“ეს კლიპი მაშინ შეიქმნა, როცა ზოგიერთები მთავრობის კარზე სათათბურე პირობებს იქმნიდნენ”

მომღერალმა ანრი ჯოხაძემ სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე, საკუთარი მუსიკალური კლიპის ვიდეო – „ბედნიერი ერი“ გააზიარა და აღნიშნა, რომ არც ერთი ხელისუფლების ფავორიტი მომღერალი არასოდეს არ ყოფილა.

„ვამაყობ, რომ არასოდეს ვყოფილვარ კოლექტიური აზროვნების. ეს კლიპი 2009 წელს შეიქმნა, მაშინ როცა მთავრობის კარზე ზოგიერთები სასათბურე პირობებს იქმნიდნენ. ამიტომაც არ ვარ არც ერთი ხელისუფლების ფავორიტი მომღერალი. პროტესტი „კოლეგებო“, პროტესტი, თორემ სიყვარულზე ჩემზე კარგად მაინც ვერავინ იმღერებთ“, – წერს ანრი ჯოხაძე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here