Home ახალი ამბები საქართველო ევროპა ახლაც რუსეთის გადასარჩენია!

ევროპა ახლაც რუსეთის გადასარჩენია!

გარდაქმნის ახალი ყლორტები

467
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური

ვის სურს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქება?

დააკვირდით რუკას. ეს იქნება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რუსეთისა და ევროპის ჩაძირვა რადიაციულ ჯოჯოხეთში. ევროპაში უდიდესი  ატომური ელექტროსადგურის აფეთქება ვინმეს თუ სურს, ეს აშშია, სხვა არავინ. ამ საშინელ ბოროტებას ამერიკელები რუსეთს ვერ გააკეთებინებენ იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში ამერიკელები ხელისუფლებას ვერ აკონტროლებენ; უკრაინაში კი ამერიკული ხელისუფლებაა, რომელიც პირდაპირ ვაშინგტონიდან იმართება. რუსეთი თუ რუსი ხალხის ბედზე ზრუნავს, უკრაინის ხელისუფლებას უკრაინელი ხალხის ბედი ფეხებზე ჰკიდია, ვინაიდან იგი ამ ხალხის ხელისუფლება კი არ არის, აშშის ხელისუფლების ნაწილი და მისი გაგრძელებაა.

უკრაინის ხელისუფლება აშშ-ის დავალებას ასრულებს, ამიტომ ამერიკიდან თუ მოდის დავალება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქებისა, ზელენსკი და მისი ფაშისტური ხუნტა, თუკი ამის საშუალება მიეცემათ, მას დაუფიქრებლად ააფეთქებენ.

რატომ შეიძლება  აშშ-ის სპეცსამსახურებიდან ასეთი დავალება მოდიოდეს? ეს აფეთქება იმ მასშტაბის კრიზისს გამოიწვევს რუსეთშიც და ევროპაშიც, რომ ამის შემდეგ ამ რთულ რეგიონებში აშშის როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური ჰეგემონიის გავრცელება გაადვილდება. ისტორიაში სპეციალისტებს ამერიკელების ამგვარი ქმედების პრეცედენტი ეგულებათ, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს ამერიკელების მიერ უკვე აპრობირებული მეთოდია. მხედველობაში გვაქვს ჩერნობილის 1986 წლის კატასტროფა, რომელსაც საბჭოთა კავშირზე, უშუალო ტრაგედიასა და მილიონიან მსხვერპლზე რომ არაფერი ვთქვათ, დამანგრეველი პოლიტიკური რეზონანსი ჰქონდა. რა იყო ჩერნობილის კატასტროფატრაგიკული შემთხვევა თუ დივერსიული აქტი? ვაანალიზებ რა აშშ-ის პოლიტიკური ისტებლიშმენტის საქმიანობას, საზოგადოდ, საკითხის ამ კუთხით დასმას იმ შემთხვევაშიც არ მოვერიდებოდი, ამის შესახებ  ჩემამდე არავის არაფერი რომ არ ჰქონდეს ნათქვამი, მაგრამ ამ თემაზე არამხოლოდ პოლიტიკური ვარაუდები გამოუთქვამთ, არამედ მრავალი ისეთი მეცნიერული დასაბუთებაც მოუყოლებიათ, რომ თმები ყალყზე გიდგება. დააკვირდით მსჯელობას, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ, მასში ღრმა აზრია ჩადებული:

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კიევის განუწყვეტელი შეტევები ადასტურებს დასავლური ცივილიზაციის უგუნურების იმ მასშტაბებს, რომ მათ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ბირთვული კატასტროფის გამოყენებაც კი შეუძლიათ. აქედან ერთ უმთავრეს დასკვნამდე მივდივართ: რის გაკეთებასაც ახლა ცდილობენ, შესაძლებელი იყო, წარსულშიც გაეკეთებინათ“.

