Home ახალი ამბები საქართველო ერთი ხაფანგი და თერთმეტი სისულელე

ერთი ხაფანგი და თერთმეტი სისულელე

შეცვლილი საგამოცდო ბილეთი ევროპისთვის

754

ქართველთა მიერ ოცდაათი წლის წინათ ომახიანად ნათქვამმა ეპოქალურმა წინადადებამ  – ჩვენ გავხდებით ნატოსა და ევროკავშირის წევრი” –  დიდი ტრანსფორმაცია განიცადა. დღეს ნატოს წევრობის პერსპექტივაზე  მხოლოდ  ჩურჩულებენ. ეს საკითხი ვიღაცამ  უხმაუროდ მოხსნა დღის  წესრიგიდან და ისტორიის ძველ ზარდახშაში ისე გადამალა, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგო. წინადადების მეორე ნაწილი კი, რომელიც ევროკავშირის წევრობას შეეხებოდა, ჯერ კიდევ აქტიურად გაისმის სხვადასხვა ტრიბუნიდან, მაგრამ ძველებური რიხი და შემართება აღარ იგრძნობა. რიხი და შემართება კი არა, კნავილიღა ისმის, თანაც,  წევრობაზე კი არა, წევრობის კანდიდატობაზე.

სანამ კანდიდატობის შესახებ ვიტყვი რამეს,  ერთად გადავავლოთ თვალი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ევროპასთან ჩვენი ურთიერთობის დინამიკის საკვანძო მომენტებს:

* საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს „ხელშეკრულება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ”, რომელსაც ხელი მოეწერა  1996 წელს  და  1999 წელს შევიდა ძალაში. ხელშეკრულება არეგულირებს ურთიერთობებს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა პოლიტიკური დიალოგი, ვაჭრობა, ინვესტიციები, ეკონომიკა, კანონმდებლობა და კულტურა;

* 2003 წელს შემუშავდა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირსა და მის მეზობელ ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთდაახლოების პროცესის მხარდაჭერას;

* საქართველოზე ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა გავრცელდა 2004 წლიდან, ხოლო 2006 წლის 14 ნოემბერს ხელი მოეწერა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საქართველო-ევროკავშირის სამოქმედო გეგმას, რომელშიც ასახულია თანამშრომლობის სტრატეგიული მიზნები და პრიორიტეტები, მათ შორის სამართლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხები;

* 2013 წლის 29 ნოემბერს ქ. ვილნიუსში გამართულ „აღმოსავლეთ პარტნიორობის” მესამე სამიტის ფარგლებში მოხდა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტის ჩათვლით;

* ევროკავშირთან  საქართველოს ასოცირების შეთანხმებას ხელი მოეწერა 2014 წლის 27 ივნისს;

* 2016 წლის 9 მარტს ევროკომისიამ ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურად წარუდგინა საკანონმდებლო წინადადება N 539/2001 რეგულაციაში ცვლილების შეტანის შესახებ. ცვლილება ითვალისწინებდა ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებთან მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს, შეუძლიათ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობა. ევროკავშირის ინსტიტუტებში დაახლოებით ერთწლიანი განხილვების შემდეგ 2017 წლის 2 თებერვალს ხსენებული წინადადება დამტკიცდა ევროპარლამენტის მიერ,  27 თებერვალს კი ევროკავშირის საბჭოს მიერ რამდენიმე დღეში (1 მარტი) განახლებულ რეგულაციას ხელი მოაწერა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელმა, რის შემდეგაც 8 მარტს იგი გამოქვეყნდა ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში;

* 2017 წლის 28 მარტიდან  საქართველოს მოქალაქეები პირველად გაემგზავრნენ უვიზოდ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში.

ჩნდება შეკითხვა: თუკი საქართველოს ევროკავშირთან ხელ მოწერილი აქვს ეკონომიკურ, სავაჭრო, საინვესტიციო, ენერგეტიკულ, სამეზობლო, უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და სხვა ხელშეკრულებებზე; თუკი საქართველოს ევროკავშირთან ხელი მოწერილი აქვს ასოცირების შეთანხმებაზე და თუკი საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებობს უვიზო მიმოსვლა, ყოველივე ამის შემდეგ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი არ არის? მაშ, რა არის კანდიდატობა? ყოველივე ამის შემდეგ კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე ევროკავშირს ცალკე უნდა ვეხვეწოთ? ეს ნორმალურია? რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ, ეს კანდიდატობა კი არ არის, წევრობაა უკვე, რადგან გაუგებარია, კიდევ რა დამატებითი რეგულაციები უნდა შემოვიდეს ან რა მოვალეობები უნდა დაგვეკისროს კანდიდატის ან თუნდაც წევრის სტატუსის მონიჭების შემთხვევაში. თორმეტი პუნქტის შესრულებაო, სასაცილოცაა და საკვირველიც. რა თორმეტი პუნქტი? იცით, რა არის ჩადებული იმ თორმეტ პუნქტში? თერთმეტი სისულელე და ერთი ხაფანგი! გადაავლეთ თვალი, რათა თავად დარწმუნდეთ. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდება, თუკი:

