Home ახალი ამბები საქართველო ევროკავშირის ელჩი – 19 აპრილის შეთანხმება კარგ საწყის წერტილად რჩება, როგორც პროცესისთვის,...

ევროკავშირის ელჩი – 19 აპრილის შეთანხმება კარგ საწყის წერტილად რჩება, როგორც პროცესისთვის, ასევე შინაარსისთვის – ევროკომისიის მხრიდან ამ შეთანხმების სულისკვეთებაზე საუბარი შემთხვევითი არ არის

46

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, შემთხვევითი არ არის, რომ ევროკომისია თავის მოსაზრებაში „19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებაზე“ საუბრობს.

ევროპელი დიპლომატი პასუხობს შეკითხვას იმის თობაზე, უნდა იქნას თუ არა 19 აპრილის შეთანხმება გამოყენებული 12 პრიორიტეტზე რეაგირების ერთ-ერთ ნაბიჯად და როგორც აღნიშნავს, სწორედ ეს შეთანხმება იყო მაგალითი იმისა, თუ რა ტიპის მუშაობაა საჭირო მხარეებს შორის.

ელჩის განმარტებით, მხარეებს ახლა მოუწევთ, დასხდნენ და შეთანხმდნენ სამომავლო გეგმებზე, ხოლო 19 აპრილის შეთანხმება კარგ საწყის წერტილად რჩება, როგორც პროცესისთვის, ასევე შინაარსისთვის.

ამასთან, კარლ ჰარცელის თქმით, ევროპისკენ მიმავალი გზა დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად რჩება.

„ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა. საქართველომ, ისევე როგორც უკრაინამ და მოლდოვამ, კონკრეტული ქმედებებით უნდა წარმოაჩინონ თავიანთი მზადყოფნა და უნარი, წაიწიონ წინ – ევროკავშირისკენ. დასაკარგი დრო არ არის, რადგან ევროპის თვალი და ყური ამჟამად ამ რეგიონისკენაა მომართული. საქართველოსთვის გამოწვევაა 12 პრიორიტეტი, რაც უფრო მალე შესრულდება, როგორც კი ეს მოხდება, ქვეყანა ძალიან მძლავრ გზავნილს გაუგზავნის ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, რომ საქართველო დაბრუნდა სწორ გზაზე და შესაძლებელია მასზე დაყრდნობა, წინსვლის იმედით. თვითკმაყოფილების დრო არ არის, რადგან ეს მომენტი ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ახლა, საჭიროა მოქმედება“, – აცხადებს ჰარცელი.

ევროკავშირის ელჩის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში ყველამ გააცნობიეროს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის კარის გაღების თაობაზე, ნამდვილად ისტორიული მომენტია. მისივე განმარტებით, ყველამ უნდა იფიქროს, თუ როგორ გამოიყენოს ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი მნიშვნელოვანი შესაძლებლობები.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here