ამ სიტყვების ავტორი ბირთვული გამოკვლევების ეროვნული ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერი ალექსანდრე ოდინცოვია. მისი მტკიცებით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე სწორედ იმ საშინელი ავარიის წელს რაღაც ძალებს წამოუწყიათ მაღალი რისკის შემცველი ექსპერიმენტი. დამეთანხმებით, რომ ეს ძალიან საეჭვო მოვლენაა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ საბჭოთა კავშირი იმხანად უკვე შესული იყო იმ საბედისწერო ველში, რომელსაც გორბაჩოვის მიერ წამოწყებული “გარდაქმნა” ერქვა. მაშინ თუ არ იცოდნენ, ახლა ხომ ვიცით, შემდგომში რის სინონიმადაც იქცა გორბაჩოვის მიერ შემოღებული და დამკვიდრებული ეს პოლიტიკური ტერმინი – საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური სისტემის მიზანმიმართული ნგრევის. ამ ვითარებაში რატომ არ უნდა დავუშვათ, რომ უზარმაზარ ატომურ ელექტროსადგურზე მაღალი რისკის შემცველი ექსპერიმენტის წამოწყება იმ დიდი პოლიტიკური ექსპერიმენტის ორგანული შემადგენელი ნაწილი იყო, რომელსაც ქვეყნის ნგრევა უნდა გამოეწვია?! მით უფრო, რომ არამხოლოდ ეს საბედისწერო ექსპერიმენტი დაიგეგმა საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში, არამედ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში ყველა საკვანძო საკადრო დანიშვნაც იქ განხორციელდა (აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ მაღალ თანამდებობებზე პერსონალიების დამტკიცება მუდამ პარტიის ცენტრალურ კომიტეტში ხდებოდა, ლაპარაკია მთავარი ინჟინრის პოზიციაზე იმ პიროვნების (ნიკოლაი ფომინი) დანიშვნაზე, რომელსაც პარტიის ცკ-ის გარდა მხარს არავინ უჭერდა, ვინაიდან იგი არათუ შესაფერისი კანდიდატი, ბირთვული დარგის სპეციალისტიც კი არ იყო).

ალექსანდრე ოდინცოვი ჩამოთვლის თხუთმეტ ნაბიჯს, რომელთა გადადგმამაც ჩერნობილში საშინელი ტრაგედია დაატრიალა. უდიდეს ატომურ ელექტროსადგურზე უდიდესი კითხვის ნიშნების შემცველი ეს ნაბიჯები როდესაც იდგმებოდა, გარეთ მიმდინარეობდა სახელმწიფოს დამანგრეველი პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესი სახელწოდებით  „გარდაქმნა“. ნუთუ ეს არ იძლევა  ჩერნობილის ავარიაში მიზანმიმართული დანაშაულის კვალის ძებნის საფუძველს? ამის შესახებ მრავალი სპეციალისტი ლაპარაკობს. ხსენებული ავტორი ალექსანდრე ოდინცოვი კი ამ დანაშაულის შესახებ აბსოლუტურად ღია ტექსტით ამბობს: “Aнализ действий персонала и главное – сопутствующих им обстоятельств вскрывает жуткую картину тщательно замаскированного преступного замысла, который, собственно, и был причиной аварии”.

სპეციალისტების შეფასებით, ჩერნობილის ღირებულება განისაზღვრებოდა 300-დან 360-მდე მილიარდი დოლარით, ხოლო ჩერნობილის ავარიით რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსისთვის მიყენებული ზარალი იმ პერიოდისთვის 500 მილიარდი დოლარით განისაზღვრა. თუკი ამ საქმეში დივერსანტის ვინაობა დადგინდება, ამ რესპუბლიკებს რეპარაციის სახით ტრილიონი დოლარის მოთხოვნა შეუძლიათ, თუმცა ეს საკითხის  სხვა მხარეა.

ჩერნობილის კატასტროფის კიდევ ერთი მკვლევარი, უკრაინელი ფიზიკოსი და ატომური ენერგეტიკის სპეციალისტი ნიკოლაი კრავჩუკი წერს: ეს იყო გენიალურად დაგეგმილი დანაშაული. ჩერნობილის კატასტროფის მთავარი შემოქმედი იყო ის, ვინც საბჭოთა კავშირის ნგრევის არქიტექტორად მოგვევლინა. რეაქტორის აფეთქება წინასწარ იყო დაგეგმილი გორბაჩოვის  სკკპ ცენტრალურ კომიტეტში, დანაშაული კი მოხერხებულად გადაბრალე ატომური ელექტროსადგურის პერსონალს“.

