Home ახალი ამბები მსოფლიო ევროპა ჩინეთისა და რუსეთის კვალდაკვალ საკუთარ საბანკო საგადამხდელო სისტემას ქმნის

ევროპა ჩინეთისა და რუსეთის კვალდაკვალ საკუთარ საბანკო საგადამხდელო სისტემას ქმნის

288

20 ევროპული ბანკი ცდილობს, ერთიანი ევროპული საგადასახადო სისტემის შემუშავებას, რომელიც შეძლებს ამერიკული Visaს, MasterCardისა და სხვების შეცვლას. ლაპარაკია პანევროპულ საგადასახადო სისტემა PEPSI-ზე (Pan-European-Payment System Initiative). 

ევროპის მიერ შექმნილი საგადასახადო სისტემა კონკურენციას გაუწევს ევროკავშირში გაბატონებულ ამერიკულ Visa-სა და MasterCard-ს. რუსეთისა და ჩინეთის გასვლა ამერიკის დამოკიდებულებიდან გასაგები და ლოგიკურია. ევროკავშირი კი არასოდეს მოქცეულა სასანქციო ან სავაჭრო წნეხის ქვეშ, მაგრამ ბრიუსელი მაინც მიდის აშშ-ის წინააღმდეგ.

20 ევროპული ბანკი ცდილობს, ერთიანი ევროპული საგადასახადო სისტემის შემუშავებას, რომელიც შეძლებს ამერიკული Visa-ს, MasterCard-ისა და სხვების შეცვლას. ლაპარაკია პანევროპულ საგადასახადო სისტემა PEPSI-ზე (Pan-European-Payment System Initiative).

სააგენტო “ფრანსპრესის” მონაცემებით, ერთიანი ევროპული საგადასახადო სისტემის შემუშავებაში ჩართულია საფრანგეთის ბანკების უმრავლესობა, აგრეთვე, “დოიჩე ბანკი”. საინტერესოა, რომ არც ერთ ევროპულ ბანკს არ დაუდასტურებია თავისი მონაწილეობა პროექტში.

საკუთარი საგადასახადო სისტემის შექმნის ინიციატივა თავიდანვე პოლიტიკური იყო. ევროპის ცენტრალური ბანკი ჯერ კიდევ 2017 წელს შეშფოთდა გადასახადების სუვერენიტეტის პრობლემით. როგორც ჩანს, მას შემდეგ საქმე წინ წავიდა, თუმცა ევროპული ბანკები ამას წყნარად აკეთებენ.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here