Home ახალი ამბები საქართველო ძველი ფოტოაპარატის ახალი პოლიტიკური ეფექტი

ძველი ფოტოაპარატის ახალი პოლიტიკური ეფექტი

გეოპოლიტიკური მუტანტი და გაუპატიურებული ცნობიერება

292

ბატონებო, ქალბატონებო, თქვენცახალგაზრდებო, მოზარდებო, ბავშვებო, ყრმანო და ჩვილნ, შეჩერდით, ერთი წუთით, სულ ერთი წუთით შეჩერდით, ამოისუნთქეთ; გული, რომელიც ამოვარდნაზე გაქვთ, ოდნავ დაიწყნარეთ; მერე ირგვლივ მიმოიხედეთ, თვალი შეავლეთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ყოფას, ჩვენს მდგომარეობას დათქვენ წინაშე ზღაპრული გოლიათებივით წამოიმართებ თავზარდამცემი შეკითხვები ეს რა გვიქნია? ეს რა დაგვმართნია? ეს რას დავმსგავსებულვართ?

ზუსტად ოცდაათი წლის წინათ, სანამ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა, ტერიტორიულად მთლიანი ვიყავით – აფხაზეთიანად და სამხრეთ ოსეთიანად, ხუთმილიონ-ნახევარი მოსახლეობით, გიგანტური ფაბრიკა-ქარხნებით, მძლავრი სოფლის მეურნეობით, სახელოვანი მუშათა კლასითა და გლეხობით, მეცნიერებათა აკადემიით, მწერლობით, მხატვრობით, კინოთი, თეატრით, უმაღლესი სასწავლებლებით, კულტურის, სპორტის, ჯანდაცვის, დასვენების მაღალგანვითარებული და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ინფრასტრუქტურით… ვიყავით, მაგრამ აღარ ვართ. საბჭოთა კავშირის დაშლისა და სოციალისტური სისტემის დანგრევის შემდეგ სამოქალაქო ომსა და ეთნოკონფლიქტებში გადავეშვით, რომლებმაც ათეულ ათასობით სიცოცხლე შეიწირა.

ახლა კი, მოდი, ერთად გადავხედოთ,  იმ სიმდიდრისა და სახალხო დოვლათისგან რა დაგვრჩა. ტერიტორიების ოც პროცენტზე მეტი დავკარგეთ; მოსახლეობა განახევრდა; ფაბრიკაქარხნები დაიხურა, დაიშალა და ჯართის სახით საზღვარგარეთ გაიყიდა; მუშათა კლასი აღარ არსებობს; სოფელი განადგურდა და მოსახლეობა აიყარა; ახალგაზრდობის დიდი ნაწილი ლუკმაპურის საძებნელად საზღვარგარეთ გადაიხვეწა; მწერლობა, კინო, თეატრი, მეცნიერებათა აკადემია, განათლების სისტემა დაკნინდა და განადგურდა; ზნეობა მოირყა; სულიერად დავეცით და დეგრადაციის გზაზე შევდექით; ქართველები გარბიან, ქვეყანა კი უსისტემოდ და უკონტროლოდ შემოდინებული უცხოელებით გაივსო და დემოგრაფიული კოლაფსის წინაშე დადგა. ასეთია უმძიმესი რეალობა, რომელსაც ვითარების მეტ-ნაკლებად ობიექტურად შემფასებელი ვერც ერთი ადამიანი გვერდს ვერ აუვლის. ერთი სიტყვით, ქვეყანას, ერს, ხალხს დიდი უბედურება სჭირს, მაგრამ არის კიდევ ერთი, ცალკე გამოყოფისა და ხაზგასმის ღირსი უბედურება, რომელიც ყველა იმ გაჭირვებას, რომლებიც ჩამოვთვალეთ, გადაწონის. ეს არის ის, რომ ამ ოცდაათი წლის განმავლობაში ერმა, ქვეყანამ, ხალხმა ვერ დასვა  მთავარი შეკითხვა: რატომ დაგვემართა ეს ყველაფერი, სად არის მიზეზი ყოველივე ამისა? როგორი საკვირველიც უნდა იყოს, მოვარდნილი ეპოქალური მღვრიე ტალღა ისე მიგვაქანებს, ოცდაათი წელიწადია, რომ, არათუ არ ვეწინააღმდეგებით, არათუ არ ვებრძვით, შეკითხვასაც  არ ვსვამთ: რა ტალღაა ეს, სად მივყავართ ამ ტალღას ან რატომ მივენდეთ მას ასე გულუბრყვილოდ? იქნებ არაა ეს ის ტალღა, რომელსაც ნანატრი მიმართულებით მივყავართ? ეს შეკითხვა თუ დაისმება ქართველთა წინაშე, ასეთ შემთხვევაში ხალხი საკუთარ ცხოვრებას დააკვირდება და ოცდაათწლიანი გამოცდილება მას უკარნახებს, რომ არაა ეს საჩვენო ტალღა, რადგან ნგრევისა და უბედურების, სისხლისა და ცრემლების, იმედგაცრუებისა და სასოწარკვეთის გარდა მას საქართველოსთვის არაფერი მოუტანია.

