Home ახალი ამბები მსოფლიო ერთპოლუსიანი სამყარო აშშ-ის ჰეგემონიით დანგრეულია _ ჩინეთი, რუსეთი და ირანი ხდებიან ბირთვი...

ერთპოლუსიანი სამყარო აშშ-ის ჰეგემონიით დანგრეულია _ ჩინეთი, რუსეთი და ირანი ხდებიან ბირთვი კოალიციისა, რომელიც დაუპირისპირდება ცივილიზაციის განვითარების ტრანსჰუმანისტულ ვექტორს

218

ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი 14 თებერვალს მაღალი რანგის პოლიტიკური და ეკონომიკური დელეგაციით ჩინეთის დედაქალაქში ჩაფრინდა. ამის შესახებ  თავის ტელეგრამარხზე წერს სამხედრო ექსპერტი ვლადისლავ შურიგინი.

ებრაჰიმ რაისის პეკინში ვიზიტი ირანის პრეზიდენტის პირველ ოფიციალურ ვიზიტად ითვლება ბოლო 20 წლის განმავლობაში. პეკინში რაისის ვიზიტის პირველი დღის დღის წესრიგშია ჩინეთის პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრსა და ეროვნული სახალხო კონგრესის თავმჯდომარესთან შეხვედრები და თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტების ხელმოწერა.

ჩვენ თვალწინ იწყებს ჩამოყალიბებას ანტიამერიკული ალიანსი, ქვეყნების ალტერნატიული თანამეგობრობა საკუთარი ხედვით თავიანთი განვითარების გზების შესახებ, და ეს მხოლოდ დასაწყისია. ასეთი ალიანსი გახდება ალტერნატივა ყველა იმ ქვეყნისთვის, რომლებიც არ ეთანხმებიან ვაშინგტონის ტოტალურ დიქტატურას, რომელიც სსრკ-ის დაშლის შემდეგ ოცდაათი წლის განმავლობაში ძალით აწესებდა საკუთარ წესრიგს მსოფლიოში.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

https://tlgrm.ru/channels/@ukraina_ru/132461

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here