პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც მიმდინარეობს დევიზით “ახალი მსოფლიო _ ახალი შესაძლებლობები” და რომელიც 15 ივნისს დაიწყო და 18-ში დასრულდება, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავის მიმართვასა და სიტყვით გამოსვლაში რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შეეხო:
პირველი _ ეს იყო “ელიტების ნაციონალიზაციის” საკითხი, რომელიც გულისხმობს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატისა და პოლიტიკური კლასისადმი მოთხოვნების გამკაცრებას _ პოლიტიკური ხელისუფლება დაცული უნდა იყოს, რათა მასში არ მოხვდნენ არაპატრიოტები:
მეორე _ რფ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ “ძველებურად აღარ იქნება”. მან, ფაქტობრივად, უარყო თეზისი ქვეყნის ეკონომიკური მოდელის შეცვლის აუცილებლობის შესახებ, რაზეც ოცნებობს ლიბერალური ელიტა:
მესამე _ პუტინმა პირდაპირ განაცხადა, რომ წავა ფინანსური ეკონომიკა და მოვა სასაქონლო ეკონომიკა.
ფორუმის მთავარი თეზისები:
* აშშ–მა თავისი თავი დედამიწაზე ღმერთის გამოგზავნილად გამოაცხადა. მცდარია ვარაუდი, რომ ყველაფერი ძველებურად იქნება. არა, არ იქნება.
* “ოქროს მილიარდის” ქვეყნები კვლავაც მიიჩნევენ დანარჩენებს თავიანთ კოლონიებად, მეორეხარისხოვან ადამიანებად, თავიანთ თავს კი _ განსაკუთრებულად.
* რუსეთს გაეროს წესდების შესაბამისად ჰქონდა უფლება, ეღიარებინა დონბასის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა;
* რუსეთისთვის დაწესებული სანქციები უაზრო და არაფრის მომცემია;
* პირქუში პროგნოზები რუსეთის ეკონომიკის შესახებ, რომლებიც ვრცელდებოდა გაზაფხულის დასაწყისში, არ გამართლდა, ეს იყო საინფორმაციო ომის ნაწილი.
* რუსებს შეუძლიათ გაუმკლავდნენ ნებისმიერ გამოწვევას, ისევე, როგორც მათი წინაპრები;
* ერთპოლუსიანმა მსოფლიომ არსებობა შეწყვიტა:
* ცხოვრება აიძულებს ბევრ ევროპელ პარტნიორს, დაუბრუნდეს რუსეთის ბაზარს. რუსეთი კი ამას არ შეეწინააღმდეგება;
* უახლესი ტექნოლოგიების წყალობით რუსეთს აქვს ჰიპერბგერითი იარაღი, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ მოიპოვება.
გიორგი გაჩეჩილაძე