იმავე ტალღას მინდობილი სხვა ხალხის ცხოვრებასაც თუ დავაკვირდებით (მაგალითად – უკრაინის), იქაც იმავეს აღმოვაჩენთ: ტერიტორიით ყველაზე დიდი ეს ევროპული სახელმწიფო ნანგრევებადაა ქცეული და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების იმედი ყოველდღიურად ეწურება. რატომ მოხდა ეს ყველაფერი? ამ შეკითხვას თუ დავსვამთ, პასუხსაც მივაგნებთ, მაგრამ, ეს რომ არ მოხდეს, ამ შეკითხვის დასმის უფლებაც წართმეული გვაქვს. სწორედ ის ამერიკელები არ გვაძლევენ ამ შეკითხვის დასმის უფლებას, რომლებმაც ეს რეალობა მოგვახვიეს თავს. ამერიკელები, რომლებმაც საქართველოში ფაბრიკაქარხნები დაგვანგრევინეს და ჯართად გაგვაყიდინეს, ათეულობით ტელეარხებს ხსნიან საქართველოში. დიახ, ყველა ტელეარხი, რომლებიც საქართველოში მოქმედებს (ერთიორი გამონაკლისის გარდა), ამერიკულია და დასავლური ცხოვრების წესის პროპაგანისტია.

რამდენიმე წლის წინათ ქუთაისში ავტოქარხნის მშენებლობის საკითხი დადგა. მახსოვს, რა გამწარებული საპროტესტო აქციებით შეხვდნენ ამ პროექტს დასავლურად მომართული ახალგაზრდები, რომლებიც ამერიკული ტელეარხების დამანგრეველი ზეგავლენის უშუალო პროდუქტს წარმოადგენენ. – ეს საბჭოური მიდგომაა, – გაჰკიოდნენ ხმამაღლა, – რა დროს ქარხნების მშენებლობაა, როდესაც ახალგაზრდებს სარელაქსაციო საშუალებები, გასართობი ადგილები და ღამის კლუბები არ გვყოფნის?! – რკინის ლოგიკას იშველიებდნენ ისინი. გესმით, რა ვითარებაა შექმნილი? ეს ახალგაზრდები ეპოქალური მნიშვნელობის იმ ეროვნულ შეკითხვაზე პასუხის გამცემი არიან, რომელი შეკითხვის შესახებაც ახლა მე ვსაუბრობ? როგორ გეკადრებათ? ესენი პასუხის გაცემამდე კი არა, შეკითხვის დასმამდეც ვერასოდეს მივლენ, რადგან უკვე ზომბირებულნი არიან, მათ ტვინში რომ შეაღწიეს, უკვე ფაქტია; მათ ფსიქიკაზე ძალადობა და მათი ცნობიერების გაუპატიურება უკვე განხორციელებულია.

ანგლოსაქსები არამხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიოს ფსიიკაზე ძალადობენ და მისი ცნობიერების გაუპატიურებას ცდილობენ. ისინი ოცდამეერთე საუკუნის ოციანი წლების უკრაინაში იმ სახიფათო ექსპერიმენტსა და პროვოკაციას იმეორებენ, ომელიც  მეოცე საუკუნის ოცდაათიან წლებში გერმანიაში ჩაატარეს, როდესაც იმ პერიოდისთვის ევროპაში გაჩენილი ნაციონალისტური განწყობები წაახალისეს, დააფინანსეს, შეაიარეღეს, გააღვივეს და გერმანული ფაშიზმის სახით შვეს მონსტრი, რომლის მსგავსი ურჩხული კაცობრიობას იქამდე არ ენახა.