1. აღმოფხვრის პოლიტიკურ პოლარიზაციას;

2. ხელისუფლება გაითვალისწინებს ეუთოოდირის, ევროპის საბჭოსა და ვენეციის კომისიის დასკვნებს საარჩევნო სისტემაზე;

3. უზრუნველყოფს სასამართლო  სისტემის მთლიან და ჭეშმარიტ დამოუკიდებლობას, ანგარიშვალდებულებასა და მიუკერძოებლობას;

4. ეფექტიანად გამოიძიებს ელიტური კორუფციის შემთხვევებს;

5. შეასრულებს დეოლიგარქიზაციის ვალდებულებას;

6. სამართალდამცავი ორგანოები იქნებიან ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე;

7. შექმნის თავისუფალ, პროფესიონალურ, პლურალისტურ და დამოუკიდებელ მედიაგარემოს;

8. სასწრაფოდ დაიცავს მოწყვლადი ჯგუფების უფლებებს. ეფექტიანად გაასამართლებს მათზე მოძალადეებს და ამ ძალადობის დამკვეთებს;

9. გააერთიანებს ძალისხმევას გენდერული თანასწორობისთვის და ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან საბრძოლველად;

10. ჩართავს სამოქალაქო საზოგადოებას გადაწყვეტილებების მიღებაში ყველა დონეზე;

11. მიიღებს კანონს, რომელიც უბიძგებს ქართველ მოსამართლეებს, პროაქტიულად გაითვალისწინონ საკუთარ მსჯელობებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებები;

12. ახალ სახალხო დამცველად დაინიშნება დამოუკიდებელი ადამიანი.

ამ პუნქტებიდან პირველი, როგორც გითხარით, არის ხაფანგი, დანარჩენი თერთმეტი კი – სიტყვების უაზრო რახარუხი. პუნქტების რაოდენობა შეიძლებოდა ორამდე შემცირებულიყო, შეიძლებოდა ოცამდე ან სულაც ასამდე გაზრდილიყო, მაგრამ საქმისთვის ამას არც ერთ შემთხვევაში  მნიშვნელობა არ ექნებოდა. ევროკავშირის მიერ ჩვენთვის შესასრულებლად ჩამოთვლილ ამ პუნქტებს მხოლოდ პირველი პუნქტის (ხაფანგის) შეფუთვის ფუნქცია აქვს და სხვა არაფერი.

რა არის ხაფანგის დანიშნულება და მიზანი?

საქმე ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის ეს პუნქტი შეუსრულებელია. დასავლეთი ამ პროცესს თვითონ მართავს თავისიმეხუთე კოლონისგამოყენებით. როდესაც მოუნდება, პოლარიზაციას შეარბილებს, მაგრამ, როდესაც მოუნდება, პირიქით – გაამძაფრებს. ამ გიჟებს აქ რისთვის არჩენს და ინახავს, თუ არა იმისთვის, რომ თავისი ნება-სურვილის შესაბამისად მართოს და გამოიყენოს?! მოკლედ რომ ვთქვათ, თუკი დასავლეთი გადაწყვეტს,  კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭოს, ამ გიჟებს დავალებას მისცემს, რომ დაწყნარდნენ და ეს პირველი პუნქტიც შესრულებულად ჩაითვლება, მაგრამ, თუკი დასავლეთი გადაწყვეტს, რომ ამჯერადაც კანდიდატის სტატუსის გარეშე დაგვტოვოს, მათ კედლებსა და ხეებზე ცოცვას დააწყებინებს და იტყვის: თერთმეტი პუნქტი შესრულდა, მაგრამ, სამწუხაროდ, პირველი პუნქტი, რომელიც დეპოლარიზაციას შეეხებოდა, ვერ შესრულდა, რის გამოც კანდიდატის სტატუსის მონიჭება გადაიდოო.

