Home ახალი ამბები მსოფლიო ევროკავშირმა ჟურნალში გამოაქვეყნა გადაწყვეტილება რუსულ ნავთობზე ფასების შეზღუდვის შესახებ

ევროკავშირმა ჟურნალში გამოაქვეყნა გადაწყვეტილება რუსულ ნავთობზე ფასების შეზღუდვის შესახებ

ევროკავშირმა ოფიციალურ ჟურნალში გამოაქვეყნა გადაწყვეტილება რუსეთიდან ნავთობის ფასებზე ჭერის შემოღების შესახებ.

60
ევროკავშირმა ჟურნალში გამოაქვეყნა გადაწყვეტილება რუსულ ნავთობზე ფასების შეზღუდვის შესახებ

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ბარელ ნავთობზე ფასი 60 დოლარად არის განსაზღვრული.

„აკრძალულია პირდაპირი ან არაპირდაპირი ტექნიკური დახმარების გაწევა, საშუამავლო მომსახურება, დაფინანსება ან ფინანსური დახმარება, რომელიც დაკავშირებულია იმ ნედლი ნავთობით ან ნავთობპროდუქტებით ვაჭრობასთან, საშუამავლო მომსახურებასთან ან ტრანსპორტირებასთან, რომელიც წარმოებულია რუსეთიდან ან ექსპორტირებულია რუსეთიდან“, – ნათქვამია განცხადებაში.

3 დეკემბერს ევროკომისიამ განაცხადა, რომ G7 ქვეყნები, ევროკავშირი და ავსტრალია შეთანხმდნენ 5 დეკემბრიდან ზღვით მიწოდებული რუსული ნავთობის ბარელზე 60 დოლარის ფასის შემოღებაზე.

რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა გააფრთხილა, რომ რუსეთი არ მიაწვდის ნავთობს და ნავთობპროდუქტებს იმ ქვეყნებს, რომლებიც ენერგორესურსებზე ფასის ჭერს აწესებენ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არასერიოზული უწოდა G7-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებას რუსეთიდან ნავთობის ფასებზე ჭერის 60 დოლარად დაწესებას. მისი აზრით, ეს არის „სუსტი პოზიცია“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here