Home ახალი ამბები მსოფლიო ევროკავშირი გააფრთხილეს, რომ კალინინგრადში ტრანზიტით ბლოკირებას “უკიდურესი პასუხი” მოჰყვება

ევროკავშირი გააფრთხილეს, რომ კალინინგრადში ტრანზიტით ბლოკირებას “უკიდურესი პასუხი” მოჰყვება

53

რეგიონის გუბერნატორმა ანტონ ალიხანოვმა  განაცხადა, რომ რუსეთს  “უკიდურესიეკონომიკური პასუხი აქვს კალინინგრადის ოლქში ტვირთების ტრანზიტის ბლოკირებაზე, _ იუწყებარია ნოვოსტი”.

“თუ ისინი აპირებენ ამის გაკეთებას, მაშინ ჩვენ გვაქვს ეკონომიკური სახის უკიდურესი პასუხი. ვნახოთ, ვინ უფრო ძლიერია. რაღაც მკარნახობს, რომ ჩვენ უფრო ძლიერი ვიქნებით, თუმცა ძალიან არ მინდა, შეჯიბრებაში ჩავერთო. იმედი მაქვს მათი კეთილგონიერების”, _ განაცხადა ალიხანოვმა და  აღნიშნა, რომ ევროპელები რეგიონს ისეთ პირობებში აყენებენ, რომ ზღუდავენ ჰუმანიტარულ შესაძლებლობებს და ნორმალურ არსებობას, შედეგად უარესდება მილიონზე მეტი ადამიანის ცხოვრება.

ალიხანოვის აზრით, ლიეტუვის ხელისუფლება ვითარების პოლიტიზებით ცდილობს, მეტი მიიღოს ევროკავშირისა და ნატოსგან.

ლიეტუვამ 18 ივნისიდან შეწყვიტა კალინინგრადის ოლქში იმ ტვირთების ტრანზიტი, რომლებიც სანქციების სიაში მოხვდა. რუსეთმა ლიტვის ელჩი გამოიძახა და პასუხი მოსთხოვა შეთანხმების პირობების დარღვევისთვის.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ევროკომისია შეასრულებს ვალდებულებებს და არ შეაფერხებს ტვირთების ტრანზიტს კალინინგრადის ოლქში.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here