მიხვდით, ხომ?

რისთვის არის ეს საჭირო? ბოლოს და ბოლოს, ხომ შეიძლება, რომ ეს საკითხი ან ასე გადაწყვიტონ, ან ისე? ეს რთული შეკითხვაა. საქმე ის არის, რომ საკითხის გადაწყვეტა არც ასე უნდათ და არც ისე. სტატუსი რომ მოგვანიჭონ, ჩვენს ქვეყანაზე გარკვეული პასუხისმგებლობა უნდა აიღონ, რისი სურვილიც არ აქვთ. რომ არ მოგვანიჭონ, ანუ გადაჭრით გვითხრან უარი სტატუსის მონიჭებაზე, არც ეს სურთ, ვინაიდან ევროპისგან წიხლნაკრავი საქართველო სხვაგან, სხვა პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ თავდაცვით სისტემებში დაიწყებს ადგილის ძებნას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ევროპისგან უარყოფილი და შეურაცხყოფილი საართველო ევროპას ვითონაც  შეაქცევს ზურგს. მათ ეს ვარიანტიც ისევე არ აძლევთ ხელს, როგორც პირველი, ანუ ჩვენზე გარკვეული პასუხისმგებლობის აღების ვარიანტი. მათ მესამე, ანუ ამ ორისგან სრულიად განსხვავებული ვარიანტის გატანა სურთ, ომელი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენზე პასუხისმგებლობა არ აიღონ, მაგრამ უარიც არ გვითხრან, მუდმივად გარკვეულ დისტანციაზე ვყავდეთ, რათა სხვა მიმართულებით არ გავიხედოთ. ევროპამ საქართველოს უიმედო შეყვარებულის ხვედრი გაუმზადა, უფლისწულზე შეყვარებული მოახლე გოგონას ბედი არგუნა. ლიტერატურაში მრავალი ასეთი ფაბულა არსებობს, რაშიც, ალბათ, გარკვეული იდეა დევს, მაგრამ კონტინენტზე უიმედოდ შეყვარებულთა ქვეყანას ვერ ვიხსენებ და რა ვქნა?! იქნებ ასეთი შემთხვევაც არის სადმე აღწერილი, დიდია მსოფლიო ლიტერატურა, მაგრამ ლიტერატურული ანალოგების მოშველიება რა საჭიროა, აგერ არ ვართ ევროპაზე უიმედოდ შეყვარებული ერი, ხალხი, სახელმწიფო?! არა მგონია, სხვაგან სადმე ვინმეს ეთქვას ისეთი სასწაული, ოგორი ჩვენში ითქვა:ევროპა თუ გვიბრძანებს, ცალ ფეხზე უნდა დავდგეთ!” ეს უკვე მხოლოდ შეყვარებულობით არ აიხსნება. არის ამაში დათრგუნვილი ფსიქიკის ამოძახილი, ევნუხის, საჭურისის ფსიქოლოგია. დაგვემართა ქართველებს ეს უბედურება და რას ვიზამთ?!

ისიც უნდა ითქვას, რომ ხიბლი და მიმზიდველობა უდავოდ აქვს ევროპას. ფილოსოფია გინდა, მწერლობა გინდა, მხატვრობა გინდა, მუსიკა გინდა, არქიტექტურა გინდა, მიუწვდომელი შედევრები აქვთ შექმნილი, ბრწყინავს ყველაფერი, მაგრამ პოლიტიკური ევროპა სრული ანტიპოდია იმისა, რაც ჩამოვთვალე. გილიოტინით საჯარო დასჯა გინდა, ინკვიზიცია გინდა, ნაციზმი გინდა, ანტისემიტიზმი გინდა, ფაშიზმი გინდა, ჰოლოკოსტი გინდა, საკონცენტრაციო ბანაკები გინდა, მსოფლიო ომები გინდა ევროპული და დასავლური პოლიტიკის ნახელავია ეს ყველაფერი.