 ეს ურჩხული მათ საბჭოთა კავშირის გასანადგურებლად სჭირდებოდათ. საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ გაჩაღებულ ყველაზე სისხლისმღვრელ და მასშტაბურ ომში, მართალია, მარცხი იწვნიეს, მაგრამ სახე იმით შეინარჩუნეს, რომ, ქართული ანდაზისა არ იყოს, ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინეს და სტალინთან მოკავშირეობის ხელშეკრულება გააფორმეს და წითელი არმიის მიერ უკვე განადგურებულ ფაშისტურ გერმანიას თითო წიხლი თვითონაც მიაყოლეს. ამ საშინელი ისტორიიდან, როგორც ჩანს, კოლექტიურმა დასავლეთმა მხოლოდ ის დასკვნა გამოიტანა, რომმარცხის მიუხედავად, მტრებთან ბრძოლის საქმეში ფაშიზმი, მართალია, მოძველებული, მაგრამ მაინც ყველაზე საიმედო იარაღია, მით უფრო, თუკი იგი დასავლეთში დღეს ასე მიღებული ტერორიზმით იქნება გაძლიერებული და, რაც მთავარია, დასავლეთის თანამედროვე იდეოლოგიაზელიბერალიზმზე იქნება დამყნობილი. რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამედროვე უკრაინა ამერიკელებისა და ბრიტანელებისთვის იგივეა, რაც მეოცე საუკუნის ოცდაათიანი წლების გერმანია იყო საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. კოლექტიური დასავლეთი _  ფაშისტურტერორისტულლიბერალური ეს უსაზიზღრესი მუტანტი, მითოლოგიური იანუსივით ორსახაა. ერთი მხრივ, ფაშისტური და ტოტალიტარულია; მეორე მხრივ _ ლიბერალარული და დემოკრატიული. იგი აცამტვერებს ყველა ფუნდამენტურ ღირებულებას, რომლებიც რელიგიის, მორალის, მეცნიერების, ხელოვნების, ანუ, საზოგადოდ, კულტურის სახით კაცობრიობას დღემდე შეუქმნია. საბოლოოდ იგი სპობს ადამიანს, მის არსსა და რაობას, მის სულს, მის აზროვნებას,  შინაარსს, მის ფილოსოფიურ დანიშნულებას. აი, რა არის ის მღვრიე ტალღა, რომელსაც ასე  დარდიმანდული არხეინობით მივენდეთ და ოცდაათი წელიწადია, ისე მივყვებით, რომ შეკითხვაც კი არ გაგვჩენია, საით მიგვაქანებს და რას გვიქადის საბოლოოდ.

ჩემი თაობის ადამიანებს ბავშვობიდან ახსოვთ ძველებურ, მასიურ შტატივზე დამაგრებული დიდი ფოტოაპარატი, რომელიც პროფესიონალ ფოტოგრაფებს ჰქონდათ თავიანთ პატარა სტუდიებში. ისინი, როდესაც საგულდაგულოდ გასწორებულ და განათებულ გადასაღებ ობიექტს (ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს) კადრში მოაქცევდნენ, განათებული ეკრანი რომ უკეთესად დაენახათ, თავზე შავ ნაჭერს წაიფარებდნენ და გაწელილი ლოდინის შემდეგ გაისმოდა იდუმალი ჩხაკუნი, რომელიც იმაზე მეტყველებდა, რომ გადასაღები ობიექტი ფირზე იყო აღბეჭდილი. ყველას გვაინტერესებდა, რას ხედავდა ფოტოგრაფი, როდესაც იგი თავზე შავნაჭერწაფარებული კადრში იყურებოდა. ახლა ვიცით, რომ ფოტოგრაფი ამოყირავებულ გამოსახულებას ხედავდა. ზუსტად ისე ამოყირავებულ რეალობაში გვიწევს  დღეს ცხოვრება, როგორც ის ძველი ფოტოკამერა ამოაყირავებდა-ხოლმე მისი ობიექტივის წინ განთავსებულ საგნებსა თუ ადამიანებს. კონკრეტულად:

