანიზაციას „დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლას“ დიდი თანხების გადასახდელად და საჩუქრების გადასაცემად პოლიტიკოსებისთვის, რომლებსაც შეეძლოთ გავლენა მოეხდინათ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებებზე. ამაში დიდი როლი პანცერის ყოფილმა თანაშემწემ ფრანჩესკო ჯორჯიმაც ითამაშა.

მათი თანამონაწილეობა 2018 წელს დაიწყო, როდესაც მისი ბოსი კატარში მუშაობაზე დათანხმდა. ჯორჯი ესწრებოდა ფარულ შეხვედრებს ქრთამის პოტენციურ მიმღებებთან, რამდენადაც იგი მათთან მუშაობდა თარჯიმნად პანცერისთვის, რომელიც მხოლოდ იტალიურად საუბრობს. ახლა ჯორჯიც პატიმრობაშია.

2016 წელს მან დადო წინასაქორწინო ხელშეკრულება ევა კაილისთან. იმ დროისთვის ის უკვე იყო ევროპარლამენტის წევრი საბერძნეთიდან, შემდეგ კი ვიცე-სპიკერად აირჩიეს. რადგანაც კაილის დეპუტატის იმუნიტეტი იცავდა, მისი დაკავების ერთადერთი გზა ფაქტზე დაკავება იყო. ეს გასული წლის 9 დეკემბერს მოხდა, მის ბინაში პოლიციამ 150 ათასი ევრო აღმოაჩინა. ამის შემდეგ ევა კაილის იმუნიტეტი მოუხსნეს და ახლა ისიც გისოსებს მიღმაა. ევროპარლამენტი მუშაობს კიდევ ორი დეპუტატის იმუნიტეტის ჩამორთმევაზე, რომლებთანაც ბელგიის გამოძიებას სურს საუბარი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here