გნებავთ, ისტორიის კუთვნილებად ჩავთვალოთ მთელი ეს უბედურება, თანამედროვეობაზე კი თვალები დავხუჭოთ, მაგრამ არსადაც რომ არ გვიღებენ, გვატყუებენ, დროს წელავენ და თაღლითობენ აშკარად, ამას რა ვუყოთ?! სამი ქვეყნის ბედი უნდა გადაეწყვიტათ შარშან – უკრაინის, მოლდოვ, საქართველოსი. პირველი საშინელ ომში იყო ჩართული, მეორე დსთ-ის წევრი სახელმწიფოა, საქართველოს კი ორივეზე უკეთესი მონაცემები ჰქონდა. იმ ორს მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, ჩვენ კი დაგვტუქსეს და ხელში თორმეტპუნქტიანი დავალება მოგვაჩეჩეს შესასრულებლად, ომელში ისეთი ხაფანგი ჩაგვიდეს, შანსი არ რჩება, არ გავებათ. ამ ევროპაზეა საუბარი და ამ ევროპასთან გვაქვს პრეტენზიები, თორემ გოეთესა და ბეთჰოვენს არაფერს ვერჩით, არც ლუვრთან და ვატიკანთან ვართ უბრად და, სხვათა შორის, არც ბეემვე“-სა და მერსედესის საწინააღმდეგო გვაქვს რამე. ისიც კარგად გვესმის, რომ ევროკავშირში სოციალური დაცულობის გარანტიებიც მაღალია და ადამიანის უფლებებსაც უკეთესად იცავენ, ვიდრე სხვაგან. იმასაც ვხედავთ, რომ ლუკმაპურისა და უკეთესი გასამრჯელოს მაძიებლები იქიდან კი არ გამორბიან ჩვენთან, ჩვენგან გარბიან იქით, მაგრამ ეს არ ცვლის საქართველოსთან მათი დამოკიდებულების იმ შემზარავ ცინიზმს, რომელიც შეურაცხმყოფელია ჩვენთვის. ამაზეა საუბარი. ევროპული პოლიტიკა, ისევე როგორც საუკუნის წინათ, დღესაც უგუნური პოლიტიკაა, რომელიც ახალი გლობალური დაპირისპირების მიმართულებით მიდის. არაფერს ვლაპარაკობ გარყვნილების კულტზე, ცნობიერების გადაგვარებისა და გათახსირების წარმოუდგენელ მასშტაბზე, რომლის შესახებაც გაუთავებლად გვიწევს საუბარი. აი, ეს არის პრობლემა!

კიდევ ერთი საკითხი, რომლითაც ამ წერილს დავასრულებ: საქართველოს დღევანდელ მთავრობას ღირსეულად უჭირავს თავი, იცავს ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ სუვერენიტეტსა და ეროვნულ ღირსებას. ოცდაათი წელიწადის განმავლობაში სწორედ ამ მთავრობის პირობებში ითქვა ღირსებით  გაჯერებული ერთი წინადადება, რომელიც ულტიმატუმივით გაისმა: ჩვენ გადაკეთებას ნუ ცდილობთ, მიგვიღეთ ისეთი, როგორიც ვართ!” ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოცდილების მიღების წინააღმდეგ გამოვდივართ, სიახლეების დანერგვაზე ვამბობთ უარს ან არაფრის სწავლა არ გვსურს. არა, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ცნობიერებაში, ჩვენს ფსიქიკაში, ჩვენს სულსა და გულში, ჩვენს გენეტიკურ კოდში ხელების ფათურის უფლებას არავის მივცემთ. ჩვენ ქართველები ვართ, ათასწლეულების განმავლობაში უნიკალურ ისტორიულ და გეოგრაფიულ პირობებში ჩამოყალიბებული ერი. ჩვენ არც ევროპა ვართ და არც აზია, ჩვენ საქართველო ვართ. ამით იმას კი არ ვამბობთ, რომ ვინმეზე მაღლა ვდგავართ, პირიქით, აზიასაც ვეთაყვანებით, ევროპასაც და ამერიკასაც, მაგრამ გათქვეფა არ გვსურს რომელიმეში, თუნდაც ჩვენზე ძლიერსა და უკეთესში. როდესაც ვამბობთ, – მიგვიღეთ ისეთი, როგორიც ვართ, ეს თავშესაფრის მაძიებელი ხალხის მუდარა კი არ არის, იმ ერის განცხადებაა, რომელიც თქვენთან ხელცარიელი არ მოდის:

* ჩვენოქროს საწმისისმითოლოგიით მოვდივართ, რომელიც იქნებ ვერ ადის ბერძნული და რომაული მითოსის დონეზე, მაგრამ დიდად არ ჩამოუვარდება;

* ჩვენ თითქმის ორიათასწლოვანი ქრისტიანული კულტურით მოვდივართ;

* ჩვენ აღმოსავლური რენესანსის ისეთი უკვდავი ძეგლით (“ვეფხისტყაოსანი“) მოვდივართ, რომელმაც საუკუნეებით დაასწრო დასავლურ რენესანსს;