* აშშ ჩვენი სტრატეგიული მტერია, მაგრამ ტელეეკრანებზე იგი საქართველოს მეგობრად და სტრატეგიულ პარტნიორად გამოიყურება;

* რუსეთი ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეა, მაგრამ ტელეეკრანებზე იგი საქართველოს დაუძინებელ მტრად გამოიყურება.

ეს პოლიტიკური ილუზიაა. ეს დასავლეთის პოლიტშულერების მიერ სპეციალურად ამოყირავებული პოლიტიკური სამყაროა.

შეკითხვას, რომელიც ოცდაათი წლის განმავლობაში ვერ დავსვით, ახლა მაინც თუ დავსვამთ, იგი ასე უნდა იყოს ფორმულირებული: რამ გამოიწვია საქართველოს ფიზიკური და სულიერი ნგრევა?

როგორც უნდა ვეცადოთ ამ შეკითხვაზე ობიექტური პასუხის გაცემისგან გაქცევას ან თავის შეკავებას, საბოლოოდ მაინც ერთმნიშვნელოვან პასუხამდე მივალთ: საქართველო რუსეთის ორბიტისგან მოწყვეტამ და ამერიკის ორბიტაში მოქცევამ დაანგრია. იგივე დაემართა უკრაინასაც. ეს მდგომარეობა თუ არ გასწორდა, ანუ პოლიტიკური რეალობა, რომელიც ამოყირავებულია, სწორად არ დადგა, საქართველოს ნგრევის პროცესი გაგრძელდება. ამ უარყოფითი ველიდან გამოსვლა თუ გვსურს, კოლექტიური დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გაჩაღებულ სატანურ ომში საქართველო ერთმნიშვნელოვნად უნდა დადგეს რუსეთის მხარეს, რადგან სწორედ რუსეთია ის სახელმწიფო, რომელიც დასავლეთის მიერ მთელი პლანეტის ამოყირავების (ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით) საშინელებისგან მსოფლიოს იცავს.

გააჩერეთ, გაანეიტრალეთ, განაიარაღეთ რუსეთი და ხელში შეგრჩებათ იმ ორფეხა ცხოველის მსგავსი არსებებით დასახლებული მსოფლიო, რომელიც ძაღლზე ქორწინების უფლებას ითხოვს, ვინაიდან, თურმე, დიდი ხანია, მასთან ყველაზე კარგად გამოსდის სქესობრივი კავშირი. ასეთი რამ ანომალია კი არ არის, კოლექტიური დასავლეთის ოფიციალური იდეოლოგიაა, რომლის გავრცელებითაც მათ ღმერთის დაცინვა, ადამიანთა მოდგმის გადაგვარება და მისი აბუჩად აგდება განუზრახავთ…

ბატონებო, ქალბატონებო, თქვენც – ახალგაზრდებო, მოზარდებო, ბავშვებო, ყრმანო და ჩვილნო, შეჩერდით, ერთი წუთით, სულ ერთი წუთით შეჩერდით, ამოისუნთქეთ; გული, რომელიც ამოვარდნაზე გაქვთ, ოდნავ დაიწყნარეთ; მერე ირგვლივ მიმოიხედეთ, თვალი შეავლეთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ყოფას, ჩვენს მდგომარეობას და… გააკეთეთ არჩევანი ერთმანეთთან სამკვდროსასიცოცხლოდ დაპირისპირებულ ორ ზესახელმწიფოსრუსეთსა და აშშ (კოლექტიურ დასავლეთს) შორის, რომელთაგან პირველი ღმერთის, მორალისა და ადამიანის სადარაჯოზე დგას, მეორე კი ღმერთსაც და ადამიანსაც აბუჩად იგდებს, ზნეობას სპობს და კაცობრიობას ყოვლის ნებადართულობის უძირო უფსკრულისკენ მიაქანებს.

 არჩევანი თქვენზეა!

ვალერი კვარაცხელია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here