Home ახალი ამბები “ეს მომაკვდინებელი ომი ხალხის წინაშე, არის შესაჩერებელი – ხელისუფლება ბიზნესთან, სირაქლემას პოზაში...

“ეს მომაკვდინებელი ომი ხალხის წინაშე, არის შესაჩერებელი – ხელისუფლება ბიზნესთან, სირაქლემას პოზაში აგრძელებს ყოფნას “

1731

დღეს, 9 თებერვალს თბილისში, მშენებარე კორპუსიდან 27 წლის მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაცვალა.

ბოლო დროს, სამუშაო ადგილებზე მუშების გახშირებულ დაღუპვასთან დაკავშირებით, “საქართველო და მსოფლიო” უფლებადამცველ ლაშა მესხს ესაუბრა:

უფლებადამცველის განცხადებით, სახელმწიფო, შრომის უსაფრთხოების შესახებ მომზადებული კანონის მიღებას, აჭიანურებს.

ლამის ყოველდღიურობად იქცა, რომ მუშები გვეღუპებიან, სამუშაო ადგილებზე. ნიშანდობლივია, ის ფაქტი, რომ პარლამენტმა წინა კვირას, ერთი კვირით გადადო, შრომის უსაფრთხოების შესახებ მომზადებული, მე ვფიქრობ, დამცინავი კანონის მიღება.

თუ აღმოჩნდა, რომ კომპანია არღვევს შრომის უსაფრთხოებას, პირველ ეტაპზე კანონპროექტი გულისხმობს გაფრთხილებას, ხოლო შემდეგ ჯერზე, ჯარიმას, 50 ლარის ოდენობით. დღეს თუ ხელისუფლებას ადამიანის სიცოცხლე 50 ლარი უღირს, მაშინ რაზე უნდა ვეპალარაკოთ ამ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენ მივეცით ეს მანდტები და საკუთარ თავს უწერენ პრემია-დანამატებს“- განაცხადა უფლებადამცველმა.

მესხის განცხდებით, ხელისუფლება მინიმალურ დათმობზე არ მიდის ბიზნესთან და აგრძელებს სირაქლემას პოზაში ყოფნას.

კომპანიებს აქვთ თავისუფალი ველი და სახელმწიფოს მხრიდან არავინ არ არის განმკითხველი. ეს პრობლემა წლებია გრძელდება და ეს არ არის, მარტო ამ მთავრობის პრობლემა. ასევე, გარკვეული სექტორების მხრიდან აღნიშნულ საკითხზე, ინდეფერენტულ მიდგომებს აქვს ადგილი, მაგრამ ვერავის, ვერ დაავალდებულებ ეს გტკიოდეს. სოლიდარობის განცდის გარეშე, პრობლემას ვერ ავღმოფხვრით“, -აღნიშნა უფლებადამცველმა.

გაერთიანებული პროფკავშირების სტატისტიკით, 2017 წელს, 41 ადამიანი დაიღუპა და 66 მძიმედ დაშავდა სამუშაოს შესრულების დროს. მათგან, მშენებლობაზე მუშაობისას 17 გარდაიცვალა და 22 მძიმედ დაშავდა.

მათივე ცნობით, გაცილებით დიდია სიკვდილიანობის შედეგები ტრამვის შემდეგ, რასაც ოფიციალური უწყებები აღარ აღრიცხავენ.

სტატისტიკა, ეს არ არის მხოლოდ ციფრები, ამ ციფრების უკან დგანან ოჯახები და ეს მათი ტრაგედიაა,რომელიც მთელი საზოგადოების ტრაგედიაცაა. აი ეს მომაკვდინებელი ომი ხალხის წინაშე, არის შესაჩერებელი“, – აღნიშნა მესხმა.

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here