* ჩვენ ტოლერანტობის ისეთი ნიმუშით (“ვეფხვისა და მოყმის ბალადა“) მოვდივართ, მგავსი რომ არაფერი შეუქმნია დანარჩენ მსოფლიოს;

* ჩვენ ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნეში გამეფებული ქალით და მის მიერ შექმნილი დემოკრატიული დარბაზით მოვდივართ;

* ჩვენ ფსევდო დიონისე არეოპაგელის (ქართველი პეტრე იბერის) უმდიდრესი ფილოსოფიური მემკვიდრეობითა და შუა საუკუნეებში დაარსებული სამეცნიერო აკადემიებით (გელათი, იყალთო) მოვდივართ;

* ჩვენ ჩვენი უძველესი ანბანითა და დამწერლობით მოვდივართ;

* ჩვენ ვაზის კულტით, სუფრის უნიკალური კულტურითა და იგავმიუწვდომელი კულინარიული ხელოვნებით მოვდივართ;

* ჩვენ ჩვენი სიმღერებით მოვდივართ, რომთა მსგავსი პოლიფონია არც ერთ ხალხს არ შეუქმნია და, რომლის სიდიადე დასავლეთმა იმ დროს აღიარა, როდესაც ქართული ხალხური სიმღერის შედევრი და უჭკნობი მარგალიტი (“ჩაკრულო“) კოსმოსში გაგზავნა, როგორც პლანეტა დედამიწაზე მცხოვრებთა ერთერთი გასაოცარი ქმნილება;

* ჩვენ, ბოლოს და ბოლოს, ჩვენი ღვინით მოვდივართ, რომელსაც, როგორც ირკვევა, სამი კი არა, 8 ათასი წლის ისტორია ჰქონია.

ჰოდა, ჩვენო ევროპელო მეგობრებო, ქართველები ის ხალხი არ ვართ, თორმეტპუნქტიანი გამოცდებით რომ უნდა ჩარიცხოთ თქვენს ასპირანტურაში. ჩვენ მიწვევა-მიპატიჟებისა და სტუმარმასპინძლობის წესებიც ისეთი უნიკალური შეგვიქმნია, რომ მას ნამდვილად არ ეღალატება. ღირსეულ მიპატიჟებასა და მასპინძლობას თუ აპირებთ, ღირსეულ სტუმრებად გეახლებით და ერთიან ევროპულ ოჯახში ღირსეული წვლილის შემოტანასაც ვაპირებთ. თუ არადა, რაში გჭირდებათ თორმეტპუნქტიანი გამოცდის გულისამრევი ფარსი, აგერ გყავთ თქვენიმეხუთე კოლონა“, ააყეფეთ, ააკივლეთ და გაუშვით ხეებსა და სახურავებზე, იქნებ ერთხელ კიდევ შეძლოთ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა, რომ ხელისუფლებაში ზელენსკის მსგავსი ფაშისტი მოგვივლინოთ, რათა ასი ათასობითა და მილიონობით უკრაინულ საზარბაზნე ხორცს ათასობითა და ათიათასობით ქართული საზარბაზნე ხორციც შეემატოს იმ რუსოფობიურ ომსა და უბედურებაში, რომელიც თქვენი ბრიყვული პოლიტიკის შედეგად გაჩაღდა და რომელსაც მსოფლიო კატასტროფისკენ მიჰყავს.

დასასრულ, ვერ ვიქნები მთლად კარგი ამბის მახარობელი თქვენთვის: ქართველი ხალხი არ აპირებს უკრაინელი ხალხივით გაყოს თავი თქვენ მიერ დაგებულ მახეში. მით უფრო არ აპირებს ამას საქართველოს მთავრობა, რომელიც, ზელენსკისგან განსხვავებით, საკუთარი ხალხის ინტერესების დამცველია და არა დასავლეთის საომარი ხუშტურების ამყოლი და შემსრულებელი. ასე რომ,  არჩევანი თქვენზეა –  ან გვაძლევთ იმ თქვენს კანდიდატის სტატუსს თუ რაღაცას, ან სამუდამოდ კარგავთ საქართველოს. ვფიქრობ, რომ ამჯერად გამოცდის წინაშე თქვენ დგახართ, ქართველი ხალხი კი, რაკი თავიდან აღებულ ბილეთს ვერ უპასუხეთ, მისი შეცვლის საშუალებას გაძლევთ. ეს თქვენი ბოლო შანსია!

ვალერი კვარაცხელია                                                                             

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here