ჩერნობილის ტრაგედია შემთხვევით მომხდარი ფაქტი რომ არ არის, ამას ატომურ ელექტროსადგურებსა და სხვა ობიექტებზე მომხდარი ინციდენტების ისტორიისთვის თვალის ზერელე გადავლებაც კი დაგვიდასტურებს.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მისადგომებს რუსი ჯარისკაცები  იცავენ

2011 წლის 11 მარტს საშინელი ავარია მოხდა იაპონიის ატომურ ელექტროსადგურ ფუკუსიმაზე, რომელიც ყველაზე მასშტაბური იყო ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ, მაგრამ აქ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ამ სადგურს თავს დაატყდა რიხტერის შკალით 9ბალიანი ცუნამი. დანარჩენ ავარიების მასშტაბები კი ასე გამოიყურება:

1. ტოკაიმურა (იაპონია, 1999 .). 2 გარდაცვლილი, 70 დაშავებული;

2. ტრიმაილაილენდი (აშშ, 1979 .). გაგრილების სისტემამ არ იმუშავა და გამოიწვია რეაქტორის გადახურება, მაგრამ კატასტროფა თავიდან იქნა აცილებული;

3. ოიანია (ბრაზილია 1987 .). 4 გარდაცვლილი, 245 დაშავებული;

4. წყალქვეშა ატომური ხომალდი К-19, ატლანტის ოკეანე (საბჭოთა კავშირი 1961 .). 28 გარდაცვლილი;

5. უინდსკეილი (ინგლისი, 1957 .). 200 დაშავებული;

6. SL-1 (აშშ, 1961 .). 5 დაღუპული;

7. იუკაფლეტი (აშშ, 1970 .). 2 გარდაცვლილი, 86 დაშავებული.

შეადარეთ ეს მასშტაბები ჩერნობილის კატასტროფის სრულიად წარმოუდგენელ მასშტაბებს და მიიღებთ კიდევ ერთ სერიოზულ არგუმენტს, რომ ჩერნობილის ავარია საბჭოთა კავშირის დასანგრევად გამიზნული წინასწარ დაგეგმილი ტრაგედია იყო.

აქედან გამომდინარე, არ უნდა იყოს ძნელი იმის მიხვედრა და გააზრება,  რა მიზნებს ისახავენ აშშ-ის ის ბოსები, რომლებიც მათ მიერ დაქირავებულ ხელისუფლებას, რომელიც  დღევანდელ უკრაინას უდგას სათავეში, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების დავალებას აძლევენ და დავალებასთან ერთად შეიარაღებით, ფინანსებით საინფორმაციო-სადაზვერვო მონაცემებით უზრუნველყოფენ. ამით ისინი თავიანთი შიდა პრობლემების ჩამოწერას თუ ვერა, გადავადებას მაინც მიაღწევენ, ხოლო ევროპის სახელმწიფოებს, რუსეთსა და, რა თქმა უნდა, უკრაინასაც იმ მასშტაბის კატასტროფას უმზადებენ, რომელიც მათ იძულებულს გახდის, აშშის წინაშე დაიჩოქონ და მისი ერთპიროვნული ჰეგემონია აღიარონ. რამდენი რუსი, უკრაინელი თუ ევროპელი შეეწირება ამ ბინძური ჩანაფიქრის რეალიზებას, ეს ზუსტად იმდენად აწუხებს ამერიკის პოლიტიკურ ელიტას და პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციას, რამდენადაც 1945 წელს პრეზიდენტ ტრუმენსა და მის ადმინისტრაციას აწუხებდა ჰიროსიმასა და ნაგასაკიში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის ბედი და რაოდენობა.

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ რუსეთს აქვს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაცვისა და მთელი პლანეტის მოსახლეობისთვის ახალი ატომური კატასტროფის არიდების ყველა საშუალება, მაგრამ ის კი უდავო ფაქტია, რომ ე.წ. გარდაქმნის ამერიკული სიბინძურე მისი ახალ-ახალი ყლორტებით კიდევ ბევრჯერ შეაწუხებს კაცობრიობას.

გაბრიყვებული ევროპა, რომელიც სეა დამონებული აშშის მიერ, რომ საკუთარი თავი ყოფნაარყოფნის ზღვრამდე მიჰყავს, კიდევ ერთხელ შეიქნა რუსეთის გადასარჩენი, თუმცა რუსეთს ამის გამო მადლობას მომავალშიც ისევე არ ეტყვიან, როგორც ახლა არ ეუბნებიან ევროპული ფაშიზმისგან ევროპის ხსნისთვის მეოცე საუკუნეში. ეს ყველაფერი სიგიჟესთან რომ არის წილნაყარი, დღეს ამას, ალბათ, ყველა ხვდება, მაგრამ ის,  რა არის ამ სიგიჟის მამოძრავებელი, არც ისე მარტივი მისახვედრია. ოდესმე ამ სიგიჟესაც მოეძებნება ახსნა, რადგან უილიამ შექსპირის მიერ საუკუნეების წინათ ნათქვამს თუ ვერწმუნებით, ყველა სიგიჟეს თავისი ლოგიკა აქვს.

ვალერი კვარაცხელია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here